სამშაბათი, ივნისი 17, 2025

დაჩი ცაგურია – შევარდნაძის დროს ჩემი დაჭერის შემდეგ სააკაშვილმა მითხრა, თეთრი ხელთათმანებით არ გამოვა ბრძოლა, თქვი, გაუპატიურებით მემუქრებოდნენო, მას შემდეგ სააკაშვილი ჩემთვის წითელი ხაზი იყო

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დაჩი ცაგურიას უსმენენ.

დაჩი ცაგურიამ სხდომაზე ისაუბრა, როდის გაიცნო პირადად მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტში მასთან ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა.

„თუ არ ვცდები, 2001 წელი იყო, ჟვანია რომ გადადგა და თარგამაძე გადავაგდეთ. გვიხაროდა ძალიან, რკინის კაცი გადავაგდეთო. ამ პერიოდში გავიცანი პირადად სააკაშვილი. მაშინ, პრაქტიკულად, ჩემი დაორგანიზებული იყო მთელი სტუდენტური მოძრაობა. მთელი ერთი კვირა პარლამენტთან ვიდექით, გადადგა ჟვანია, გადადგა თარგამაძე, რის გამოც ძალიან გახარებული ვიყავით. სააკაშვილი მაშინ იუსტიციის მინისტრობიდან გადადგა, ჯერ პარტია არ ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და ცდილობდა, ჩემთან ემეგობრა. შევარდნაძის დროს ოთხჯერ ვარ დანაჭერი – დიქტატორი შევარდნაძე-მეთქი და ოთხჯერ დამიჭირეს. ობიექტურად ვამბობ, ვარდების რევოლუციამდე არცერთხელ, არცერთი დაჭერის დროს არ ვარ ნაცემი. ძირითადად ქალაქიდან სადღაც გამიყვანდნენ, ჩამომაგდებდნენ მანქანიდან და შემდეგ ჩაიშლებოდა აქცია, რაც დაგეგმილი მქონდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა, როცა აქციების შემდეგ შევარდნაძე მოდიოდა უნივერსიტეტში შეხვედრაზე. მას ხომ უყვარდა გაბედული ნაბიჯების გადადგმა და სტუდენტებთან მოსვლა. ვემზადებოდი ამ შეხვედრისთვის. პეტრე მელიქიშვილის ბიუსტთან დამაკავეს, ჩამომსვეს საგურამოსთან. მთელი გზა არც ხელი დაურტყამთ, პირიქით, მე ვარ ანთებული სტუდენტი, ვამბობდი, დიქტატორის მსახურებო-მეთქი. ჩემზე ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მაშინ ციხეებში და დროებითი დაკავების იზოლატორებში იყო ადამიანების ცემის, წამების ფაქტები, ეს ვიცოდით, მაგრამ პირადად ჩემთვის არცერთ ჯერზე არავის ხელი არ დაურტყამს. სააკაშვილმა ჩემი დაჭერის შესახებ რომ გაიგო და იმ შეხვედრაზე არ ვიყავი, დამირეკა, პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა იყოს, შენ იქ უნდა შეგიყვანოთ, რომ სტუდენტური მოძრაობის ლიდერი დაიჭირესო. კი ბატონო, შემოვალ-მეთქი. პარლამენტში რომ მოვედი, მგონი, ადეიშვილი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. შეხვედრაზე იყო მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი. მკითხეს, რა მოხდაო. იქიდან სამ დღეში იყო პლენარული სხდომა. მოვუყევი, დამიჭირეს, დავახურე თავზე-მეთქი, შემდეგ ჩამომსვეს და როდესაც მივედი, შეხვედრა უკვე დამთავრებული იყო-მეთქი. სააკაშვილი მეუბნება, ეგრე არ მოყვეო. აბა, როგორ უნდა მოვყვე, რაც მოხდა, ეს არის-მეთქი. ხომ იცი, თეთრი ხელთათმანებით არ გამოვა ბრძოლა, თქვი, წამიყვანეს, ჩამიყვანეს მიტოვებული აგარაკის სარდაფში, სადაც მაგინებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, შემოიტანეს ვიდეოკამერა, დუბინკა და მეუბნებოდნენ, გაგაუპატიურებთო. ამას მეუბნება მიხეილ სააკაშვილი, 19 თუ 20 წლის სტუდენტი ვარ. ნახალოვკაში დავიბადე და გავიზარდე, წარმოვიდგინე, რომ ეს ისტორია უნდა მოვიგონო, მოვყვე ტყუილი, ამხელა უბედურება. კინაღამ გავგიჟდი, დავახურე თავზე, რას მეუბნები, ეგეთი რამ როგორ მოგაფიქრდა, როგორ მაკადრეთ, რომ ასეთ რამეს მოვყვები, ნამუსი არ გაქვთ-მეთქი? სამივეს დავახურე თავზე და წამოვედი. შეხვედრას ესწრებოდნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი. მიშა ლაპარაკობდა, იმათ ხმა არ ამოუღიათ. სხვათა შორის, შემდეგ ეს ისტორია ერთი ერთში დაემთხვა და ონიანმა მოყვა სიტყვასიტყვით. „კმარა“ გააკეთა ორგანიზაცია და ერთ-ერთი აქტივისტი იყო. ტელევიზორი რომ ჩავრთე და ვუყურე, ვიფიქრე, რაც მე არ გავაკეთე, ვიღაცას გააკეთებინეს-მეთქი“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე, უარი რომ თქვით, რით დამთავრდა შეხვედრა?, ცაგურიამ აღნიშნა:

