კვირა, ნოემბერი 24, 2024

დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!

გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი დასულები?! – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას განაცხადა. დეკანოზი გამოეხმაურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ ქარდს, სადაც წმინდა გიორგი, შუბს ურტყამს შავ წერტილს, რომელიც ოპოზიციისთვის არჩევნების გაყალბების სიმბოლოა. მან აღიშნა, რომ წმინდა გიორგის გაშარჟება აქამდე არავის გაუბედავს როგორც დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, გიორგობის დღესასწაულზე ლოცვაზე დასწრების ნაცვლად, ქრისტიანი ადამიანები აქციაზე იმყოფებოდნენ. “ჩვენთვის, ჩვენი რჯული არის ყველაზე მთავარი და წმინდა გიორგი ამ რჯულის გამო ნაკუწებად აქციეს, იმიტომ, რომ მან თავისი რჯული არ უარყო. ამიტომ, ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ სხვა ჯიში და სხვა რჯული გვაქვს, ვერ გაიგეს ეს. გუშინ, წმინდა გიორგობის დღესასწაულზე, იმის მაგივრად, რომ ლოცვაზე ყოფილიყვნენ ადამიანები, მიტინგზე იყვნენ. უბრალოდ, ქრისტიანებისგან ვერ ვიჯერებ ამას, გიორგობაა, შაბათის ლოცვა ტარდება და შენ თუ ქრისტეს და წმინდა გიორგის არ შეიყვარებ, ვინ შეგეწევა? წმინდა გიორგის გარდა, ვინ შეგეწევა? ქართველები დღემდე ვინ მოგვიყვანა? რომ არ ყოფილიყო წმინდა გიორგი, დიდგორს, შამქორს, ბასიანს მოვიგებდით? წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის გარეშე ჩვენ რამეს შევძლებდით? ვიღაცების იმედი გვაქვს, ჩვენ წმინდა გიორგის იმედი უნდა გვქონდეს, ღვთისმშობლის იმედზე უნდა ვიყოთ. გუშინ ვფიქრობდი, ნუთუ სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგის გაშარჟება არავის გაუბედავს. ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ და დღეს, იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს.” – განაცხადა დეკანოზმა ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს

აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, კარვები გაშალეს. პროტესტმა პარლამენტის წინ უკვე გადაინაცვლა. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან მისასვლელად. პოლიციამ მოედანზე შეზღუდა ავტომობილებით გადაადგილება მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც და უთხრა, რომ შეეძლოთ ამ ადგილიდან ფეხით გაეგრძელებინათ გზა. პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას უკმაყოფილება მოყვა. შელაპარაკების და სკანდირების შემდეგ აქციის მონაწილეები ფეხით დაიძრნენ - ისინი საქართველოს პარლამენტთან აპირებენ ღამის გათევას. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული არიან პოლიციელები. საპროტესტო აქცია რუსთაველზე იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, დღის 12 საათზეა დაგეგმილი.

ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს – დავით მათიკაშვილი

ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი. „როდესაც შსს-ს აქვს მის არსენალში კანონმდებლობით მინიჭებული სხვადასხვა საშუალებები ასეთ სიტუაციებში (აქციების) შეუძლიათ, რომ გამოიყენონ უფრო მძიმე საშუალებები იმისთვის, რომ აღადგინონ წესრიგი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი ამას არ აკეთებენ და ცდილობენ მაქსიმალურად რბილად, მაქსიმალურად ბევრი გაფრთხილებით, ადამიანების არა დაშლით, არამედ განრიდებით იმ კონკრეტული ეპიცენტრიდან მოახდინონ სიტუაციის დამშვიდება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

რეგლამენტში გაწერილია, თუ რა ხდება პირველი დღეს პარლამენტში, 150 პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა, კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა და კომიტეტების...

