სამშაბათი, აპრილი 29, 2025

დენის შმიგალი – აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის აშშ-ის მიერ უკვე გადაცემული დახმარება იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში არ შევა

აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის შეერთებული შტატების მიერ უკვე გადაცემული დახმარება იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში არ შევა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესენტთან. დოკუმენტზე იურიდიული გუნდები მუშაობენ. არის კარგი პროგრესი. ჩვენ ნათლად განვსაზღვრეთ ჩვენი წითელი ხაზები, ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ვალდებულებებს, ასევე, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ის აუცილებლად უნდა იყოს რატიფიცირებული პარლამენტის მიერ. მიღწეულია შეთანხმება, რომ დოკუმენტში არ ჩაითვლება დახმარება, რომელიც მის ხელმოწერამდე იყო გაწეული“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, 23 აპრილს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ვაშინგტონში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სკოტ ბესენტს შეხვდა. შეხვედრაზე სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულება განიხილეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხეს. ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. თითქოს სპეციალურად დამახვედრეს- გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობელი...

„ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ“-ამის შესახებ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს საქართველოს მწერალთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.„ყველაზე შემზარავი იყო ის, რომ როცა ჩვენ ბოლოს მივიღეთ წერილი ხელისუფლებისგან, რომ უნდა დაგვეცალა შენობა, ისევ შევიტანეთ სარჩელი. ვფიქრობდით, როცა წარმოებაში არის საქმე, ამდენი მაინც ვიცით, რომ არ შეიძლება მაშინ რაიმეს აღსრულება. სანამ წერილს შევიტანდით, მწერალთა კავშირში ღამეს ვათევდით ქართველი მწერლები და სასულიერო პირები, მეუფე თადეოზი, ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი გივი თოიძე, მთელი საქართველოს რჩეული შვილები ჩვენთან ერთად ღამეებს ათენებდნენ და პირველად, როცა ჩვენ გვითხრეს, რომ საქმე წარმოებაში არის წასულიო, პირველად დავტოვეთ შენობა ღამით და იმ ღამეს ვითომ ბედნიერმა დავიძინე. მაგრამ ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ. სასწრაფოდ მივედი და დავურეკე ადვოკატსაც. შემეშინდა, რამე არ დამაბრალონ მეთქი. რამე რომ გაეტანათ მერე პირიქით არ შემოებრუნებინათ ჩვენს საწინააღმდეგოდ და არ ეთქვათ, რომ მწერალთა კავშირში ნივთები დაკარგულია. ამიტომ, ძალიან მინდოდა, რომ ადვოკატთან ერთად გადამებარებინა თუნდაც ეს ქონება სანამ გონზე მოვიდოდით. მითხრეს, რომ არაფრის უფლება არ მქონდა გარდა იმისა, რომ ჩემი წიგნები გამომეტანა ჩემი კაბინეტიდან.  მე ამაზე მძიმე ღამე არ მინახავს. 2007 წლის ღამეა, მაჩაბელი მთლიანად გადაკეტილია ნიღბიანი ადამიანებით. მაჩაბლის პირველიდან თოთხმეტამდე არავის სახე არ უჩანს, ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. ხომ შეიძლებოდა ისე გადაებარებინათ ეს ქონება- გალაქტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელი . არ ვიცი, თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ და გამოდიოდნენ. შევედი ჩემს კაბინეტში და მესმის საშინელი ხმები პირველი სართულიდან. ჩავირბინე და ვხედავ ფანჯრიდან იყრება ყველაფერი, რაც კი შეიძლება გადაიყაროს“-განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

ხმაური ჭიათურაში – პოლიციამ პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს

ჭიათურაში პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს. როგორც მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ღამის 03:30 საათზე ჭიათურაში მოწყობილ საპროტესტო კარავში პოლიციის თანამშრომლები შეიჭრნენ და ოთხი ადამიანი დააკავეს.დღეს, ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქციების დაწყებიდან 61 დღე დაიწყო. მაღაროელები მოსახლეობას და კომპანიის დასაქმებულებს სოლიდარობისკენ მოუწოდებენ და საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებენ.ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, დაკავებული მერაბ სარალიძე, გიორგი მეფარიძე და არჩილ ჭუმბურიძე მაღაროელები არიან. მათგან პირველი ორი კარავიდან წაიყვანეს, არჩილ ჭუმბურიძე კი სახლიდან. მეოთხე დაკავებული კი ჭიათურის მცხოვრები თენგიზ გველესიანია, რომელიც 28 თებერვლის შემდეგ პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა.„მხოლოდ გვითხრეს, რომ დასაკითხად მიჰყავდათ. ვცადეთ ტელეფონით გადაგვეღო, თუმცა უფლება არ მომცეს“, - აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.კითხვაზე - რას შეიძლება უკავშირდებოდეს პროტესტის მონაწილეების დაკავება და ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი გუშინ ჭიათურაში მომხდარ დაპირისპირებას, მაღაროელი ასე პასუხობს: „გუშინ, მე ჭიათურაში არ ვიმყოფებოდი, გადმოცემით ვიცი, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორმა თენგიზ კობერიძემ პროტესტის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და „ნახირის ჯოგი“ უწოდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი მაღაროს დირექტორს დაუპირისპირდნენ. ზუსტად არ ვიცი აქვს თუ არა ამ შეხლა-შემოხლას კავშირი დაკავებებთან“.ცნობისთვის, მაღაროების მმართველმა კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ჭიათურაში კომპანიის წარმომადგენლებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას გაავრცელა. „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით სპეციალურმა ჯგუფებმა დილიდან დაიწყო დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება. პერევისას მაღაროს დათვალიერების დროს, ადგილზე მივიდნენ საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ კომპანიის წარმომადგენლებს.პერევისას მაღაროდან წამოსულ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.

მაყვალა გონაშვილი – ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს 2003 წელს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა

ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს 2003 წელს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა მაყვალა გონაშვილმა, რომელიც 2004 წელს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დაინიშნა.მისივე თქმით, ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას.„ჩემთვის უპირველესი ახალგაზრდები და მათი რწმენა, სწორი ხედვაა. ახალგაზრდებს როდესაც ვუამბობ ხოლმე იმ უმძიმეს წლებზე, როცა ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ მხოლოდ ეკლებიღა დატოვა, ისინი მწერალთა კავშირზე ხშირად ამბობენ, მაინც კომუნისტური გადმონაშთი იყოო. ვინაიდან მათ კარგად იციან ექვთიმე თაყაიშვილის ფასი და ღირსება, ვამბობ, რომ მწერალთა კავშირი შეიქმნა 1916 წელს ექვთიმე თაყაიშვილის პროექტით. ექვთიმე ბრძანებდა, რომ საჭიროა, შეიქმნას მწერალთა კავშირი, რათა წინა წარუძღვეს ერსა. 1917 წელს უკვე ეს დამტკიცდა და მისი დამფუძნებლები იყვნენ ისეთი დიდი ქართველები, როგორიც იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი და პირველი თავმჯდომარე იყო კოტე მაყაშვილი, გმირი მაყაშვილის მამა. ჯერ ერთი, იმ პერიოდშიც, რასაც ერქვა საშინელი კომუნისტური ეპოქა, ქართველმა მწერლებმა არ დაივიწტყეს მისია, წინ წარუძღვნენ ერს. 2004 წელს, როგორც კი მოვიდა ახალი ხელისუფლება, მწერალთა კავშირის იმდროინდელი თავმჯდომარე გადადგა. უკვე კარგად იცოდა, რომ მწერალთა კავშირს ძალიან ცუდი დღეები ელოდა იმის გამო, რომ დაწერა „გიჟი სახურავზე“. ქართველებს ჯერ კიდევ ეგონათ, რომ გმირი მოდიოდა. თავმჯდომარედ ამირჩიეს მე, მაშინ მოადგილე ვიყავი. ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ ახალ ხელისუფლებას. მწერალთა კავშირის ისტორიული შენობა 1920 წლიდან მწერლების საკუთრება არის. ზოგჯერ არასწორად ამბობენ, თითქოს შენობა მწერალთა კავშირს გადასცა მისმა პირველმა მფლობელმა სარაჯიშვილმა. სარაჯიშვილის სურვილი იყო, მაგრამ ის გაცილებით ადრე გარდაიცვალა. შენობა ეკუთვნოდა ხოშტარიას და ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილისა და მიხეილ ჯავახიშვილის თხოვნით მან ეს შენობა გადასცა საქართველოს მწერალთა კავშირს. კომუნისტები როცა შემოვიდნენ და აპირებდნენ ამ შენობის შტურმით აღებას, ისევე როგორც აიღეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ისევ ქართველი მწერლობა დახვდათ და იმ დროის ერთ-ერთი იურისტი, სახელად ბარათაშვილი, ასეთ სიტყვებს ამბობს: „ყველა დროის მთავრობას წყევლით მოიხსენიებს საქართველო, თუ ის ქართველ მწერლებს ამ შენობიდან გამოდევნის“. ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.როგორც კომისიის სხდომაზე მაყვალა გონაშვილმა აღნიშნა, პოლიციამ მწერალთა კავშირის დარბევიდან მეორე დღეს, რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს.„მთელმა თბილისმა გაიგო ეს, ისმის ადამიანების საშინელი ხმები. პირველი, რაც მოვიფიქრე, ყვავილების გამყიდველებთან გავიქეცი, ვთხოვე, ძველი, დამჭკნარი ვარდები თუ გაქვთ, მომეცით-მეთქი. მეკითხებიან, რად გინდა ძველი ვარდები და ავუხსენი, ასეთი ამბავი რომ მოხდა. ამ ქალებმა, რომლებიც მხოლოდ ამ ყვავილების გაყიდვით ცხოვრობდნენ, უეცრად მოიტანეს მაკრატლები, ყველამ მოაჭრა თავები ახალთახალ ვარდებს და ეკლების უშველებელი თაიგული გამომატანეს. ასე შემოვღობეთ მწერალთა კავშირი. ეს იყო ჩვენი აქცია და ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა“,  – აღნიშნა მაყვალა გონაშვილმა.გონაშვილმა ასევე წაიკითხა ჭაბუა ამირეჯიბის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი, რომლითაც მხარდაჭერას უცხადებდა.„ჭაბუა ამირეჯიბი უკვე ისე იყო, რომ ვერ მოდიოდა ჩვენთან მიტინგებზე. ამიტომ, ყოველდღე მიგზავნიდა წერილებს, ხელნაწერი მაქვს მისი და ასეთ რამეს მწერდა: „მაყვალა, გენაცვალე, მოგეხსენება, ცხოვრება ბრძოლაა და ქვეყანაზე ცუდი კაცები ჭარბობენ. ეგენი არ გაახარო, შვილო“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

