კვირა, ივლისი 6, 2025

დეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: დღეს იმ პოლიტიკოსს ქართველი კაცი მხარს უჭერს, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს, თავში ტყვია ასროლინა – ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა და ამაყობს ამით

ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავში ტყვია ასროლინა და გაგვიშარჟეს ღვთისმშობელი. ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა და ამაყობს ამით, –  ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, განაცხადა.

დეკანოზის თქმით, ვერავინ დააჯერებს, რომ ადამიანს, რომელმაც საკუთარ შვილს ქართული ენა არ ასწავლა, საქართველო და ქართველი ერი უყვარს.  მისივე განცხადებით, დღეს ეს ადამიანები გვევლინებიან ქვეყნის და ერის დამცველებად. “ვიდეო მანახეს, რომ მისმა შვილმა ქართული ენა არ იცის და ამით ამაყობს – დედაც ქართველი ჰყავს, მამაც ქართველი ჰყავს და საქართველოზე გვესაუბრება, ქართველობაზე საუბრობს. შვილებმა ენა არ იციან. ადამიანს როგორ უნდა გძულდეს შენი ერი და შენი ქვეყანა, რომ შენს შვილს შენი ენა არ ასწავლო. ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველებმა, 400 წელი ენა შეინარჩუნეს, იცით რა დევნაში და რა წამებაში? ყველა ემიგრანტზე ვლაპარაკობ, შემირცხვენია ყველა ქართველი, ვინც საკუთარ შვილს ენას არ ასწავლის. შენ ღმერთს შენს ენაზე უნდა ესაუბრო. ამ ენის გამო, იცით რამდენი სისხლი დაიღვარა?

მე ვერ დამაჯერებთ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, იმას სამშობლო უყვარს. იმ შენმა შვილმა რა ენაზე უნდა მოისმინოს წირვა, ღვთისმსახურება რა ენაზე უნდა მოისმინოს? და დღეს, ეს ადამიანები არიან ქვეყნის და ერის დამცველები – ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა, შენს ქვეყანას, შენს შვილებს მიხედავს და მოუვლის ის? საკუთარ შვილზე არ უნდა ენის სწავლება, ანუ, მისთვის ეს ენა არაფერს ნიშნავს. არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა. საჭიროებაა შენთვის ეს ქვეყანა და გამოსაყენებელია ეს ქვეყანა. მინდა, ამაზე დაფიქრდეთ ყველანი, ეს სარწმუნოება, ღირებულებები, ფასეულობები – ქრისტიანულ ფასეულობებზე დგას ეს ქვეყანა. ევროპა იმიტომაა კარგი, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე იდგა, მაგიტომ გვინდოდა სულ ევროპა, მაგიტომ გავრბოდით.” –  განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა – ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის შესახებ წერს.„არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა", - წერს ცოტნე ანანიძე.

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია.ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთან ბანაკში იმყოფებოდნენ. ამ დრომდე მაშველებმა დაახლოებით 850 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ბოლო სიახლეები