სამშაბათი, აპრილი 21, 2026

დავით ქევხიშვილი ლერი ხაბელოვს უპირისპირდება – ამ გადაწყვეტილებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი

10 აგვისტოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა გამგეობის სხდომა, რომელმაც კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 11 სექტემბერი დაადგინა, კანდიდატად კი ლერი ხაბელოვი წარადგინა.

ამ გადაწყვეტილებას ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი უარყოფითად გამოეხმაურა. აი, რა დაწერა მან სოცქსელში:

 

„მეგობრებო, მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას არჩევნების დანიშვნის თაობაზე, რაც მიმაჩნია, რომ თავისთავად არის გაგრძელება იმ უსამართლო ქმედების, რომელიც წესდებაში ცვლილების შეტანის სახით დაფიქსირდა გასული წლის დეკემბერში.

ამ ცვლილებით ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სრულიად უსაფუძვლო მოტივით „დააკანონა“ არჩევნებზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნის შეზღუდვა და მოახდინა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური პრინციპის, კონკურენციის, შეჯიბრებითობის აკრძალვა. აღნიშნული თავის დროზე გახდა მიზეზი ჩემი მხრიდან, პროტესტის ნიშნად ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრის სტატუსის დატოვების.

დღეს უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი უფრო შორს წავიდა და ამ ორი გადაწყვეტილების ერთობლიობით ფაქტობრივად გაემიჯნა სახელმწიფოსა და შესაბამისად, მმართველი გუნდის ზოგად სპორტულ პოლიტიკას. ამ გადაწყვეტილებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავად ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი, რამეთუ ყველანაირი დემოკრატიული პრინციპის დარღვევა იქნება ასეთი სახის, ჩაკეტილ ორგანიზაციად ქცეული ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება.

ვფიქრობ, საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სრულად უნდა აიღოს ეს ფუნქცია და სპორტი ოლიმპიური კომიტეტის გვერდის ავლით, ისე რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური კომიტეტისთვის ბიუჯეტის განსაზღვრის გარეშე დააფინანსოს. ჩემთვის ამ ყოველივეს აღნიშვნა ორმაგად აუცილებელია და მნიშვნელოვანი, რამეთუ გახლავართ არა მხოლოდ სპორტული საზოგადოების წევრი, არამედ პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. ვფიქრობ სწორედ ასეთი თვითნებური გადაწყვეტილებები მავანთა მხრიდან აყენებს ჩრდილს ჩვენს ერთიან პოლიტიკას, რაც აუცილებლად უნდა იქნეს განხილული, როგორც მინიმუმ, სპორტული პოლიტიკის მმართველ ორგანოებში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ფავლენიშვილი – სააკაშვილის სტატუსი იყო ისტორიული ფაქტების კონსტატაცია, არავის მიმართ კონფრონტაციული, ალიანსში შეთანხმებული ვართ თანამშრომლობაზე, რომ ერთობლივად ვიბრძოლოთ

სტატუსში იყო ისტორიული ფაქტის კონსტატაცია, საუბარი წარსულზე. არავის მიმართ კონფრონტაციული არ ყოფილა, მათ შორის  სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის ფეისბუქსტატუსთან დაკავშირებით კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.ფავლენიშვილს ასევე კითხვა დაუსვეს აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებით „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტიის განცხადებაზე. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“ ამ განცხადებას და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სტრატეგიაზე ვერ თანხმდებიან?“„სტრატეგია არაფერ შუაშია, სტატუსი სტრატეგიასთან კავშირში არ არის. უბრალოდ, ჩვენ ვერ დავეთანხმებით, რომ სტატუსი იყო კონფრონტაციული ხასიათის. კონფრონტაციული ხასიათის მატარებელი არ ყოფილა არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ. დამატებითაც დაწერა სტატუსი სააკაშვილმა, სადაც მათ შორის ამაზე იყო საუბარი. მან უბრალოდ წარსული შეაფასა და აწმყოში შეთანხმებული ვართ ურთიერთთანამშრომლობაზე, რომ ერთობლივად უნდა ვიბრძოლოთ ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის, მათ შორის, სააკაშვილის ცალსახა, მკაფიო პოზიცია. სტატუსი იყო სარეკომენდაციო ხასიათის, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ჩაწვდნენ ალიანსში ჩვენი პარტნიორები. „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი შენიშვნა, სხვა მოსაზრება არ აქვს ამ სტატუსთან დაკავშირებით. ის იყო ისტორიული ფაქტების კონსტატაცია და კეთილგანწყობილი რჩევა, რომ ყველა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უფრო მეტი იაროს ქვეყნის მასშტაბით, უფრო მეტად ჰქონდეს კავშირი მოქალაქეებთან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია, ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია: „არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად“.ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

