ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

დავით სონღულაშვილი – სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი გამართული და ეფექტიანი სამელიორაციო სისტემებია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო, რომელიც კომპანიის მიერ განხორციელებულ ძირითად პროექტებს, სისტემურ ცვლილებებსა და მიღწეულ შედეგებს მოიცავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანიის თანამშრომლებს 2025 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება 2026 წელს დასახული გეგმების სრულფასოვნად განხორციელება.

„„შპს საქართველოს მელიორაცია ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა. კოორდინირებული მუშაობის შედეგად შევძელით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება. თუ ჩვენ გვინდა სოფლის მეურნეობის განვითარება, უნდა გვესმოდეს, რომ მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი გამართული და ეფექტიანი სამელიორაციო სისტემებია. ამან განაპირობა მელიორაციის სამსახურის სახეცვლილება და განვითარების ახალი ეტაპის დაწყება. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებ სრულ მზადყოფნას, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისა და მთავრობის სხვა წევრების ჩართულობით, რათა ბიუჯეტითა და პრაქტიკული ნაბიჯებით სრულად იყოს უზრუნველყოფილი ის საჭიროებები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„2025 წელს „საქართველოს მელიორაციამ“ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სარწყავი და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდის, მომსახურების გაუმჯობესებისა და წყლის რესურსების რაციონალური მართვის მიმართულებით. განხორციელდა მნიშვნელოვანი ტექნიკური და ადმინისტრაციული ცვლილებები, ჩატარდა რეაბილიტაციისა და გაწმენდითი სამუშაოები სტრატეგიულ არხებსა და ნაგებობებზე, რამაც ათასობით ჰექტარ მიწაზე წყლის მიწოდების სტაბილურობა უზრუნველყო. პარალელურად, განახლდა ტექნიკური ბაზა და გაძლიერდა სამუშაოები რეგიონებში, რაც დადებითად აისახება როგორც სოფლის მეურნეობაზე, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე.

ანგარიშის წარდგენისას, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2025 წლის მარტიდან დაწყებულ რეორგანიზაციაზე, რომლის შედეგად გაძლიერდა ინსპექტირების სამსახური, შეიქმნა საინფორმაციო-სასწავლო ცენტრი და დაიწყო ინტერაქტიული რუკის შემუშავება; 14 წლიანი პაუზის შემდეგ, სემეკის მიერ დადგინდა ახალი სარწყავი ტარიფი; შეიქმნა კომპანიის ახალი ლოგო და ბრენდ ბუქი; რეფორმების შედეგად გაუმჯობესდა შიდა კოორდინაცია და ოპერატიული მართვა, გაიზარდა შემოსავლების ამოღების მაჩვენებელი და რეკორდულად გაიზარდა დაკონტრაქტებული სასოფლო-სამეურნეო ფართობები – 60 440 ჰექტარიდან 74 000 ჰექტრამდე.

2026 წელს კომპანიას დაგეგმილი აქვს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია, წყალსაცავების მშენებლობა და განახლება, კლიმატ-გონივრული ირიგაციის პროგრამის განხორციელება, ასევე, ბილინგისა და სადისპეტჩერო მონიტორინგის (SCADA) სისტემების დანერგვა. დაგეგმილია რეგიონული ოფისებისა და თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტების მომსახურების სივრცეების მოწყობა“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პიტერ სიიარტო – ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ არ იცოდა უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ, რეალობა კი – სხვაა

ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ არ იცოდა ვიზიტის შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობამ ვიზიტი უკრაინის საგარეო სამინისტროსთან არ შეათანხმა, რეალობა კი სხვაა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.ამგვარად, სიიარტო ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ იცის, რას აკეთებს უკრაინაში უნგრეთის დელეგაცია.სიიარტოს განმარტებით, უნგრული დელეგაციის ვიზიტი წინასწარ იყო შეთანხმებული და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს. მისი თქმით, 10 მარტს უნგრეთის საელჩომ უკრაინის საგარეო სამინისტროს ოფიციალურად აცნობა, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მეთაურობით დელეგაცია „დრუჟბას“ მილსადენის მდგომარეობის შესამოწმებლად ჩავიდოდა.პიტერ სიიარტო ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნგრეთში ნავთობის მიწოდება მაშინ შეაჩერა, როდესაც საზღვაო გზით ნავთობის გადაზიდვა ყველაზე არაპროგნოზირებადია და „დრუჟბა“ ერთადერთ რეალურ ალტერნატივად რჩება.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკმ განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო. „არ ვიცი, რას აკეთებს დელეგაცია აქ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მითხრა, რომ რამდენიმე ადამიანი ჩამოვიდა. მათ ეს კერძო მოგზაურობად შეაფასეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე ირანის თავდასხმებს გმობს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც გმობს ირანის თავდასხმებს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე.რეზოლუცია ასევე მოითხოვს ირანის მხრიდან ყველა თავდასხმისა და მუქარის, მათ შორის, დაჯგუფებების მეშვეობით განხორციელებული თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.დოკუმენტი ასევე გმობს ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობის შეფერხებისკენ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას.რეზოლუციას 130-ზე მეტი თანაავტორი ჰყავდა. მას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რუსეთმა და ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.როგორც „ბიბისი“ წერს, რეზოლუცია აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს არ მოიცავს.

ლიეტუვა: უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა ერთ წელიწადში 10 ათასზე მეტით გაიზარდა

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა გასული წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 მარტის მდგომარეობით, ლიეტუვაში სულ 53 379 უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობდა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 43 071-ს, ხოლო 2024 წლის მარტის დასაწყისში 39 468-ს შეადგენდა.განახლებული მონაცემები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლიეტუვის ხელისუფლებამ, ევროკავშირის დროებითი დაცვის მექანიზმის ფარგლებში, უკრაინელ ლტოლვილებზე გაცემული დროებითი ბინადრობის ციფრული ნებართვების შეცვლის პროცესი დაასრულა.მიგრაციის დეპარტამენტის განცხადებით, ახალი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინიდან გამოქცეული უკრაინელების უმეტესობა, ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლისა ან სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად, ლიეტუვაში დარჩენას ამჯობინებს.„რა თქმა უნდა, უკრაინელ ლტოლვილთა გადაადგილება არ შეჩერებულა, ისინი კვლავ საკმაოდ აქტიურად მიგრირებენ. თუმცა, უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ იმ ლტოლვილების უმრავლესობა, რომლებიც ადრე ჩამოვიდნენ და ლიეტუვაში, სულ მცირე, ერთი წელია ცხოვრობენ, ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად მკვიდრდება“, - ნათქვამია მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, ინდრე გასპერეს განცხადებაში.ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2022 წლის მარტში აამოქმედა. თავდაპირველად, ის ერთი წლის ვადით შემოიღეს, თუმცა მას შემდეგ რამდენჯერმე გახანგრძლივდა.უკრაინელ ლტოლვილებსა და მათი ოჯახის წევრებზე გაცემული, ამჟამად მოქმედი ბინადრობის ციფრული ნებართვები მომავალი წლის 4 მარტამდეა ძალაში. ლიეტუვაში ლეგალური სტატუსის შესანარჩუნებლად, დოკუმენტის მფლობელებმა ის ყოველწლიურად უნდა განაახლონ ან შეცვალონ.დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ნებართვა 42 500-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა განაახლა ან შეცვალა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი თითქმის 37 000-ს შეადგენდა.2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ლიეტუვის მიგრაციის საინფორმაციო სისტემა MIGRIS-ში 103 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი დარეგისტრირდა, თუმცა ყველა მათგანი ქვეყანაში არ დარჩენილა.

უკრაინა მსოფლიოში იარაღის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია

2021-2025 წლებში უკრაინა, 9.7%-იანი წილით, ძირითადი შეიარაღების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა მსოფლიოში. უკრაინისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და პოლონეთი. ეს ინფორმაცია სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ახალ ანგარიშშია შეტანილი.ანგარიშის თანახმად, 2021-2025 წლებში იარაღის უმსხვილესი იმპორტიორების ხუთეულში შედიან:უკრაინა; ინდოეთი; საუდის არაბეთი; კატარი; პაკისტანი.დოკუემენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან, უკრაინას ძირითადი შეიარაღება, სულ მცირე, 36-მა სახელმწიფომ მიაწოდა. უმსხვილესი მიმწოდებლები არიან:აშშ (უკრაინის იარაღის იმპორტის 41%); გერმანია (14%); პოლონეთი (9.4%).ამავდროულად, SIPRI -ი აცხადებს, რომ 2025 წელს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოცულობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე 2023 ან 2024 წლებში. ამის მიზეზი, კერძოდ, 2025 წელს აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებაა. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საგრძნობლად გაიზარდა აშშ-დან უკრაინაში იარაღის ექსპორტის გასაიდუმლოების ხარისხი, რაც ართულებს სანდო შეფასებების მომზადებას.2025 წელს, სულ მცირე, 25 სახელმწიფო დათანხმდა აშშ-სგან ძირითადი შეიარაღების შეძენას უკრაინისთვის გადასაცემად. ამ იარაღის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და მართვადი ბომბების მიწოდება, SIPRI-ის მიერ ფიქსირდება, როგორც აშშ-დან იარაღის ექსპორტი. იარაღის ექსპორტი მსოფლიოში ძირითადი ტიპის შეიარაღების ექსპორტის მოცულობა 2021-2025 წლებში, წინა ხუთწლიან პერიოდთან (2016-2020) შედარებით, 9.2%-ით გაიზარდა. ამავდროულად, რუსეთი არის ათეულში შემავალი ერთადერთი მიმწოდებელი ქვეყანა, რომლის იარაღის ექსპორტი შემცირდა. ამერიკის შეერთებული შტატები; საფრანგეთი; რუსეთი; გერმანია; ჩინეთი; იტალია; ისრაელი; გაერთიანებული სამეფო; სამხრეთ კორეა; ესპანეთი.SIPRI-ის მონაცემებით, ხუთმა უმსხვილესმა მომწოდებელმა — შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, რუსეთმა, გერმანიამ და ჩინეთმა — ამ პერიოდში მთლიანი იარაღის 70% გაყიდეს ექსპორტზე.2021-2025 წლებში, აშშ-ზე მოდიოდა იარაღის საერთაშორისო მიწოდების 4%, მაშინ როცა 2016-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 36% იყო. 2021-2025 წლებში აშშ-მ იარაღის ექსპორტი 99 ქვეყანაში განახორციელა. ამავდროულად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად, აშშ-ის იარაღის ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ევროპაზე მოდიოდა (38%), და არა ახლო აღმოსავლეთზე (33%).საფრანგეთი, იარაღის გლობალური ექსპორტის 9.8-პროცენტიანი წილით, რიგით მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა, ხოლო მისი იარაღის ექსპორტი, 2016-2020 და 2021-2025 წლების პერიოდებს შორის, 21%-ით გაიზარდა.რუსეთმა მესამე ადგილი დაიკავა და ერთადერთია იარაღის ათ უმსხვილეს მიმწოდებელს შორის, რომლის ექსპორტი შემცირდა (-64%).საერთო ჯამში, რუსეთის წილი იარაღის გლობალურ ექსპორტში 21%-დან (2016-2020 წლები) 6.8%-მდე (2021-2025 წლებში) შემცირდა. 2021-2025 წლებში რუსეთი ძირითადი ტიპის შეიარაღებას 30 სახელმწიფოსა და 1 არასახელმწიფო აქტორს აწვდიდა. რუსეთის იარაღის ექსპორტის თითქმის სამი მეოთხედი (74%) 2021-2025 წლებში ინდოეთზე (48%), ჩინეთსა (13%) და ბელარუსზე (13%) გადანაწილდა.ამავდროულად, გერმანიამ ჩინეთს გადაასწრო და 2021-2025 წლებში იარაღის მეოთხე უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. გლობალურ ექსპორტში მისმა წილმა 5.7% შეადგინა. გერმანული იარაღის მთელი ექსპორტის თითქმის მეოთხედი (24%) უკრაინას დახმარების სახით გადაეცა, 17% კი ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგზავნა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ადვოკატის, ჩვენი კოლეგის, პაატა ბერიძის გარდაცვალების გამო. პაატა მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ადვოკატის პროფესიას და ადამიანის უფლებების დაცვას.ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას''-წერს სოციალურ ქსელში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი

ბოლო სიახლეები