„ჩემს გაუპატიურებაზე ჩავასმევინო ხალხი 20-წლიანი სასჯელით-მეთქი? რაც მოხდა, იმას მოვყვები, იმაზე აგონ პასუხი, როგორ ვიკადრებ და ვიტყვი, მაუპატიურებდნენ-მეთქი? ძალიან ვეჩხუბე და დავახურე თავზე. ამის შემდეგ ცდილობდა, სტუდენტური მოძრაობა გამოეყენებინა, მაგრამ ჩემთვის უკვე ის წითელი ხაზი იყო. დავინახე, ეგენი ვინც იყვნენ “, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანება გასცა

დონალდ ტრამპმა ზოგიერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა.აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიგრაციული პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში ტრამპმა საიმიგრაციო სამმართველოს მოუწოდა, დიდ ქალაქებში არალეგალი მიგრანტების დეპორტაციისკენ მიმართული ოპერაციები გააძლიეროს.„ჩვენ უნდა გავაფართოოთ ძალისხმევა, რომელიც მიმართულია არალეგალი მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციისკენ ამერიკის დიდი ქალაქებიდან, როგორებიცაა ლოს ანჯელესი, ჩიკაგო და ნიუ იორკი“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ გვერდზე „თრუს სოშიალში“.ტრამპის თქმით, არალეგალი მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება ქალაქებში, რომლებიც, მისივე შეფასებით, წარმოადგენენ „დემოკრატების ძალაუფლების ცენტრის ბირთვს“, „ისტორიაში უდიდესი მასობრივი დეპორტაციის პროგრამის ნაწილია“.ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რომ მისი ბრძანება შესრულდეს.ცნობისთვის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ტრამპის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. მისი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებმა მიგრანტების დაკავებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს.ბოლო რამდენიმე კვირაა, აშშ-ში მიგრანტების საწინააღმდეგო რეიდებს მოქალაქეები აპროტესტებენ. ლოს ანჯელესში დემონსტრაციების ფონზე არეულობა დაიწყო და სამართალდამცველებთან შეტაკებები მოხდა. ტრამპმა ლოს ანჯელესში მომხდარს „არალეგალი მიგრანტების მხრიდან ოკუპაცია“ უწოდა და შტატში ეროვნული გვარდია და სამხედრო ქვეითები გაგზავნა.

