კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ადრეა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ნებისმიერი, თუნდაც წინასწარი დასკვნების გამოტანა.
„ეს მხოლოდ სამუშაოს დასაწყისია. ჩვენ ვსაუბრობთ ექსპერტების დონეზე მუშაობაზე და ის გაგრძელდება. არ იქნება მიზანშეწონილი ამ სამუშაოს სხვადასხვა ასპექტის ფრაგმენტულად და საჯაროდ განხილვა“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გასულ კვირას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შედგა.
შეხვედრის შემდგომ მოსკოვმა და კიევმა გამოხატეს მზადყოფნა, განაგძონ დიალოგი. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მოლაპარაკებები მომდევნო კვირას აბუ დაბიში გაგრძელდება.

