შაბათი, თებერვალი 22, 2025

დიმიტრი ცქიტიშვილი – არ გამოვრიცხავ, გამარტივებული სასამართლო სქემა გააკეთონ, საბჭოთა „ტროიკები“, სადაც სამი ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას, ვიღაც მოღალატედ გამოეცხადებინათ და დაეხვრიტათ – „ოცნება“ დემოკრატიულობანას თამაშსაც კი აღარ ცდილობს

ჩვენ გვაქვს ორკესტრირებული, სპეციალურად დაგეგმილი და გამიზნული აქტი, რომელსაც სახელმწიფო თავისი ოპონენტის მიმართ ახორციელებს. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ეს არ არის სპონტანური და ეპიზოდური, კვერცხებით არავინ დადის აეროპორტში დილის 05:00 საათზე, – ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” გიორგი გახარიას და მეხუთე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის შეფასებისას განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, მომხდარი ფაქტი იმ თავდასხმის გაგრძელებაა, რაც ბათუმში გიორგი გახარიას მიმართ მოხდა.

“პროტესტი ყოველთვის შეიძლება იყოს, როცა პროტესტი არის ორგანული და მომდინარეობს ადამიანების ბუნებრივი სურვილიდან, მაგრამ, თავისთავად, ძალადობა, ყველა შემთხვევაში, არასასიამოვნოა და ცუდი ფორმაა, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ეს არის დაგეგმილი და ორკესტრირებული. “ქართული ოცნება” აპელირებდა, თითქოს ეს თუ ცუდია, რატომ არ არის ცუდი კვერცხების სროლა მოსამართლეზე. ისიც ცუდია, რა თქმა უნდა, უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ იქ თუ ეს აქტივისტმა ჩაიდინა, მის მიმართ საზოგადოებრივი ტოლერანტობა უფრო მაღალია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს ორკესტრირებული, სპეციალურად დაგეგმილი და გამიზნული აქტი, რომელსაც სახელმწიფო თავისი ოპონენტის მიმართ ახორციელებს. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ეს არ არის სპონტანური და ეპიზოდური, კვერცხებით არავინ დადის აეროპორტში დილის 05:00 საათზე, ისიც გასაგებია, რომ ამ ადამიანების (გიორგი გახარიას და სალომე ზურაბიშვილის) ჩამოსვლა წინასწარ იყო მოძიებული. ეს არის იგივე თავდასხმის გაგრძელება, რაც მოხდა ბათუმის “შერატონში”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კანონში შეტანილ ცვლილებაზეც ისაუბრა, რომელიც სამშობლოს ღალატის მუხლს ეხება. კითხვაზე, აქვს თუ არა კონკრეტული მიზნები “ქართული ოცნების” მიერ სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებას, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ კონკრეტულ მიზნებს ემსახურება, არამედ, ეს არის “ქართული ოცნების” პოპულისტური აქტი.

“ეს პოპულიზმიც არის, მაგრამ პოპულიზმთან ერთად, არის დაშინების ახალი ბერკეტი, იმიტომ, რომ ყველა სხვა ბერკეტმა ვერ იმუშავა ან არასაკმარისად იმუშავა, ვერ შეაშინეს ხალხი და ახლა არის მცდელობა, რომ უფრო მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული შემოიტანონ, რომლითაც შეაშინებენ ხალხს. არ მგონია, იმდენი შეძლონ, რომ აამუშაონ ეს კანონი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, განზრახვები ისეთია, რომ არ გამოვრიცხავ, გამარტივებული სასამართლო სქემა გააკეთონ იმიტომ, რომ სასამართლო ვერ აუდის გამოწერილი ჯარიმების საქმეებს. ცოტა ჩიხურია მდგომარეობა და იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც გეგმავენ ხალხის დაჯარიმებას. გამარტივებულ სასამართლო სქემაში ვგულისხმობ “ტროიკებს” – საბჭოთა სტილის გამარტივებულ სქემას, სადაც სამი ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას, ვიღაც დაეხვრიტათ თუ სამშობლოს მოღალატედ ან ხალხის მტრად გამოეცხადებინათ. საერთოდ აღარ ცდილობენ, დემოკრატიული ფარსი ან პერფორმანსი მაინც შექმნან ან “დემოკრატიულობანა” ითამაშონ ნომინალურ დონეზეც კი. ეს უკვე დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი ქვეყნის დამახასიათებელ ყველა ჩარჩოს გასცდა და გადასულია ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელ ყველა მონაცემებზე. რამდენად შეძლებენ ამ კანონის აღსრულებას, ეს უკავშირდება ჩვენს მოქმედებებს. თუ შეძლეს და გაგვტეხეს, მაშინ აუცილებლად დაამყარებენ ავტორიტარიზმს, თუ ვერ გაგვტეხეს, მაშინ, ბუნებრივია, ესეც ფარსად დარჩება და ვერ ამოქმედდება, ისევე, როგორც რუსული კანონი.

საქართველოს აქვს ეროვნული ინტერესი – უსაფრთხოება, ჩვენი საერთაშორისო ორიენტაცია და დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება. დემოკრატიულ სახელმწიფოს ფორმირებაზე უარი თქვეს და ეს ყველა მიმართულებით გამოისახა. კონსტიტუციით გაწერილ დასავლურ კურსზე ითქვა უარი, უსაფრთხოების ინტერესი, რომელიც ყველაზე მეტად უკავშირდებოდა რუსეთისგან ჩვენი ქვეყნის დაცვას იმიტომ, რომ რუსეთია საქართველოს რეალური ოკუპანტი, აქაც ჩვენ ვხედავთ კოლაბორაციას და მათი ღალატი ცალსახად ამ ყველაფერშია. ის, რომ ჩვენ მოღალატეს გვეძახიან იმიტომ, რომ ამ მოღალატეობრივ გზაზე არ გავყევით, მაშინ ამაში ვიყოთ მოღალატეები. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, არიან თუ არა ისინი მოღალატეები – როცა შენ ღალატობ სახელმწიფოს ინტერესებს, შენ ხარ სახელმწიფო მოღალატე!”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიელ კოლეგებს შეხვდა-რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვენაში ავსტრიის ფედერალური საბჭოს ინოვაციებისა და მომავლის კომიტეტის თავმჯდომარეს და ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარეს, შტეფან შენახს და ასევე, ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ანდრეას მინიხს შეხვდა. ავსტრიის პარლამენტში გამართული შეხვედრებისას საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა საქართველოში არსებული ვითარება. ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრისას შტეფან შენახმა აღნიშნა, რომ თავად იყო არჩევნებზე დამკვირვებლად საქართველოში ჩასული და, მისი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩატარდა. „ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა ავსტრიის პარლამენტში. ვისაუბრეთ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე, იმ მცდარ ნარატივებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, რომელიც ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არის გავრცელებული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ავსტრიელი კოლეგებისგან მივიღეთ პირობა, რომ ისინი შეეცდებიან სიმართლე გაავრცელონ ყველა საპარლამენტო ფორუმზე, სადაც ხელი მიუწვდებათ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრებისას ასევე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. ავსტრიელმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო არის ავსტრიის მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. ხაზი გაესვა ავსტრიის მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. შეხვედრებისას მხარეებმა მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საფრთხეები და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებების გავლენა როგორც ევროკავშირის, ასევე, ზოგადად, მთელი კონტინენტის უსაფრთხოებაზე.

“დიქტატურა და რეპრესიებია – ჯარიმების საშუალებით, ადამიანებს ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ” – ბაჩო ქაჯაია

"ფაქტი არის ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა. არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა" - ასე ეხმაურება ბაჩო ქაჯაია მის ხელმეორედ დაჯარიმების ფაქტს. "17 თებერვალზე არის საუბარი. ზუსტი მასალები არ ვიცი, ჯერ არ გადმომცემია და თუ იქნება ეგეც არ ვიცი. ჩემთან არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ გავუფრთხილებივარ, რომ რაიმე კანონდარღვევას ვახორციელებდი. მითუმეტეს, პირველი დაჯარიმების შემდეგ და ყოველთვის მერე შევუერთდი გადაკეტილ რუსთაველს. თვითონ ფაქტი არის აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა, იმიტომ რომ არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა. ეს არის პირდაპირი დიქტატურა, ეს არის პირდაპირი რეპრესია და იმ ჯარიმების ოდენობა იმ ადამიანების, რომლების შემოსავალიც შეიძლება ათი თვის ან თხუთმეტი თვის იყოს, ზოგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პირდაპირ გულისხმობს, რომ ადამიანებს უკრძალავენ არამხოლოდ გამოხატვის საშუალებას, არამედ ამ ჯარიმების საშუალებით ისინი ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ადამიანებს", - ამბობს ბაჩო ქაჯაია შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მსახიობი ბაჩო ქაჯაია 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. დიპლომატის განმარტებით, შეხვედრა მესამე ქვეყანაში გაიმართება, ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტული ადგილის შეთანხმება. რიაბკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დაესწრება შეხვედრას რუსეთის ან ამერიკის მხრიდან. „არსებობს პრინციპული შეთანხმება კომპლექსური კონსულტაციების ჩატარების შესახებ, რათა სისტემურად და დეტალურად განვიხილოთ ე.წ. გამაღიზიანებელი საკითხების მთელი ბლოკი“, – განაცხადა რიაბკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში. რიაბკოვის თქმით, ამერიკელებს დაუდასტურეს რუსეთის მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა. ცნობისთვის, ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა. ვლადიმერ პუტინის თქმით, საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის მიზანი რუსეთსა და აშშ-ს შორის ნდობის აღდგენა იყო. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის გამართვის სურვილი ორმხრივია.

VIDEO: თურქი ჟურნალისტის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან

თურქული ტელეარხ REAL TV-ის ჟურნალისტმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. პრეზიდენტმა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.  

“ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია” – ოლაფ შოლცი

გერმანია მზადყოფნას გამოხატავს, მოლაპარაკებების დროს უკრაინას გვერდში დაუდგეს. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას არ მიატოვებს და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მიიღებენ. "ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მივიღებთ. საყვარელი სიტყვა ამერიკულ პოლიტიკაში არის "ტრანზაქციული" და თუ ზუსტად ვთარგმნით, ეს ნიშნავს: "მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მე მომიტანს სარგებელს – და თუ არ მომიტანს სარგებელს, არ გავაკეთებ". ეს არ ახასიათებს გერმანულ პოლიტიკას. ჩვენ ვართ ძლიერი ევროპის ერთგულები. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია," - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ბოლო სიახლეები