ირანის სახელმწიფო მედია – ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო.როგორც „სიენენი“ წერს, ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr News-ის ცნობით, ირანმა დრონები და რაკეტები გაუშვა ისრაელის ქალაქების – ჰაიფასა და თელ ავივის მიმართულებით.შეგახსენებთ, მანამდე ირანმა ისრაელის ორ ტელეარხს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

სახლის ფანჯრიდან ვიყურები და ყველგან სინათლე ანთია, თითქმის ყველას ღვიძავს. ახლა დავფიქრდი, ამ ფანჯრებიდან, გამჩენს, მათი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას რამდენი შესთხოვს. რამხელა ბედნიერება...

,,ორივე ბებია რაჭველი მყავდა, ლამარა და მაყვალა, თუმცა ცა და დედამიწასავით კი იყვნენ. "ლამარა" გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებს ერქვა, რომელშიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამბოხი და ბრძოლა იყო ჩაქსოვილი. ჩემმა დიდმა პაპამ, ნიკოლოზ მუსერიძემ, რომელიც თან "შევარდენის" წევრი იყო, შვილს სახელი ამ ნაწარმოების და მისი სულისკვეთების გამო დაარქვა.ზაფხულს ლამარა ბებოსთან და ოთარი პაპასთან, მათ თბილისურ სახლში, ვატარებდი. ჯერ პაპა იძინებდა, შემდგომ ბებო სინათლეს გამორთავდა და ერთ ნათურას დერეფანში დამიტოვებდა, საპირფარეშოში რომ გავსულიყავი.ძილის წინ კუთხესთან მივიდოდა, სადაც ბებიამისი ეფროსინე იაშვილის დატოვებული ხატი ეკიდა. პირჯვარს სამჯერ გადაიწერდა და თან ოჯახის ყველა წევრის სახელს ჩამოთვლიდა. მისი "კარგად მიმყოფე" ახლაც ყურებში ჩამესმის.სახლის ფანჯრიდან ვიყურები და ყველგან სინათლე ანთია, თითქმის ყველას ღვიძავს. ახლა დავფიქრდი, ამ ფანჯრებიდან, გამჩენს, მათი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას რამდენი შესთხოვს. რამხელა ბედნიერება და თანაც სევდა ყოფილა, ადამიანად დაბადება.ძილი ნებისა. ამ სტატუსის ყველა წამკითხველის თავი კარგად მიმყოფე, გამჩენო! עם ישראל חי!-წერს ებრაისტი, ლაშა შაყულაშვილი ისრაელიდან.

ირანმა ისრაელის ორ ტელეარხს ევაკუაციისკენ მოუწოდა

ირანმა ისრაელის ორ ტელეარხს ევაკუაციისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.ირანმა ისრაელის ტელეარხებს ევაკუაციისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობაზე შეტევა განახორციელა.„ირანმა ისრაელის N12 და N14 ტელეარხებისთვის ევაკუაციის გაფრთხილება გასცა. ეს ბრძანება ირანის სახელმწიფო მაუწყებლის წინააღმდეგ მტრულ თავდასხმაზე პასუხია“, – განაცხადეს ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში, რომელსაც ისრაელის მედია ციტირებს.

მამუკა ხაზარაძე – მზად ვართ კომპრომისისთვის ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა, ახალი ნომრით, საერთო სიით, ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს

საჭიროა, შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა/შტაბი იმ საპროტესტო თბილისისგან, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესო ხმა. თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. დაე, საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს, ვის ჩააბარებს ქალაქს, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.ხაზარაძის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი მზად არის ყველანაირი კომპრომისისთვის ახალი ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად.„ქვეყნის გათავისუფლება და დეოკუპაცია რუსული ხელისუფლებისგან უნდა დაიწყოს თბილისიდან! ეს უნდა იყოს ზეპარტიული, თავდადებული ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად!თბილისი ყოველთვის იყო ქვეყანაში ყველა ცვლილებისა და განვითარების ავანგარდში, ასე იყო ისტორიულად – ასე უნდა გავაკეთოთ ახლაც!დიახ, რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს! ამისათვის საჭიროა, შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა/შტაბი, იმ საპროტესტო თბილისისგან, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესო ხმა, ვისაც აღარ უნდა რუსულ რეჟიმში ცხოვრება, რომელიც  უკვე 200 დღეა, ქუჩაში დგას და იბრძვის!თბილისი უნდა გახდეს პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ბრძოლის მთავარი პლაცდარმი, მაგალითი ისტორიული ბრძოლისა, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე აჩვენებს, რომ სწორედ იმ ბრძოლას მოვიგებთ, სადაც ვიცით, რომ ბიძინა გაყალბებას გეგმავს – შეგვიძლია მოვიგოთ იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ უფრო ბევრნი ვართ და ვიბრძოლებთ ყველა უბანზე თითოეული ხმისთვის.მით უმეტეს, ყველას გვახსოვს, რომ თბილისში მასიური გაყალბების პირობებში, 2024 წელს ოპოზიციურმა ხმამ გაიმარჯვა და დედაქალაქში არჩევნები მოგებული გვაქვს.არ შეიძლება, ამ გამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა –  ეს იქნება დიდი, უპატიებელი შეცდომა!დღეს, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვინდა, ამ ბრძოლაშიც უნდა ჩავერთოთ, ქუჩის პროტესტის პარალელურად. ოკუპაციასთან ბრძოლა ყველგან უნდა გავმართოთ!თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. დაე, საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს, ვის ჩააბარებს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, „პროტესტი“ და ქალაქი მოძებნის 50 დამოუკიდებელ მებრძოლს, პროფესიონალს, პატიოსან მოქალაქეს, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ღირსეულად იბრძოლებს თბილისის ყველა სხვა გამოწვევისთვისაც.ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული! ამ კანდიდატებს პარტიები უნდა დაუდგნენ გვერდით, თავიანთი სრული ინფრასტრუქტურით და რესურსებით. ეს უნდა იყოს საყოველთაო სამოქალაქო პროტესტი!მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს, რათა თბილისში ხელისუფლება საპროტესტო საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ, თავისუფალ ადამიანებს ჩავაბაროთ.მე და ჩემი თანაპარტიელები არ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ მანდატებისთვის. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დეოკუპაციისთვის, რასაც რუსული რეჟიმისგან დედაქალაქის გათავისუფლებით დავიწყებთ და ეს ტალღა მთელ საქართველოს მოიცავს!ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის – ეს ბრძოლაა საქართველოს დეოკუპაციისთვის!  ეს უნდა იყოს სახალხო ბრძოლა თბილისისთვის!ვიცი, ბევრნი ვართ, ვინც რუსულ რეჟიმს არ ეგუება! ამიტომ ბევრნი გამოვიდეთ და ყველა შესაძლო უსამართლობასა თუ გაყალბებას ადგილზე გავცეთ პასუხი და ჩავშალოთ გაყალბების ყველა მცდელობა, თუ საჭიროა- არჩევნებიც!ტოტალური გაყალბების მიუხედავად, ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ივანიშვილის რეალური სახე, მივაღწიეთ მისი მთავრობის საერთაშორისო არაღიარებას, ვაქციეთ არალეგიტიმურად და ქმედუუნაროდ, დავტოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე.იგივე ბრძოლა უნდა გავიაროთ და არაღიარებული და ქმედუუნარო დავტოვოთ ახლა უკვე ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე! ამისთვის ბრძოლა ღირს!ამავე დროს მთავარი მოთხოვნა – ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უცვლელად მთავარ მოთხოვნად რჩება! ბრძოლა ბოლომდე – ყველა ფრონტზე!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

ბოლო სიახლეები