2025 წელს, ბავშვზე ძალადობის 1560 შემთხვევა აღირიცხა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს, 1560 არასრულწლოვანზე დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევა.სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით ძალადობის სახეების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:ფიზიკური ძალადობა - 329 ბავშვიფსიქოლოგიური ძალადობა - 594 ბავშვისექსუალური ძალადობა - 170 ბავშვიუგულებელყოფა - 381 ბავშვიიძულება - 18 ბავშვიეკონომიკური ძალადობა - 3 ბავშვიშრომითი ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი - 3 ბავშვისექსუალური ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი - 6 ბავშვისხვა - 56 ბავშვი.

ირაკლი ქადაგიშვილი – დროა, ბრიუსელში თავი დაანებონ იმის დაბრალებას, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება დემოკრატიულ პროცესს აზიანებს

კარგი იქნება, ბრიუსელში ნელ-ნელა რევოლუციური სცენარებიდან თვალს რეალობას თუ გაუსწორებენ და იმ მონაპოვარს რეალურად შეხედავენ, რაც საქართველოს აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ ბრიუსელში 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს ტაშს არ დაუკრავდნენ.„დროა, მათ გაიაზრონ და თავი დაანებონ ქვეყანაზე იმის დაბრალებას, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. სამწუხაროდ, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოში ქაოსი და რევოლუციური პროცესი გამოეწვიათ. ეს მათი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არავინ აიღებს და ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ კარგი იქნება, ნელ-ნელა რევოლუციური სცენარებიდან თვალს რეალობას თუ გაუსწორებენ და იმმონაპოვარს რეალურად შეხედავენ, რაც საქართველოს აქვს. ეს სასარგებლოა დღევანდელი ევროპისთვის. რაც შეეხება დემოკრატიას, კარგი იქნებოდა, რომ მათ 2024 წლის არჩევნებისთვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისთვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალებისას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა და 829.8 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა

2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 0.5%-ით გაიზარდა, კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 829.8 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.2026 წლის იანვარი-მარტის პერიოდში ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი შემოვიდა: ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (140.7 მლნ. დოლარი, წილი 17.0%), წელს პირველ სამ თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები  ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან(გაიზარდა 37.6 მლნ. აშშ. დოლარით, 36.4%-ით და 140.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა,  თურქეთიდან გაიზარდა 13.1 მლნ. აშშ. დოლარით, 12.2%-ით და 120.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. საუდის არაბეთიდან გაიზარდა 4.1 მლნ. აშშ. დოლარით, 47.6%-ით და 12.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან არის დაკავშირებული, დიალოგი უნდა განახლდეს, თუმცა ამისთვის რეფორმებია საჭირო

ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან არის დაკავშირებული, განვაცხადე, რომ დიალოგი უნდა განახლდეს, თუმცა ამისთვის რეფორმებია საჭირო, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, „ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც პატიმრობაში არიან, უნდა წარდგნენ ნამდვილი სასამართლო სისტემის წინაშე, და არა სასამართლო სისტემის წინაშე, რომელიც დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის იარაღად გამოიყენება“.„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრე უსაფრთხოებაზეც. ჩემი საუბრის მთავარი პერსპექტივა დაკავშირებადობა და ღია დიალოგი იყო, ჩვენი შესაძლებლობა შევქმნათ პრორუსული გავლენის პროევროპული ალტერნატივა. ეს არის წინსვლის გზა“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოლო სიახლეები