ცა მეტი იყო იმ დღეს,
გული გაუსკდა ცასაც,
13 იყო ის დღე – – არ მავიწყდება ახლაც
ქალაქში იდგა წვიმა,
ზეცის ცრემლების თავსხმა,
დედა ეძებდა შვილებს,
წვიმამ დამალა სადღაც…
ცა მეტი იყო იმ დღეს,
ცამეტი არის ახლაც,
რა დამავიწყებს იმ დღეს,
როგორ ამტკივდა ახლაც…
პოეტმა დიკა სალაყაიამ 13 ივნისს გარდაცვლილებს ლექსი მიუძღვნა
#ჩვენგვახსოვს13