„დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები ღონისძიების გარეშე აინთება“ – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები ღონისძიების გარეშე აინთება – კახა კალაძე

ჯონდი ბაღათურია – ოპოზიციას რაღაც პერიოდი უნდოდა, ხელისუფლება დაემხო, წავიდნენ რადიკალურ ზომებზე, ნახეს, არაფერი გამოდის და ახლა ისევ ნაცად თვალთმაქცობას, კოაბიტაციას დაუბრუნდნენ
ხელისუფლებას ოპოზიციის სახით ჰყავს ხმების საჭრელი მანქანა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გამოჩენა, რომელიც რაღაც რეალურზე ილაპარაკებს, ხელისუფლებაზე მეტად საფრთხეს უქმნის ე.წ. ოპოზიციურ ბრბოს. მათი ინტერესები ემთხვეოდა და სწორედ ასე კოორდინირებულად მოქმედებდნენ კიდეც, – ამის შესახებ „ქართული დასის“ თავმჯდომარემ, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.ბაღათურიას თქმით, ოპოზიცია მიხვდა, რომ ხელისუფლების დამხობას ვერ შეძლებს და ადგილი აქვს ხელისუფლებასთან კოაბიტაციის განახლებას.„რამ განაპირობა ასეთი მეტამორფოზა ოპოზიციის და რამ გაუხსნათ ტვინი – სადმე კვამლს როცა ხედავ, უნდა იცოდე, რომ სადღაც ცეცხლის კერაა. ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო. შევხედოთ, როგორი ჭრელი და უღირსი კონგლომერატია ე.წ. ოპოზიცია, ეს ბრბო, რომელიც ქუჩა-ქუჩა დადის. გახსოვთ გვარამიას განცხადება ღვინოსთან დაკავშირებით. რამდენად რელევანტურია, იფიქრო, რომ იმის შემდეგ რომელიმე ადამიანმა ხმა მისცეს საქართველოში. პოლიტიკური პარტიები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ამას საჭმელში ჩაუფურთხე და ისე მიუტანე საჭმელიო. აქ არ არის მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას უღირსი ტერმინოლოგია აქვს და უწმაწური სიტყვებით ლაპარაკობს. ინტელექტის ფსკერს ქვემოთ ჩავიდა და ვერაფერს საზოგადოებას ვერ სთავაზობს, გარდა იმისა, რომ იცის რა, საზოგადოების რაღაც ნაწილი არის გაღიზიანებული ხელისუფლებაზე, ცდილობს, რაღაცნაირად ხელისუფლებას შეურაცხყოფა მიაყენოს და, თავისი მოკლე ჭკუით, ამით მიიმხროს საზოგადოების ხელისუფლებაზე განაწყენებული ნაწილი.რამ გამოიწვია ასეთი მეტამორფოზა ოპოზიციის – არჩეული პარლამენტი, პარლამენტში არ შევიდნენ, მანამდე ამას წინ უძღოდა კოაბიტაცია. კოაბიტაცია იყო ხელისუფლების და ე.წ. ამ ბრბოს შეთანხმება, რომ არ დაეშვათ პოლიტიკურ ასპარეზზე რამე ალტერნატიული ძალის გაჩენა. ხელი ხელს ბანს და ორთავე ერთად ბინძურ პირს, ამას ემსახურებოდა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გამოჩენა, რომელიც რაღაც რეალურზე ილაპარაკებს, ხელისუფლებაზე უფრო მეტად საფრთხეს უქმნის ე.წ. ოპოზიციურ ბრბოს. მათი ეს ინტერესები ემთხვეოდა და სწორედ ასე კოორდინირებულად მოქმედებდნენ კიდეც. ფულის საჭრელი მანქანა რომ გქონდეთ, გადააგდებთ ნაგავში? ასეთი ფულის საჭრელი მანქანა ჰყავს ხელისუფლებას ოპოზიციის სახით, ოღონდ ელექტორალური თვალსაზრისით. ანუ, ხმების საჭრელი მანქანა ჰყავს. ასეთ ზიზღის მომგვრელ ადამიანებს, როგორებიც არიან გვარამია, ხოშტარია, შექმნილი აქვთ ჭაობი, არამარტო მორალური ჭაობი, ისეთი ჭაობი, სადაც ახალიც ვერ დაიბადა.507 დღეა, დგანან. ახალი ლიდერიც ვერ იშვა, ვინც გაეკარა, ყველა აღმოჩნდა ამ ჭაობის ბინადარი და ისეთივე ერთუჯრედიანი ამების სახე მიიღო, როგორიც თვითონ ეს ჭაობია. სხვა რამე ვერ იშვება ასეთ ჭაობში, რომელსაც ესენი ქუჩაში ქმნიან. შესაბამისად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ დასავლეთიც ჩაეხსნა. დასავლეთი ფულს იხდის, მაგრამ ევროპელს და ამერიკელს ერთ კაპიკს ვერ გააგდებინებ, თუ ის შედეგზე არ არის ორიენტირებული. და ყველა მიხვდა, მათაც გაეხსნათ ტვინი, რომ ესენი ხელისუფლების დამმხობი აღარ არიან, ამიტომ ფინანსები გაქრა. შესაბამისად, ხელისუფლება ვერ შეელია ოპოზიციის სახით ამ ფულის საჭრელ მანქანას და ადგილი აქვს კოაბიტაციის განახლებას. ისევ აღორძინების ფაზაშია კოაბიტაცია, ეს ძალიან მალე გამოჩნდება.პაპუაშვილი ერთ-ერთი სერიოზული ფიგურაა არა მხოლოდ თანამდებობით, არამედ ინტელექტუალია. აკეთებს განცხადებას, გამოგვაქვს საკონსტიტუციო სარჩელიო, რომლითაც უნდა გაუქმებულიყო პარტიები, ანუ ფულის საჭრელი მანქანა უნდა გადაეგდოთ სანაგვეზე. იმიტომ კი არაო, რომ უარი ვთქვითო, არამედ დაემატა ერთი პარტია -„ფედერალისტებიო“, ჩერგოლეიშვილი – ვითომ დიდ საფრთხეს წარმოადგენს – და შემდეგ ხელახლა შევიტანთო. ანუ, გადაავადეს, სავსებით შესაძლებელი იყო, ის სარჩელი ყოფილიყო. ხელისუფლება ვერ ელევა ამ ბრბოს, რადგან ეს ბრბო ქმნის პოლიტიკურ ჭაობს, სადაც ვერანაირი ოპონენტი ვერ იშვება. ეს ბრბო რომ არ იყოს ქუჩაში, დღეს ჩვენ გვექნებოდა საუბარი, მაგალითად, კარტელებზე, როგორ დაამარცხეს კარტელებმა პრემიერ-მინისტრი და როგორც კი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება ფასებზე, ამის შემდეგ ფასები მოუმატეს, რადგან მათ თქვეს, რომ ამ ქვეყანას ჩვენ ვმართავთ, ეს კრიმინალური ბანდები, ჩვენ ვძარცვავთ და არა ვიღაც პრემიერ-მინისტრები. ვიცნობ, ძალიან პატივისცემით ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, ბრძოლას გააგრძელებს, მაგრამ ჯერ ეს რეალობაა.ოპოზიციას რაღაც პერიოდი უნდოდა, ხელისუფლება დაემხო, წავიდნენ რადიკალურ ზომებზე, ნახეს, არაფერი გამოდის და ახლა ისევ ძველ, ნაცად თვალთმაქცობას დაუბრუნდნენ, ეს არის კოაბიტაცია. ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, აღუდგინა ზოგიერთ ამ პარტიას დაფინანსება. ამათ ხელისუფლება რომ აფინანსებდა, მე კი ვიცოდი, მაგრამ ამის შესახებ განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა და გამოაქვეყნა უწყისები, ხაბეიშვილს, რომელიც აღნიშნული იყო, როგორც „ანიტა“, როგორ უხდიდნენ ხელფასს. ამ ხალხს, ვინც 14 წელია, ქვეყანა სტაგნაციაში ჰყავს, განვითარების საშუალებას არ აძლევს, თურმე ხელისუფლების რაღაც შტო უხდიდა ხელფასს, იმისთვის, რომ ხალხისთვის ნერვები მოეშალა და მეორე თუ მეათე წრეზე წავედით.რატომ აქვს მიხეილ სააკაშვილს წვდომა ინტერნეტზე, მედიაზე? მიშას ფუნქცია არის, როგორც საფრთხობელა ხალხისთვის. რაც შეეხება რევოლუციურ გზას, არიან ადამიანები, რომლებსაც აშენება არ შეუძლიათ, შეუძლიათ ნგრევა, შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ ისეთი, რომ ნგრევაზე არიან ორიენტირებული. მიშას აგურის აგურზე დადება არ შეუძლია, მიშას ინტელექტი ნგრევას ვერ გასცდება, არ შეუძლია, რაღაც პოზიტივი შესთავაზოს. 14 წელია, ერთსა და იმავე სისულელეებს ლაპარაკობს, არ მოგყვება ხალხი და მაინც იმავეს ლაპარაკობს. რამდენად აქვს პერსპექტივა რევოლუციას – რევოლუციას არ ჰყოფნის მარტო ფული, რაც მიშას ძალიან ბევრი აქვს ნაქურდალი, რევოლუციას სჭირდება ინტელექტი და რეპუტაცია, რომელიც ამათ არ აქვთ, გაკოტრებული არიან, 50 კაცზე მეტს რომ ვერ აგროვებ, 50 კაცი დაბადების დღეზე დადის. იზრდება ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობა, არის პრეტენზიები სოციალური, პენსიების კუთხით, მაგრამ ეს ხელისუფლება მიშას ხელისუფლება არ არის, ამ ხელისუფლების მიმართ არ არის რევოლუციური განწყობა, რომ გამოვიდეს ხალხი და დაამხოს. მიშას სხვა რამე არ შეუძლია და თავისი განცხადებით ოპოზიციას ებრძვის, იმავე ოპოზიციას, რომლის შემადგენლობაშიც თვითონ არის, აკრიტიკებს, ნუ ხართ წამოწოლილი დივნებზეო“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
რა წერია წერილში, რომელიც პრინცესა დაიანამ მეგობარს მისწერა? “აქ რომ დავრჩე, თავს მოვიკლავ. იმედია 1997 წელი ყველასთვის უფრო მარტივი იქნება”
ერთ-ერთ წერილში პრინცესა დაიანა აღნიშნავდა, რომ მას მკაცრად აკვირდებოდნენ და მეგობრებთან ურთიერთობის ერთადერთი გზა სწორედ წერილების გაგზავნა იყო.გამოცემა Independent-ის ცნობით, წერილები, რომლებსაც პრინცესა დაიანა მეფე ჩარლზთან განქორწინების დროს ორ ახლო მეგობარს წერდა აუქციონზე 141 150 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. სუზი და ტარეკ კასემებისთვის მიწერილი 32 წერილი აუქციონზე Lay's Auctioneers-მა გაიტანა.როგორ ამბობენ, უელსის პრინცესას ახლო მეგობრები, სუზი და ტარეკი, ამ წერილებს 25 წელზე მეტხანს ინახავდნენ. მათ არ სურდათ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტების საკუთრების უფლება შვილებისთვის ან შვილიშვილებისთვის გადაეცათ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ წერილები გაეყიდათ, მიღებული თანხა კი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაერიცხათ, რომლებზეც დაიანა და სუზი ზრუნავდნენ.აუქციონის სახლმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთი წერილი ეხება სტრესს, რომელიც დაიანამ განქორწინების პერიოდში განიცადა, თუმცა მასში მაინც იკითხებოდა პრინცესას მტკიცე და ძლიერი ხასიათი.1996 წლის 17 თებერვლით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში პრინცესა წერდა, რომ მას აკვირდებოდნენ და მეგობრებთან ურთიერთობის ერთადერთი გზა სწორედ წერილების წერა იყო.
რას წერდა პრინცესა დაიანა მეგობრისთვის მიწერილ წერილში?
"ერთი წლის წინ რომ მცოდნოდა, რისი გამოვლა მომიწევდა, ამ განქორწინებას არასდროს დავთანხმდებოდი. ეს საშინელი და ამაზრზენი პროცესია. პირად საკითხებზე საუბარი რთულია, რადგან ჩემს სატელეფონო ხაზებს მუდმივად უსმენენ, იწერენ და ინფორმაციას გადასცემენ" - წერდა დაიანა.სხვა წერილში, რომელიც 1996 წლის 28 აპრილით თარიღდება, პრინცესა დაიანა ოპერაში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების გამო ბოდიშს იხდიდა და მიზეზად განქორწინებით გამოწვეულ სტრესს ასახელებდა."ხანდახან ძალიან რთულია თავის მოთოკვა, დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი და მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ეს განქორწინების პროცესი მალე დასრულდეს, რადგან მისი ფასი წარმოუდგენლად დიდია" - წერდა დაიანა.1996 წლის 17 დეკემბრის წერილში კი სუზის სწერდა, რომ 24 დეკემბერს სამოგზაუროდ წავიდოდა, რადგან შობა არ უყვარდა და თუ დარჩებოდა შესაძლოა თავიც მოეკლა."აქ რომ დავრჩე, თავს მოვიკლავ. იმედია 1997 წელი ყველასთვის უფრო მარტივი იქნება" - დაამატა პრინცესამ.უელსის პრინცესა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში, ტრაგიკულ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
დონალდ ტრამპი – მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე ირანის წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაგრძელდება, ვიდრე თეირანი კონფლიქტის მუდმივ წინადადებას არ წარადგენს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ხელისუფლება სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის, პაკისტანის ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ გვთხოვეს, შევაჩეროთ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები, ვიდრე მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. შესაბამისად, მივეცი მითითება ჩვენს სამხედრო ძალებს, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა მიმართულებით დარჩნენ სრულ მზადყოფნაში. ასევე მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე მათი წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება ამა თუ იმ გზით“, – აღნიშნავს ტრამპი.ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აპრილს იწურებოდა და აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ვადის გახანგრძლივებას არ გეგმავდა.
„ოპოზიციის ალიანსი” განცხადებას ავრცელებს
დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამის შსახებ ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.„საკუთარი მავნე განზრახვების განსახორციელებლად, რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება თავის წიაღში სტაბილურობა; თუმცა ეს სტაბილურობა მისთვის შეუძლებელ ამოცანად იქცა: სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.ამ მდგომარეობამდე ავტოკრატი ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობამ მიიყვანა. არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციებთან ერთად, რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს; „ქართულ ოცნებაში“ ნდობის კრიზისი ღრმავდება.„ოპოზიციის ალიანსი" გააგრძელებს არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოვაცლით და მიტაცებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის სამსახურში არ დავაბრუნებთ.ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დამკვიდრება, გათელილი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს შეუქცევადი დაბრუნება ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზე.26 მაისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-ს I კორპუსიდან პარლამენტამდე! "- ნათქვამია განცხადებაში.
მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი – მეტეოროლოგის გაფრთხილება მომდევნო დღეების ამინდზე
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:„ამინდი: ამჟამინდელი მდგომარეობა და პროგნოზი, რომელიც ისევ წვიმიანი და ცივია.
22 აპრილისთვის, ანტიციკლონური მდგომარეობის ხანმოკლე ჩამოყალიბებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შედარებით დათბება და უნალექო დღე იქნება.23 აპრილს კი - ღამის საათებიდანვე სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო დღის ბოლოდან აღმოსავლეთში - მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან შესაძლოა ლოკალურად აღინიშნოს ძლიერი ნალექი, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.მაღალ მთაში ისევ მოთოვს. საქართველოში 24 აპრილიც წვიმიანი და ცივი იქნება.
ხშირად დასმული კითხვა როდის დათბება? აბსოლუტურად ლეგიტიმურია.
თუმცა თვის ბოლომდე სტაბილურად თბილი და უნალექო ამინდები მოსალოდნელი არ არის, იქნება მხოლოდ ხანმოკლე მშრალი პერიოდები, ტემპერატურა რჩება ცვალებად რეჟიმში, წვიმა და ქარი პერიოდულად კვლავ დაბრუნდება“, - წერს მეტეოროლოგი.
