კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი თურქეთში მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინის ჩასვლას გამორიცხავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კითხვაზე, არის თუ არა შანსი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში ჩავიდეს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა – „არა“.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ თუ დღეს სტამბოლში მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება, შესაძლოა, 16 მაისს თურქეთში მოლაპარაკებებზე ჩავიდეს.

