კვირა, მაისი 11, 2025

დავით ქართველიშვილი: უკრაინის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიისგან ითხოვს, ხელი შეუშალოს რუსული კომპანია „როსატომის“ მიერ უნგრეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას, რაზეც ევროკავშირის ნებართვაა გაცემული

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ევროკომისიისგან ითხოვს, ხელი შეუშალოს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ გადაწყვეტილებას, უნგრეთში ატომური ელექტროსადგური „პაკშ“-ის მშენებლობის შესახებ. მაისის თვეში ევროკავშირმა ნება დართო „როსატომს“ აღნიშნული პროექტის გაგრძელებაზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო, არ ეთანხმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას უნგრეთთან დაკავშირებით. მან ასევე მოიხმო სიიარტოს სიტყვები, რომ ევროკავშირის ესკალაციის საფრთხე დღითიდღე იზრდება.

„უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი, ითხოვს ევროკომისიისგან, ხელი შეუშალოს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ გადაწყვეტილებას, უნგრეთში ატომური ელექტროსადგური „პაკშ“-ის მშენებლობის შესახებ. მაისის თვეში ევროკავშირმა ნება დართო „როსატომს“ აღნიშნული პროექტის გაგრძელებაზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, განაცხადა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოსა და ინსტიტუტის მხრიდან არის აღნიშნული პროექტის ხელის შეშლის მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ ატომური ენერგეტიკის სფეროს სანქციები არ ეხება.

იმ დროს, როდესაც გერმანიის მთავრობა AES „პაკშ-ისთვის“ აჭიანურებს ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემა Siemens-ის მიწოდებას, მოიძებნა ალტერნატიული მიმწოდებელი ფრანგული კომპანია Framatome-ის სახით. ამავდროულად Reuters-ის ბოლო მონაცემებით, უნგრეთმა და ჩეხეთმა გაზარდეს რუსული ნავთობის შესყიდვა ნავთობსადენ „დრუჟბას“ სამხრეთ განშტოების მეშვეობით. უნგრეთმა უკვე შეუკვეთა რუსეთს ივნისის თვეში Urals-ის მარკის 900 ათასი ტონა ნავთობი (მაისში შეისყიდეს 750 ათასი ტონა). ხოლო ჩეხური კონცერნი Unipetrol-ი (მფლობელი – პოლონური PKN Orlen) გეგმავს ივნისში 430 ათასი ტონის შესყიდვას (მაისში შეისყიდეს 400 ათასი ტონა).

რაც შეეხება სანქციების მე-11პაკეტისთვის დადებულ ვეტოს, პეტერ სიიარტომ განაცხადა: „ყველასთვის ნათელია, რომ სანქციები ჩავარდა“. მისივე თქმით, „უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გზით დასრულების თაობაზე აშშ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ევროპელებმა მისცეს ვაშინგტონს შესაძლებლობა, მოეხდინა მათი პროვოცირება საკმაოდ არაგონივრული გადაწყვეტილების მისაღებად“.

ბუდაპეშტში მიმდინარე მშვიდობის საერთაშორისო ფორუმზე, პეტერ სიიარტომ ასევე ბრძანა: „გარდა იმისა, რომ ევროპაში მიმდინარეობს ომი და იღუპება ხალხი, ამ ომის გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები ყველაზე მკაფიოდ ისახება აქ, ევროკავშირში. ომის დაწყებიდან 15 თვის შემდგომ მისი ესკალაციის საფრთხე მხოლოდ იზრდება, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა აშშ-თან მიმართებაში შემცირდა“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები