სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

დავით ქართველიშვილი მელიაზე: სამშობლოსა და მოქალაქეობაზე შენმა ბელადმა თქვა უარი – იმ ბელადმა, დღეს საქართველოს შესახებ გაგონებაც რომ აღარ სურს

ნიკანორ, შენი შეკითხვა შემხვდა ფბ-ს სივრცეში: „რატომ ვეძახით უსამშობლოებს?“ – მეგონა შენს პარტიაზე იყო დასმული, თურმე ოცნებას ეხებოდა. მივხვდი, რომ მერამდენედ აგეწვა ეს თემა, რამეთუ ამ კომპლექსების რეციდივის უტყუარი ნიშანია, ის 180-გრადუსიანი რეალობის გამრუდება, როდესაც ისეთ პოზიციებში გადადიხართ შეტევაზე, რომლებიც იმდენად ღრმად გაქვთ…რომ ამოღებას აღარ ექვემდებარება. შენი ყოფილი ლექტორის სტატუსით, ვეცდები აგიხსნა – თუმცა, წინასწარ ვიცი, რომ უშედეგოდ, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას facebook სტატუს და მას არგუმენტებით პასუხობს.

როგორც ქართველიშვილი წერს, სამშობლოზე უარი 2008 წლის 5-დან 13 აგვისტომდე სწორედ ნიკა მელიას მეგობრებმა თქვეს, წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში.

,,ნიკანორ, შენი შეკითხვა შემხვდა ფბ-ს სივრცეში: „რატომ ვეძახით უსამშობლოებს?“ – მეგონა შენს პარტიაზე იყო დასმული, თურმე „ოცნებას“ ეხებოდა. მივხვდი, რომ მერამდენედ აგეწვა ეს თემა, რამეთუ ამ კომპლექსების რეციდივის უტყუარი ნიშანია, ის 180-გრადუსიანი რეალობის გამრუდება, როდესაც ისეთ პოზიციებში გადადიხართ შეტევაზე, რომლებიც იმდენად ღრმად გაქვთ…რომ ამოღებას აღარ ექვემდებარება. შენი ყოფილი ლექტორის სტატუსით, ვეცდები აგიხსნა – თუმცა, წინასწარ ვიცი, რომ უშედეგოდ…

ოცნებამ „უარი თქვა სამშობლოზე“ – პასუხი არასწორია. სამშობლოზე უარი 2008 წლის 5-დან 13 აგვისტომდე შენმა მეგობრებმა თქვეს, წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში. სიას თუ გინდა პირადში გამოგიგზავნი. სამშობლოსა და მოქალაქეობაზე შენმა ბელადმა თქვა უარი – იმ ბელადმა, დღეს საქართველოს შესახებ გაგონებაც რომ აღარ უნდა
„კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან” – დაჯექი მელია, ორიანი. კოლაბორაციაში ოკუპანტთან თქვენი ყოფილი გუბერნატორი გოროზია შევიდა, გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი. კოლაბორაცია ჰქვია КГБ-ს გენერლის ლევონ სტეფანიანის დაქვემდებარებაში ალეკო ხეთაგურის მამის და გიგა ბოკერიას სიდედრის სამუშაოდ მოწყობა.

კოლაბორაცია ჰქვია – საქართველოს სტრატეგიული წიაღისეული, სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტების გადაცემა ოკუპანტისთვის ერთი თავდაცვითი გასროლის გარეშე. ხოლო ცინიზმი და ღალატი ჰქვია 9 აპრილს რუსი ტურისტების ლარსზე ღვინით გამასპინძლება, რაც შენმა უსამშობლო ბელადმა გვაკადრა 2012 წელს

„პუტინის მეზარბაზნეები კი არ არიან, თავად არიან პუტინის ზარბაზნები“ – არა მხოლოდ ორიანი, მელიავ – მშობელთან ერთად მოხვალ. ოღონდ ზეპირად მომიყვებით თქვენი ბელადის თითოეულ სახოტბო ციტატას პუტინის მისამართით და ამას მოაყოლებთ სიას, რა ოდენობის საჩუქრები გადაეცით პუტინს თქვენთვის ესოდენ უცხო და ამოუცნობი სამშობლოს სხეულიდან

„ოცნება უსამართლოა“ – „ნაცების“ სამართალში ორიანსაც ვერ გიწერ ნიკანორ. გაგაგდებდი უშიშროების აკადემიიდან, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებ. პატრუშევისა და პუტინის დავალებით თქვენ ეს აკადემია დახურეთ, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროს მოუსპეთ სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი და ბევრი სხვა, თქვენთვის და პუტინისთვის საშიში და უხერხული მიმართულებები. რამეთუ აგვისტოსთვის ემზადებოდით ტანდემში – პუტინისთვის საქართველოს ტერიტორიები და მისი ეკონომიკა უნდა ჩაგებარებინათ, ხოლო თქვენ ამ ომით, კეზერას მიერ იარაღის უკანონო გაყიდვებით ნაშოვნი მილიარდები უნდა ჩამოგეწერათ და გაგეთეთრებინათ.

„ასე მოქცევას წინ უსწრებს სამშობლოზე უარის თქმა. ამდენად ვინც ასე იქცევა უკვე უსამშობლოა“ – ეს გრამატიკულად და შინაარსობრივად გამართული წინადადება შენ კვლავ ოცნებას გინდა მიაკერო. შანსი გაქვს ჩემი „რკინაბეტონის“ არგუმენტების წინაშე, შენივე დაწერილი ეს წინადადება საკუთარ პარტიაზე გაავრცელო. ამ შემთხვევაში – ჩვეულებისამებრ, სამიანს მაინც დაგიწერდი“, – წერს ქართველიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები