საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბრიტანეთის ეტაპზე, დავით ქაჯაიამ „ჩელენჯერის თასზე“ პირველი ადგილი დაიკავა.
დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში, რომელიც, ასევე, დღეს იასპარეზებს.
„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.