კიევს არ უპასუხია პუტინის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა პუტინმა კეთილი ნების ჟესტი გამოავლინა და გუშინ გამოაცხადა, რომ დროებითი ზავი იქნება გამოცხადებული. კიევის რეჟიმისგან პასუხი ჯერ არ მოგვისმენია“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, კიევის მხრიდან ეს მანიპულაციაზე მეტია.
კრემლის პრესსპიკერმა ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებაზე 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პესკოვმა აღნიშნა, რომ ამის განხორციელება შეუძლებელია ყველა ნიუანსის გათვალისწინების გარეშე.
„ასეთ გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტაზე თუ ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია ის ნიუანსები, რომლებზეც პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის გარეშე, ასეთ გრძელვადიან ზავზე წასვლა რთულია. ამაზე საუბრობდა პრეზიდენტი პუტინი. საჭიროა, ყოველთვის გავიხსენოთ ეს სიტყვები“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ კიევისგან არც პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ არ მიუღიათ პასუხი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს, ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისის 00:00-მდე გაგრძელდება. ამასთან, კრემლში დაადასტურეს მზადყოფნა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გამართონ.