25 ნოემბერს პარლამენტი შეიკრიბება და ცნობს უფლებამოსილებას. პირველი დღე გაწერილია თავად რეგლამენტში, თუ რა ხდება ამ დღეს. ეს არის 150 პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა, კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა და კომიტეტების ფორმირება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა.“ „სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს კონსტიტუციას, რომ არ ნიშნავს პარლამენტის სხდომას, თუმცა კონსტიტუცია ითვალისწინებს ასეთ გარემოებასაც და ამბობს, რომ პარლამენტი მე-10 დღეს ყველა შემთხვევაში მართავს სხდომას და ასეც მოხდება ხვალ. მე უკვე მოვიწვიე საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები პირველ სხდომაზე დასასწრებად. რაც შეეხება დიპლომატიურ კორპუსს, ისინი მოწვეული არ არიან. ვნახეთ სამწუხარო გარე ჩარევები ამ წინასაარჩევნო პროცესში და მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რომ ეს არ არჩევნები არ არის საერთაშორისო მოვლენა, ეს არის შიდასახელმწიფოებრივი საკითხი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მან ახლად არჩეულ პარლამენტში ოპოზიციის შესვლის თემაზეც ისაუბრა. „ან უარი თქვან მანდატებზე და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი და პოლიტიკური გუნდი, ან არ თქვან უარი საკუთარ მანდატებზე და ამით დაიმცირონ თავი, ვინაიდან მათ ისევე როგორც სხვა დროს, ხმამაღლა დადეს პირობა, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ. თუ აღმოჩნდება, რომ ისინი ამ შემთხვევაში თავის მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოატყუებენ, ეს რა თქმა უნდა იქნება ის ტყუილი, რომელსაც მისი მხარდამჭერებიც აღარ აპატიებენ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. მან ოპოზიციის აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების გამოსვლაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა იყო. „ევროპელი პოლიტიკოსების გამოსვლა ანტისახელმწიფოებრივ მიტინგზე, სხვა არაფერია თუ არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც აკრძალულია გაეროს წესდებით. ჩვენ ვნახეთ, რომ იყო პირდაპირი მოწოდებები მათ შორის შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლისგან, რომ არ იყო საკმარისი მუხტი და საჭირო იყო მაიდანის სცენარის გახსენება. ევროკავშირს აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში, რომელიც დიპლომატიურიც არის, პოლიტიკურიც, ტექნიკურიც და ყველანაირი. თუ რაიმე სჭირდებათ დამატებითი ცნობა, ინფორმაცია, ან შეფასება, მათ ამისთვის აქვთ დიპლომატიური მისია და შეუძლია მისი მეშვეობით ნებისმიერ საკითხზე ინფორმაცია მიიღოს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა აქვე პარლამენტის რეგლამენტით გაწერილი პროცედურა განმარტა. „პირველივე კვირაში ჩვენ განვიხილავთ მთავრობის შემადგენლობას და ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას, ასევე პირველივე კვირას ჩვენ ჩავნიშნავთ პრეზიდენტის არჩევის დღეს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია წელს პირველად იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება 150 დეპუტატისგან, ასევე აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან. ჯამში 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს პრეზიდენტს. პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლა და მისი ბლოკირება აკრძალულია, ყველას შევახსენებ კიდევ ერთხელ. რომ მოხდეს ბლოკირება საქართველოს პარლამენტის, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ვისაც სურს პროტესტის გამოთქმა, ეს რა თქმა უნდა მათი ნებაა ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მათ ამის სრული უფლება აქვთ, თუმცა ძალადობა არც ქართული კანონმდებლობით არის დაშვებული და ევროპულ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კრემლში აცხადებენ, რომ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენება გამაფრთხილებელი სიგნალი იყო დასავლეთისთვის

ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენება გამაფრთხილებელი სიგნალი იყო დასავლეთისთვის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ის ხელმძღვანელობით, აჩვენებს, რომ ისინი მზად არიან ყველაფრისთვის რუსეთის დასათრგუნად. სწორედ ამიტომ ასეთი გამაფრთხილებელი სიგნალები, იმ თვალსაზრისით, რომ „არც კი იფიქროთ“ ამაზე – ვგულისხმობ დარტყმას, რომელიც ჩვენი ახალი რაკეტით განხორციელდა – ძალიან დროული იყო. ეს იყო საჭირო და ეფექტური“, – განაცხადა პესკოვმა. კრემლის პრესსპიკერის აზრით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში უპრეცედენტო სიტუაცია შეიქმნა. როგორც პესკოვი განმარტავს, დასავლეთმა დაიწყო პუტინის გაფრთხილების იგნორირება, ამიტომ საჭირო გახდა ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯები და რუსეთის ლიდერის მკაცრი განცხადებები. ცნობისთვის, გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკში, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული დარტყმა განახორციელეს.

თეა წულუკიანი: სცენარი არის ერთი და იგივე – როდესაც ხელისუფლებაში მოსასვლელად ოპოზიციას ხალხი არ ირჩევს, ისინი დახმარებას ქვეყნის გარეთ ეძებენ

სცენარი არის ერთი და იგივე. როდესაც ოპოზიციას განურჩევლად იმისა, რა ერქვა წარსულში, რა ჰქვია დღეს და როგორი კონფიგურაციით არის, არ ირჩევს ხელისუფლებაში მოსასვლელად ხალხი, ისინი დახმარებას ეძებენ ქვეყნის გარეთ იმ კონკრეტულ ძალებში, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილნი ქართველი ხალხის და მათი სამშობლოს მიმართ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“. „მიზანი არის ის, რომ როგორმე ხელისუფლებას ჩამოაშორონ ძალა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც გაბედა და პირველმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაძლო ხელისუფლებაში საკმაოდ დიდხანს და ხმამაღლა თქვა, რომ საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. თუკი ორგანიზაციას ავიღებთ ევროკავშირის სახით და არა რომელიმე კონკრეტულ ევროპულ ქვეყანას, მას აქვს ძალიან ღრმა კრიზისი, პოლიტიკური და მორალურიც. მორალური იმდენად, რამდენადაც მე და ჩემნაირ ევროპაში სკოლა და უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანებს გვგონია, რომ ეს ის ევროკავშირი არ არის, რისკენაც დამფუძნებელი მამები მიისწრაფოდნენ თავის დროზე, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დიდი იდეალების და იმედების გარშემო გააერთიანეს საკუთარი ძალები. თუ ავიღებთ წამყვან ქვეყნებს, იმ წევრ სახელმწიფოებს, რომელთა გარეშეც არ არსებობს ევროკავშირი, ამ ქვეყნებშიც ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისის თვალსაჩინო ნიშნები არის უკვე სახეზე. როდესაც მე ვესაუბრები ჩემს ყოფილ ჯგუფელებს, რომლებიც დასავლეთ ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები არიან დღეს და ვუხსნი, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენელი ესა თუ ის ელჩი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ამბობენ, რატომ აქცევთ ყურადღებას ამ კონკრეტულ ადამიანს, რადგან მას საერთოდ არა აქვს ჩვენთან კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტში დიდი წონა და ავტორიტეტი. სალომე ზურაბიშვილის პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულია, ვიდრე იმ ოპოზიციის, რომელიც ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და ბრაზდება, რომ დამარცხდა. ისინი რეალურად „ქართულ ოცნებაზე“ კი არ ბრაზობენ, ისინი ბრაზობენ საკუთარ ხალხზე. ხალხს არავინ არ უნდა უბრაზდებოდეს, რადგან ხალხი თავისუფალია თავის არჩევანში. სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში უფრო მძიმეა, ვინაიდან ის გაზრდილია ნოსტალგიაში, იმ იდეით, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდება და გადაარჩენს საქართველოს. ის ნამდვილად დაბრუნდა და საქართველოს გადარჩენის ნაცვლად მოუტანა ძალიან ბევრი პრობლემა. ეს არის პრეზიდენტი, რომელმაც თავისი წარმოშობის ქვეყნისთვის სიკეთის მოტანის ნაცვლად გაუკეთა ძალიან დიდი და ბევრი ბოროტება. მე იმედი მაქვს მან იცის, რომ ის ვერ შევა უახლესი ქართული პოლიტიკის ისტორიაში, როგორც დადებითი ფიგურა და სამწუხაროა ისიც მისთვის, რომ თავის დროზე სასურველ ქვეყანას დატოვებს როგორც დამარცხებული, რომლის შესახებაც ჩვენ გვემახსოვრება მხოლოდ ის, რომ მან თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მობილიზაცია გაუკეთა უცხოურ ძალებს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ბოლო სიახლეები