რა გახდა თამუნა მდივანის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი – რას წერს ბიჭის ნათლია

ცნობილ მსახიობს და "ტიკ-ტოკერს", თამუნა მდივანს ვაჟი გარდაეცვალა.გარდაცვლილი ბიჭის ნათლია წერს, რომ გიოს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა."არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი რასაც სიკვდილი ჰქვია, არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვა რო მის დედას და მამას უთხრა,მეწვის მთელი სხეული სიმწრისგან გიო მდივანი. მართალია ცუდი ნათლია ვიყავი მაგრამ მისი ნათლია ვიყავი. ვერაფერით ვერ დავიტრაბახებ როგორც ნათლია გარდა იმისა, რო სულ ჩემ შვილებთან ერთად ყველა ჩემ ნათლულებს ვიხსენიებ, უფალს მათთვის წყალობას ვთხოვ გიორგისთვის მეტს ვერაფერს ვაკეთებდი.მე და თამუნა ერთად ვიყავით ორსულად ის გიოზე მე ბუბუზე  ერთი დღე არ გადიოდა უერთმანეთოდ, მერე სულ ერთად ვასეირნებდით ვაკის პარკში , კუსტბაზე,  ერთ პედიატრთად დაგვყავდა,  ერთ მენიუს უდგენდით ერთად ჩამოგვქონდა მათთვის 5 თვის რო იყვნენ შავი ხიზილალა ბაქოდან, კვების ექიმმა მათ მენიუში დაგვინიშნა სასარგებლოაო. ღმერთო  შეხვედრამდე კარგო ბიჭო.ამბობენ ნათლია და ნათლული იმიერში ერთმანეთს ხვდებიანო.როგორც შენი დედიკო გეუბნეოდა  ყველა სახლიდან გასვლისას “ ღვთის მშობელს ებარებოდე”,-წერს ბიჭის ნათლია.

პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძის დედა საგანგებო განცხადებას ავცრელებს. ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის მდგომარეობა დამძიმდა.

S O S ! გუშინ  შუაღამეს დამიკავშირდა სახალხო აპარატის სამსახური. გვიან შესულები იყვნენ ჩემი შვილის, პატიმარ გიორგი ჩიკვაიძის მოსანახულებლად. მისივე სასწრაფო გადაუდებელი ზარის შემდეგ. გიორგის მდგომარეობა დამძიმდა გლდანის მე-18 დაწესებულებაში. ის, რაც მას დამართეს ციხეში 13 მარტს გაურკვეველი კრუნჩხვის სახით, რასაც მოჰყვა მისი ეტლზე მიჯაჭვა... ერთ თვალში მხედველობის დაკარგვა და სხვა ამოუცნობი მიზეზები... ეხლა გართულდა დამატებიათ კანზე განვითარებული ასევე გაურკვეველი სიმპტომებით. ვინც, ცოტა მაინც ჩახედული ხართ მედიცინაში, რას გაგონებთ ეს? ჩემი შვილი რუსმა მთავრობამ ახლა უკვე რუსულ ციხეში მოწამლა. მე, როგორც ექიმს, ამაში უკვე ეჭვი აღარ მეპარება.ვინ მიიღო ამის გადაწყვეტილება - არ ვიცი. ჩემთვის კი ისინი არიან გენპროკურორი გაბიტაშვილი, რომელსაც დაემატა კიდევ მე -18 დაწესებულების დირექტორი დავით დარასელია. კაცთმოძულე ბოროტმომქმედნი ადამიანები ხართ. ჩემს შვილს ციხეში კლავენ. P.s. მივმართავ სახალხო დამცველს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც შეგიძლიათ რამის გაკეთება, იმოქმედეთ! რაც შემეხება მე, როგორც მის დედას, სავარაუდოდ ბრძოლის სხვა ფორმებს მივმართავ. უფალი არ მიგვატოვებს, - წერს ეკა წერეთელი. 

ბოლო სიახლეები