ქალმა დედის ფერფლი ზღვის ტალღებში გაატანა ბოთლით, რათა აესრულებინა მისი აუხდენელი ოცნება – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა- ამის შესახები BBC- სი წერს.
კარა მელიამ, ოლდემიდან, თქვა, რომ დედამისმა, 51 წლის ვენდი ჩადვიკმა, როგორც ხუთი შვილის მარტოხელა მშობელმა, ვერ მოახერხა მოგზაურობა მანამ, სანამ 2024 წლის თებერვალში გარდაიცვლებოდა.
ქალიშვილმა ფერფლი ბოთლში ჩაასხა და თან მოაყოლა წერილი:
„ეს ჩემი დედაა. თუ იპოვე – ისევ გადაუშვი ზღვაში, ის მოგზაურობს. მადლობა, კარა, ოლდემი.“
ბოთლი 12 საათში იმავე პლაჟზე იპოვეს და ამ ამბის შესახებ ფეისბუქ პოსტი მალევე ვირუსულად გავრცელდა.
შემდეგ ბოთლი კვლავ ზღვაში დააბრუნეს.
ბიბისი რადიო მანჩესტერთან საუბარში კარა მელიამ თქვა, რომ იმედი აქვს, ამჯერად ბოთლი უფრო შორს გაცურავს.
24 წლის მელიამ აღნიშნა:
„დედაჩემს ცხოვრება ისე აეწყო, რომ ვერასდროს შეძლო მოგზაურობა.
არავის უნდა ეპოვა ბოთლი მაშინვე – იდეა იყო, რომ სულ სხვაგან, უცხო ქვეყანაში აღმოჩენილიყო.
ძალიან მინდა, რომ ბოლოს ეს ბოთლი ბარბადოსის ან ესპანეთის პლაჟზე აღმოჩნდეს – და ამას, ცხადია, დრო სჭირდება.“
მან ასევე თქვა, რომ თავდაპირველად აპირებდა ფერფლის პლაჟზე დაყრას, მაგრამ შემდეგ მისმა ბიძაშვილმა და საუკეთესო მეგობარმა შესთავაზეს ბოთლის იდეა.
ბოთლი ზღვაში გაუშვეს სკეგნესში, სადაც მეგობრებთან ერთად ისვენებდნენ.
კარას თქმით, დედამისი, რომელიც გულის დაავადებით გარდაიცვალა, „ძალიან უცნაური და არაორდინარული ადამიანი იყო, რომელსაც უყვარდა მზე და ზღვა“ – და დარწმუნებულია, რომ ახლა ამ ყველაფერზე სიცილით იხალისებდა.
ბოთლი ზღვაში გაუშვეს იმ იმედით, რომ ნახონ, სადამდე მიაღწევს.