პარასკევი, მაისი 9, 2025

დაშლილი კოალიციები და დაპირისპირება ოპოზიციაში – შეძლებენ თუ არა ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანებას

ოპოზიციას ერთმანეთთან საუბარი და ფოტოს გადაღებაც კი უჭირს, სალომე ზურაბიშვილს კი ლიდერობისთვის ხელს ასაკი არ უწყობს – ეს სიტყვები კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ექსპრეზიდენტის ოფისში ოპოზიციური ლიდერების კონსულტაციის დასრულების შემდეგ თქვა. ნათქვამს არც დღეს ემიჯნება, თუმცა ახლა კოორდინაციის აუცილებლობაზეც საუბრობს.

ზურაბიშვილი და მის მრგვალ მაგიდასთან ოპოზიციის გაერთიანების შანსი წითელი ხაზია “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრ ცოტნე კობერიძისთვისაც. გვარამია-მელიას ირგვლივ შექმნილი ერთობის ლიდერები დიდი ხანია პოლიტიკურ ასპარეზზე არ აქტიურობენ. კოალიციის წევრების აზრით, კობერიძის პოზიცია მისი ინდივიდუალური ხედვაა და პარტიასთან საერთო არაფერი აქვს.

იმ ფონზე, როცა ექსპრეზიდენტი საერთო ოპოზიციური პლატფორმის შექმნას ცდილობს, “ლელოს” კოალიციის რიგებს ტოვებენ. ლევან ცუცქირიძის “თავისუფლების მოედანი” უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიაა, “ლელოში” კი, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ამ ფაქტს უარყოფდნენ, ამბობენ, რომ ახლა მიზანი ზურაბიშვილის პლატფორმის ირგვლივ მუშაობაა.

ყველაზე პესიმისტურად სავარაუდო ოპოზიციური გაერთიანების მომავალს “გირჩში” ხედავენ. პოლიტიკურ ცენტრში ალტერნატიული აზრის გამარჯვების ერთადერთ წინაპირობად, არსებული ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ველიდან სრულად გაქრობას მიიჩნევენ.

ნათელაშვილის ფანჩატურიდან ზურაბიშვილის ოფისამდე წინასწარ განწირული გაერთიანების მცდელობა – ასე აღიქვამს მმართველი ძალა ოპონენტების გაერთიანების პერსპექტივას. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ უკვე წლებია ოპოზიცია ფიქციურ გაერთიანებასაც ვერ ახერხებს – მიზეზი ერთია, “ოცნების” აზრით, მათი ოპონენტების ქმედებებს არა მათივე ნება, არამედ გარე ძალების კარნახი განსაზღვრავს.

“ახალმა” პოლიტიკური აქტივობა შეანელა, “ლელოს” პარტნიორები ტოვებენ, “ნაციონალურ მოძრაობის” პარტნიორებისთვის კი სააკაშვილის შეწყალებაზე უარის მთქმელ ზურაბიშვილთან ერთობა წამგებიანად მიაჩნიათ. ამ ფონზე, ოპოზიციის გაერთიანების რა რესურსი აქვს ყოფილ პრეზიდენტს, ჯერჯერობით, უცნობია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

🎥„აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს

დრამისა და კინოს მსახიობი, „ინფლუენსერი“ თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. @tamunamdivanმაპატიეთ ეს ცრემლიანი ვიდეო🙏♥️მადლიერი ვარ ყველა კომენტარისთვის ყველა ლოცვისთვის🙏♥️მიყვარხართ♥️ ♬ original sound - თამუნა მდივანი ცნობისთვის, გიორგი მდივანი გასულ კვირას, ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ბიჭის ნათლიამ დაწერა, გიორგის ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

ბოლო სიახლეები