სამშაბათი, ივნისი 24, 2025

დიმიტრი ცქიტიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავებაზე – ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ

თითოეული დაკავებულის უკან დგას ბევრი ადამიანი და დგას მტკიცე ნება იმის, რომ არ შევურიგდეთ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ, – ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავების შემდეგ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ოფისთან განაცხადა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად დაკავებულების მხარდასაჭერად მივიდა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში რუსული რეჟიმი ვერ ჩამოყალიბდება მანამ, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია პროტესტის გამოხატვა.

“ჩვენ ერთი და მთავარი იარაღი გვაქვს ხელში, ეს არის სიმართლე, რომელიც არის ჩვენს მხარეს. იმ ადამიანებს არ აქვთ აღარც სიმართლე, აღარც ძალა და ეს არის თავის საკუთარ შიშებთან და კომპლექსებთან ბრძოლა.

თითოეული დაკავებულის უკან დგას ბევრი ადამიანი და დგას მტკიცე ნება იმის, რომ არ შევურიგდეთ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ისე ხორციელდება, როგორც უკვე აპრობირებულია რამდენიმე ქვეყანაში და ამის უკან დგანან რუსული სპეცსამსახურები.

სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, ერთმანეთში ვილაპარაკოთ, სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, რომ პროტესტი გამოვთქვათ, ეს რეჟიმი ვერ ჩამოყალიბდება, ამიტომაც, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ ეს შეგვიძლია”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – მადლობა ირანს იერიშის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის, შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობასა და ჰარმონიაზე რეგიონში, ამავეს მოვუწოდებ ისრაელს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზებზე იერიშს ძალიან სუსტს უწოდებს. დონალდ ტრამპი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.„ირანმა ოფიციალურად უპასუხა ჩვენი მხრიდან მათი ბირთვული ობიექტების განადგურებას ძალიან სუსტი პასუხით, რასაც ველოდით და ძალიან ეფექტურად ვუპასუხეთ“, – წერს ტრამპი.აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კატარის მიმართულებით ირანმა 14 რაკეტა ისროლა, აქედან 13 ჩამოაგდეს, ხოლო ერთი თავისუფლად გაუშვეს, რადგან არავის საფრთხე არ ემუქრებოდა.„სიამოვნებით ვაცხადებ, რომ არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა და თითქმის არანაირი ზიანი არ მოგვადგა. რაც ყველაზე მნშვნელოვანია, მათ ეს ყველაფერი „ამოიღეს თავიანთი სისტემიდან“ და იმედი მაქვს, რომ სიძულვილი აღარ იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ირანს ადრეული გაფრთხილებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ არავინ დაღუპულიყო და დაშავებულიყო. შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობასა და ჰარმონიაზე რეგიონში და მე ენთუზიაზმით მოვუწოდებ ისრაელს ამავეს გაკეთებისკენ“, – წერს ტრამპი.შეგახსენებთ, „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანმა გააფრთხილა კატარი და აშშ საპასუხო თავდასხმის შესახებ.

დონალდ ტრამპი – გილოცავ, მსოფლიო, ახლა მშვიდობის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. ტრამპი წერს, რომ ახლა მშვიდობის დროა.„გილოცავ, მსოფლიო, ახლა მშვიდობის დროა“, – წერს ტრამპი.მანამდე აშშ-ის ლიდერმა დაწერა, რომ ბირთვული ობიექტების განადგურებაზე ირანის პასუხი ძალიან სუსტი იყო, რასაც აშშ ელოდა და ძალიან ეფექტურად უპასუხა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ირანს იერიშის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის. „შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობასა და ჰარმონიაზე რეგიონში, ამავეს მოვუწოდებ ისრაელს“, – განაცხადა ტრამპმა.

სალომე ზურაბიშვილი მარტა კოსს მიმართავს – სად არის გვერდით დგომა და მხარდაჭერის გაძლიერება?

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.როგორც მარტა კოსი წერს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსაც შეეხო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.„საქართველოს შესახებ გამოვხატე მკაცრი შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი“, – წერს მარტა კოსი.სოციალურ ქსელში მარტა კოსის პოსტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.„სად არის გვერდით დგომა და მხარდაჭერის გაძლიერება?“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა მარტა კოსის პოსტის კომენტარში. 

ირანის სულიერი ლიდერი განცხადებას ავრცელებს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ნებისმიერ აგრესიას უპასუხებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.ხამენეის თქმით, ირანი არ ყოფილა მხარე, რომელმაც ეს კონფლიქტი დაიწყო და არცერთ შემთხვევაში არ შეეგუება რომელიმე მხარის სამიზნეში ყოფნას.„ჩვენ არავის აგრესიას არ დავემორჩილებით; ეს არის ირანელი ერის ლოგიკა“, – აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.ეს არის ხამენეის პირველი კომენტარი ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შემდეგ.

მედვედევი ტრამპის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებს ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას უპასუხა ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხზე.„პრეზიდენტ ტრამპის შეშფოთებასთან დაკავშირებით, მე ვგმობ აშშ-ის თავდასხმას ირანზე – მან ვერ მიაღწია თავის მიზნებს. თუმცა, რუსეთი არ აპირებს ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას, რადგან ისრაელისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილეები“, - აღნიშნა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები