ხუთშაბათი, ნოემბერი 12, 2026

დიმიტრი ხუნდაძე – „არჩილ ტატუნაშვილის საქმე უნდა გახდეს მკვეთრად პრინციპული საკითხი როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე რამდენიმე დღის წინ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საეჭვოდ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკვეთრი რეაგირება, არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც,  მკვეთრად პრინციპული საკითხია.

-„უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეებს გვიკლავენ. არჩილ ტატუნაშვილი მცხეთის რაიონის, სოფელ წილკანის მკვიდრი იყო. ეს ხალხი ჯერ საკუთარ ქვეყანაში დევნილებად აქციეს და ახლა, ესეც არ აკმარეს. აუცილებელია, დაჩქარდეს არა მხოლოდ ცხედრის გადმოსვენება, არამედ, სიკვდილის რეალური მიზეზების დადგენა. ამ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური განცხადებაც და შესაბამისი ქმედებაც, პრინციპული უნდა გახდეს.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ ოკუპანტ ქვეყანაზე ზეგავლენის  მეტი ბერკეტები აქვთ და აუცილებელია ეს ბერკეტები აამოქმედონ. საქართველოსთვის, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხში მთავარი დასაყრდენი სწორედ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებია. თუ არ იქნება ქმედითი სამართლებრივი ნაბიჯები მათი მხრიდან, მაშინ, გამოდის რომ ოკუპირებული ტერიტორიები არაკონტროლირებადია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მსოფლიო  მასშტაბითაც, რას მის სტაბილურობას ეჭვს ქვეშ აყენებს. დღეს ერთი რამ ცხადია, არჩილ ტატუნაშვილის საქმე უნდა გახდეს მკვეთრად პრინციპული საკითხი როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ტერიტორიები ადამიანური პასუხისმგებლობის და ცივილიზებული სამყაროს მიღმა ტერიტორიებად იქცევა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქალაქ ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მზაობა და თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონული საკითხების განხილვისას ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს, შუა დერეფნის განვითარებას და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.

„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები.ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცს ვალი ჰქონდა აღებული, რის გადახდაც ვერ შეძლო. ამის გამო, მან ცინცაძის ქუჩაზე არსებული ბინა დაკარგა.უძრავი ქონების მესაკუთრე ნანა ფირანიშვილი და მისი მეუღლე სოსო სუჯაშვილი გახდნენ. მათ ყოფილ მფლობელს ბინის დაცლა მოსთხოვეს, თუმცა დავა წლების განმავლობაში გაგრძელდა.ოფიციალურად, სადავო უძრავი ქონება ბოლო 8 წლის განმავლობაში ნანა ფირანიშვილის სახელზე ფიქსირდება. ამ ხნის განმავლობაში ცოლ-ქმარი ყოფილი მეპატრონის ბინიდან ჯერ ნებაყოფლობით, შემდეგ კი იძულებით გასახლებას ითხოვდა.„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” - ამბობს ოჯახის ახლობელი.მოთხოვნა ყოფილი მეპატრონის გაღიზიანებას იწვევდა, 11 ნოემბერს კი ის ცოლ-ქმარს სახლის სადარბაზოსთან დახვდა და ორივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

რა სასჯელი ემუქრებათ უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმისთვის

ცნობილი გამოცემა Home of fight-ი განმარტავს, რა სასჯელი შეიძლება ემუქრებოდეს უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს, რომლებიც გუშინ მერაბ დვალიშვილსა და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს დაესხნენ თავს.გამოცემის ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს შესაძლოა, ერთ წლამდე პატიმრობა და დაახლოებით 2700 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისროს - ასეთ სასჯელს არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური კანონის 390-ე მუხლი ითვალისწინებს.„ეს მუხლი შეიძლება ამოქმედდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერაბ დვალიშვილი მის წინააღმდეგ საჩივარს არ შეიტანს, ვინაიდან საქმეში არაერთი ვიდეომტკიცებულება არსებობს“, - წერს გამოცემა.ამასთანავე, 392-ე მუხლის მიხედვით, 3 ან მეტი პირის მონაწილეობით განხორციელებული ფიზიკური თავდასხმა დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.ცნობისთვის, 11 ნოემბერს საღამოს, აბუ-დაბიში მყოფ მერაბ დვალიშვილს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან და მისმა თანხლებმა პირებმა მერაბისგან და მისი უმცროსი მეგობრისგან, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილისგან სათანადო პასუხი მიიღეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსმან ნურმაგომედოვი და თავდასხმაში მონაწილე ყველა სხვა პირი დაკავებულია. ბრალის წარდგენის შემთხვევაში მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს: გვერდით მიგულე ძმაო ყველგან და ყოველთვის, ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.„გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება!” – წერს ცოტნე ივანიშვილი.როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.

ილია თოფურია – არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია –...

არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყვნენ. ამის შესახებ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.თოფურია მათ ლაჩრების ჯგუფს უწოდებს და აცხადებს, რომ სირცხვილია."არსებული ინფორმაციით, უსმანი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო.და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია. სრული ლაჩრების ჯგუფი.ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის პიროვნებების ჯგუფი იყავით. ახლა ყველანაირი ეჭვი გაფანტეთ.ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა სიტყვები არაა, რომლებსაც ქადაგებ. ეს ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. და თქვენ არც ერთი მათგანი არ გამოაჩინეთ”, - წერს თოფურია.შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. შესაბამისი ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.

ბოლო სიახლეები