ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025

„დედამიწის საათის“ ფარგლებში პარლამენტის გარე განათება ერთი საათით გაითიშება

24 მარტს, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეებში გარე ელექტროგანათება ერთი საათით გამოირთვება. ინფორმაციას პარლამენტის ავრცელებს.

ყოველწლიური გლობალური აქციის- „დედამიწის საათი 2018” ფარგლებში, მსოფლიოს ქვეყნებში ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის შენობების ელექტროგანათება ერთი საათით გამოირთვება.

„დედამიწის საათი 2018” ფარგლებში დაგეგმილი იყო ღონისძიებები დედაენის ბაღში, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სამგლოვიარო პროცესის გამო გაუქმდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ელიზბარ ჯაველიძე ღარიბაშვილზე:ბიძინა ივანიშვილის გაზრდილი ვარ, ვერ ვუღალატებო!

ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხლისუფლების განათლების მინისტრი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე: ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან სულ ახალი წასული იყო, როცა მივედი და ვუთხარი – ავტორიტეტი გაქვს, შექმენი პარტია და გვერდით დაგიდგებით-მეთქი! იცით, რა მითხრა? – მე ბიძინა ივანიშვილის გაზრდილი ვარ, ვერ ვუღალატებ და მაგის წინააღმდეგ ვერ გავილაშქრებ, ამ ნაბიჯს არავითარ შემთხვევაში არ გადავდგამო! დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ირაკლი დღესაც ასე ფიქრობს!წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

ცნობილია, საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა დაასახელა.დაღუპულთა შორის არიან პილოტი გოხან კორკმაზი, თვითმფრინავის ტექნიკური სამსახურის უფროსი ლეიტენანტი ემრე მერკანი, თვითმფრინავის ტექნიკური სერჟანტი ნური ოზკანი, თვითმფრინავის ტექნიკური უფროსი სერჟანტი ილჰან ონგანი, საჰაერო შტაბის უფროსი ილკერ აიკუტი და საჰაერო ძალების ოფიცერები: სერდარ უსლუ, ნიჰატ ილგენი, ჯუნეით კანდემირი, უმიტ ინცე, ბურაკ ოზკანი, ემრა კურანი, ჰამდი არმაგან კაპლანი, აკინ კარაკუსი, რამაზან იაგიზი, ემრე ალთიოკი, ბურაკ იბიგი, ბერკაი კარაჩა, აჰმედ იაშარ კუიუჩუ, ჯემ დოლაპჩი და ემრე საინი.სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სავარაუდოდ, თურქეთის საფრენი აპარატი ჩამოვარდა

ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა, სავარაუდოდ, თურქეთის საფრენი აპარატი.ვიდეოს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.დამატებით დეტალებს ვარკვევთ. 

„მოკლულია წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობა მურა დათვი“ – დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:„ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა.დაცულ ტერიტორიაზე მოკლულია „წითელი ნუსხის“ სახეობა - მურა დათვი.ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე (უკანონო ნადირობა). სამართალდამცავებმა ამოიღეს რეგისტრირებული იარაღები და ნადირის ხორცი, რომლებიც ნივთმტკიცების სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები სასაზღვრო ზონებს მოიცავს, სადაც რეინჯერები და მესაზღვრეები ერთობლივად ახორციელებენ მონიტორინგს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში.დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება მკაცრად იკრძალება და ისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით“,- ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობა ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიის საგადასახადო შეღავათს 2028 წლამდე ახანგრძლივებს

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტს, რომელიც ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიისთვის საგადასახადო შეღავათის - კერძოდ კი ნედლეულის იმპორტის შეღავათის მოქმედებას 2028 წლამდე ახანგრძლივებს. საუბარია თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისან გათავისუფლების შეღავათზე. შეღავათის წინა გახანგრძლივებას პარლამენტმა მხარი 2022 წელს დაუჭირა და ის 2026 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.ცვლილება პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა."ასევე თამბაქოს ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებული შეღავათი მოქმედებს დღეს. მოგეხსენებათ, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნითაა ეს შეღავათი დაწესებული და მისი მოქმედების ვადა იწურება 2026 წლის 1 იანვარს. ასევე კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ ეს ეს ნორმაც, რომლის მოქმედებაც გაგრძელდეს 2028 წლის 1 იანვრამდე,"- განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.საქართველოში თამბაქოს უმსხვილესი ადგილობრივი მწარმოებელია კომპანია “თბილისის თამბაქო”, რომელიც ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის “სმარტ კაპიტალ ჯგუფის” შემადგენლობაშია. 2024 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 45 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 14.8 მილიონი ლარი შეადგინა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 8 თვეში 281 მილიონი კოლოფი სიგარეტის აქციზური მარკა გაიცა, აქედან 263 მილიონი კოლოფი იმპორტირებული საქონელი, 18.1 მილიონი კოლოფი კი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყო.

ბოლო სიახლეები