კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის რუსეთი არ გეგმავს ნაბიჯების გადადგმას.
„მე უკვე ვისაუბრე ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არანაირი ნაბიჯები ამ შემთხვევაში რუსული მხარისგან და აღნიშნულთან დაკავშირებით არ გადადგმულა და არც იგეგმება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.