სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

დავით ჭიჭინაძე – 26 მაისს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას, მაგრამ პირველ ოქტომბერს მიიღეს ვაჟკაცური, სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან

ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების კიდევ უფრო დაშინებას და იმის ჩვენებას, რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ, – ამის შესახებ ნონა გაფრინდაშვილის შვილმა, დავით ჭიჭინაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა და 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა გაიხსენა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, ამ ოპერაციის „მიზანი იყო საზოგადოების კიდევ უფრო დაშინება, მაგრამ პირველ ოქტომბერს მიიღეს სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან“.

„ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს. მე ვერ მოვთხოვ მათ პასუხს, ვინც იცეკვა და იმღერა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი აცეკვეს და ამღერეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთ რამეს- მთელი საქართველოსთვის იმის ჩვენებას, რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ. ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ბიზნესის რეკეტის კუთხით, ღამის ნოტარიუსების თემა და ასე შემდეგ, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის იმ მომენტში, როცა ძალიან დიდი სიმცირე იყო თავისუფალი აზრის გამოხატვის, თუნდაც, ტელევიზიით, არ იყო სოციალური ქსელები, ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტები არ იყო მრავლად ცნობილი. ახლა წამებში ვრცელდება ინფორმაცია. ამ ოპერაციით, ამ სასაკლაოთი მთელ საქართველოს დაანახეს, რომ უნდა გაჩუმდნენ. ხალხი იმდენად იყო დაშინებული, ყველამ ყველაფერი გაიგო, ჯერ კადრები ნანახი არ ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთს ჩურჩულით უყვებოდნენ, რა სასაკლაო და უბედურება მოხდა. ისეთი სისხლიანი შოუ მოაწყვეს, რომ ყველა, ნებსით თუ უნებლიეთ თავისთვის ფიქრობდა, მეც შემეხება, ჩემს ოჯახსაც შეეხება, ნათესავსაც შეეხება. მიზანი იყო საზოგადოების კიდევ უფრო დაშინება, მაგრამ პირველ ოქტომბერს მიიღეს ძალიან ვაჟკაცური, გემრიელი, სწორი და სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან. მიიღეს ის, რაც დათესეს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძის თქმით, მას შემდეგ, რაც დარბევა დაიწყო, ხელებშეკრული, მიწაზე დაყრილი ადამიანები დაახლოებით ექვსჯერ სცემეს დანიშნულების ადგილზე მიყვანამდე.

„26 მაისის სასამართლოზე როცა გახლდით დაზარალებულის სტატუსით, ერთ-ერთი ბრალდებული წამოხტა, გეგონება, არაფერი დაუშავებიათ და ეუბნება მოსამართლეს, ასე დეტალებში როგორ ახსოვს, ეს დადგმულიაო. მე ვუთხარი, ჯერ დაჯექი შენს ადგილას, რა გაძლევს უფლებას, რომ ასეთი რამ თქვა, ამდენი წელი გავიდა, დილით რომ ვდგები, ყოველ დილით ჩემს ნაიარევს ვუყურებ, რომელიც მაშინ დამიტოვეს. მე გახლდით პარლამენტის წინ, ტროტუარზე, ჩემი ცოლის ძმა, თემურ ლოგუა იდგა შუაში. ეს იყო დედაჩემის, ნონა გაფრინდაშვილის და ჩვენი ოჯახის წევრების სურვილიც, რომ ვყოფილიყავით ხალხში და არა სადღაც სცენაზე, რადგან უბედურება თუ მოხდებოდა, პირველი დარტყმა ხალხთან ერთად ჩვენც მიგვეღო. ტყვიების წვიმა რომ წამოვიდა, უკვე ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ ცუდად ვხედავდით, ცუდად ვსუნთქავდით და ამ დროს მახსოვს, მომხვდა კონდახი. როდესაც ჩემ წინ ქალბატონი მირბოდა, ხელის გადაფარება მოვინდომე, ყველაფერი ინტუიციურად ხდებოდა იმ მომენტში, წამებში. მომხვდა კონდახი, ამას მოჰყვა რამდენიმე დარტყმა და ხელბორკილები რომ დამადეს, იმის შემდეგ, ვიდრე მაშინდელ უნივერმაღამდე მიმათრევდნენ, ექვსჯერ დამაწვინეს გზაში და ექვსჯერ გამლახეს – მარტო მე არა, იქ დაყრილები, ყველანი. ჯგუფურად ვეყარეთ მიწაზე, კადრებშიც ჩანს. მინდა, ახალგაზრდა თაობამ  ამას კარგად მოუსმინოს. მათ ცეკვა და „ბატლები“ ძალიან გათავისებული აქვთ, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ერთი-ორი სპეცრაზმელი შემოირბენდა ამ დაყრილების ჯგუფში, ან კონდახით, ან ხელკეტით რამდენიმეს დაარტყამდა თავში, სახის არეში, რომ თავიანთი ხელმძღვანელობის ყურადღება მიექცია. ანუ, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თავი უნდა მოეწონებინათ, კარგი პრემია რომ მიეღოთ. ამას მერე მივხვდით, რადგან საკვირველი იყო: რამდენიმე შემოირბენდა, დაუვლიდა ვისაც გადასწვდებოდა კონდახით ან ხელკეტით, ორი წუთით გაჩერდებოდნენ, მოვარდებოდა მეორე ნაწილი, წაგვათრევდნენ 20-30 მეტრით, დაგვყრიდნენ ისევ, მერე მეორე შემადგენლობა შემოირბენდა, ჩაგვარტყამდნენ და ასე დაახლოებით 6-ჯერ მოხდა. იმ სიტყვებს და მუქარებს აღარ ვიტყვი, რასაც ამბობდნენ, „რუსის მონებო“ და ასე შემდეგ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

როგორც კომისიის სხდომაზე დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, რუსთაველზე ცემის შემდეგ, ხალხი ავტობუსებში ჩაყარეს და პოლიციის სამმართველოსთან მიიყვანეს, სადაც მათ ე.წ. კორიდორში გავლა მოუწიათ.

„იმდენი სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, თან მთლიანად დაბეჟილები, სისხლიანები ვიყავით და წარმოდგენა არ გვქონდა, რომელი გვცემდა. კაუჭი რომ ჩაგარჭონ სახეში, ასეთი რამ მომხვდა, მერე კადრებში ვნახე, რომ ეს იყო დათა ახალაიას სპეცრაზმი, რომლებსაც სპეციალური „შიპებიანი“ ხელთათმანები ეცვათ და მე სახე გაგლეჯილი მქონდა. ცნობილი ქირურგი იყო ქირურგიის ინსტიტუტში, ტრისტან ფერაძე, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა და მან თქვა, რომ ტუჩი იყო გახვრეტილი. ეს იყო პროფესიონალური, მიზანმიმართული დარტყმა, რომელმაც გახვრიტა ტუჩი, თან მთლიანად სისხლში ვიყავი და მიმანებეს თავი. ჩაგვყარეს ავტობუსში ეს დასისხლიანებული ნაცემი ხალხი, პოლიციის სამმართველოსთან რიგები იდგა ავტობუსის. ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც ხელს, ვერც ფეხს. გადმოვედი და სიმწრით რომ მიხვდები, კიდევ კორიდორი უნდა გაგატარონ ასეთ ნაცემს. 20-25 დარტყმა ხელკეტით კიდევ მივიღე პოლიციის სამმართველოსთან ყველა მხარეს – კეფაში, თავში, სახეში მხრებში“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები