კვირა, მაისი 25, 2025

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე მისალოც წერილში საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას უსურვებს.

„ჩემს მეუღლესთან ერთად გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ და ქართველ ხალხს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება. ჩვენი ოჯახისთვის პატივია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება ვუსურვოთ“, – ნათქვამია ჩარლზ მესამის მისალოც წერილში.

ესპანეთის მეფე ფილიპე მიხეილ ყაველაშვილს პირად კეთილდღეობას, ხოლო საქართველოს მოსახლეობას მშვიდობასა და წინსვლას უსურვებს.

„საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად, მსურს ესპანეთის ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მილოცვა გადმოგცეთ. ბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები, როგორც პირადი კეთილდღეობის, ასევე საქართველოს ძვირფასი მოსახლეობის მშვიდობისა და წინსვლისათვის“, – ნათქვამია მეფე ფილიპეს მისალოც წერილში.

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერ კლაუს გეორგ ფერდინანდმა მიხეილ ყაველაშვილს საუკეთესო სურვილები გადასცა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

„საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, გთხოვთ მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის,“ – ნათქვამია ნიდერლანდების მეფის მისალოც წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის თასის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსი“ 3:0 დაამარცხა და სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა.საქართველოს ნაკრების ლიდერი თავდაპირველად სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდთან ერთად წინასამატჩო მოთელვაშიც მონაწილეობდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ტკივილი იგრძნო. კლუბის ხელმძღვანელობამ აღარ გარისკა და კვარაცხელიას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ბრედლი ბარკოლა შეიყვანა.შეხვედრა პარიზელთა უპირატესობით წარიმართა, ბრედლი ბარკოლას დუბლითა და ჰაკიმის გოლით პსჟ პირველივე ტაიმში 3:0 დაწინაურდა, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონობის შემდეგ, საფრანგეთის თასიც მოიპოვა.„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 31 მაისს გამართავს – ლუის ენრიკეს გუნდი მიუნხენის „ალიანც არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.პარიზელთა მოგებით გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ საქმეც გააკეთა – მომავალ სეზონში ლიონელები კონფერენს ლიგის ნაცვლად, ევროპა ლიგაზე ითამაშებენ.

ჩინეთში მოულოდნელად ქართველი ჟურნალისტი ავთო ოთინაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსდეის“ დამფუძნებელი ავთანდილ ოთინაშვილი.გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.მათი ცნობით, ავთანდილ ოთინაშვილი იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა.საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს.

ვინ არიან ფეხბურთელი, რომლებიც არბიტრმა „დინამო თბილისისა“ და „ტორპედოს“ მატჩის შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო წითელი ბარათით დასაჯა

„დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი შემდეგ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა – შეხვედრის არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა ცხრა ფეხბურთელი წითელი ბარათით დასაჯა.დაძაბული მატჩის მიუხედავად, შეხვედრის მთავარ არბიტრს თამაშის დროს წითელი ბარათი არ გამოუყენებია, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო მსაჯმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.ყრუაშვილმა „დინამო თბილისის“ მხრიდან ხუთი ფეხბურთელი დასაჯა – თორნიკე მორჩილაძე, საბა ხვადაგიანი, თემურ ოდიკაძე, ცოტნე ბერელიძე და მიხეილ მაქაცარია, ხოლო „ტორპედოდან“ წითელი ბარათები ლეგიონერებმა – ფელიპე პირესმა, ერიკ პიმენტელმა, ჟოუ კამარგომ და კისლე ზიტამ მიიღეს.

რა მდგობარეობაა პაკისტანში სადაც ქვიშის ქარიშხალს ებრძვიან

პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში ქვიშის ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის რეგიონის კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს.ქვიშის ქარიშხალსა და შემდგომ ძლიერ წვიმას წინ უძღოდა რეგიონში ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომელიც პაკისტანის ზოგიერთ ნაწილში მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იყო.სტიქიის შედეგად დაინგრა და დაზიანდა რამდენიმე სახლი. პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში ქალაქ ლაჰორში ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა მზის ენერგიის პანელები.პაკისტანის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა მოსალოდნელი ქვიშის ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის შესახებ მოსახლეობა ცოტა ხნით ადრე გააფრთხილა.

საქმე გახსნილია! – ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს- ცნობილია დაკავებულის ვინაობა

ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.ინფორმაციას ამის შესახებ მოკლული კაცის ოჯახის ინტერესების დამცველი ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს.„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სულ ახლახანს დააკავეს ს. წივწივაძე.დადასტურდა, რომ ს. წივწივაძე ფლობდა წარსულში იმ იარაღს, რომლითაც მოკლეს ლევან ჯანგველაძე. ანუ დადასტურდა ის, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით!ახლა გამოსაძიებელია, თუ ვის მფლობელობაში გადავიდა ს. წივწივაძის იარაღი და როგორ აღმოჩნდა ის მკვლელის ხელში!!!“, - წერს ადვოკატი.

ბოლო სიახლეები