ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

დავით სონღულაშვილი: რეგიონებში ვიზიტები რეგულარულ ხასიათს მიიღებს – ჩავალთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რათა უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს ფერმერებთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფერმერებს შეხვდა. მინისტრმა აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი დაათვალიერა და მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დავიწყეთ ვიზიტები რეგიონებში. დღეს აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი გავხსენით და შეხვედრები გავმართეთ სამეგრელოს, იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან. მნიშვნელოვანია მათი აქტიური მონაწილეობა ამ გამოწვევის დაძლევაში. აუცილებელია ყველა მათგანის ჩართულობა, რათა ერთად შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფერმერებთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე და რეგიონებში აქტიური ვიზიტების აუცილებლობაზე.

„რეგიონებში ვიზიტები რეგულარულ ხასიათს მიიღებს – ჩავალთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რათა უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს ფერმერებთან. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვადებში ადგილზე გავეცნოთ არსებულ გამოწვევებს, რომლებიც კონკრეტულ აგროკულტურებს უკავშირდება და შესაბამისი გადაწყვეტილებებით შევძლოთ ეფექტიანობის გაზრდა. აგროსასურსათო პროდუქციის ზრდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას ანდრია ბაუჟაძის გარდაცვალების შესახებ ქვედა სამების საჯარო სკოლა ავრცელებს.„ქვედა სამების საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილით და მწუხარებით იუწყება ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ანდრიანოს (რომლის ორსული მეუღლე რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად დაიღუპა) ნაადრევი გარდაცვალების შესახებ.ანდრიანო იყო კეთილი, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ბიჭი. მისი დაკარგვა უდიდესი ტკივილია ჩვენი სკოლის საზოგადოებისათვის.ვუსამძიმრებთ ანდრიანოს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და კლასელებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვდგავართ მათ გვერდით ამ რთულ დროს. მშვიდად განისვენე, ანდრიანო…“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.ცნობისთვის, 20 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში 2024 წლის ოქტომბერში მოყვა. ქობულეთში, მანქანით ნაძვს შეეჯახნენ. სამწუხაროდ, ანანო ხურციძე ადგილზევე დაიღუპა.როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, ბიჭი ბათუმში, „ბაუს“ კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა თავზე. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.

მარიამ ქვრივიშვილმა AIM Congress – ის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საინვესტიციო კონგრესის (AIM Congress) ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ორგანიზებით ქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. ღონისძიება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ერთობლივი მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და მაღალი რანგის პირები, მათ შორის, ბაჰრეინიდან, მონტენეგროდან, ეგვიპტიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.მინისტერიალის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე, მიმდინარე სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ტურიზმის ხელშეწყობის სტრატეგიაზე, რომლის შემადგენელი ნაწილია ქვეყნის სახმელეთო და საავიაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარება. მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება ხელს უწყობს დაკავშირებადობას, რაც დადებითად აისახება როგორც უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიაზე, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე.„საქართველოს მთავრობის მიზნობრივმა და ეფექტურმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, ტურიზმის სტატისტიკაზე დადებითად აისახება. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის მატებას ასევე იწვევს გაზრდილი ინვესტიციები ტურიზმში, ახალი საწოლი ადგილების შექმნა, ლიბერალური სავიზო რეჟიმების შემოღება და ღია ცის პოლიტიკა ავიაციაში და სხვ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება დარგის კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში - 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 300 მლნ. აშშ დოლარით, 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია ინვესტიციებისთვის, რასაც ხელს უწყობს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დარგში საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებზე, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობაზე“ (Business READY), რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის საუკეთესო სამეულშია, ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევას „Investment Policy Review“ და Fraser Institute-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2024“ რეიტინგს, სადაც საქართველო უპირობო ლიდერია ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანასა და ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის.ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზელენსკი: უკრაინაში რუსეთის მხარეს ჩინეთის 155 მოქალაქე ომობს

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის შემადგენლობაში ჩინეთის 155 მოქალაქე ომობს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.„ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ და ვფიქრობთ, რომ მათი რიცხვი დიდია. ჩვენ გვაქვს 155 საპასპორტო მონაცემი, სადაც წერია მათი ასაკი და ადგილები, სადაც ისინი მსახურობენ: 70-ე, 71-ე და 225-ე მოტომსროლელი პოლკები და ასე შემდეგ“, - თქვა ზელენსკიმ.უკრაინის ლიდერმა აგრეთვე თქვა, რომ ჩინელებს სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკის“ მეშვეობით იბირებენ. მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ ამის შესახებ არაფერი იცის. ზელენსკის აზრით, გადაბირების სხვა სქემებიც არსებობს.ჩინეთის გადაბირებული მოქალაქეები მოსკოვში ჩაჰყავთ. იქ ისინი სამედიცინო შემოწმებას გადიან, ხოლო შემდეგ ერთი-ორი თვით საწვრთნელ ცენტრში სამხედრო მომზადებას გადიან. ჩინელებს აძლევენ მიგრაციულ და საბანკო ბარათებს, აღნიშნა ზელენსკიმ.ცნობისთვის, ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევეს, რომლებიც რუსული ჯარის შემადგენლობაში იბრძოდნენ.

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რუსეთში, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 49კმ-ში მოხდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ლევან სამუშია კითხვაზე, გაემგზავრა თუ არა „ლელოს“ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დღეს მოსკოვში – საერთოდ არ ვიცი პარტიის 40 ათასი წევრიდან ვინ სად გაემგზავრა

ჩვენი პარტიის ლიდერშიპი, ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭო, ჩვენი პარტიის ყველა, ვინც არის, იკითხეთ სად არიან. რა რუსეთში წარგზავნა? - ასე უპასუხა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან სამუშიამ, შეკითხვას იმის შესახებ, გაემგზავრა თუ არა „ლელოს“ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ რომელაშვილი დღეს მოსკოვში. როგორც სამუშიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, მან საერთოდ არ იცის თამარ რომელაშვილი ვინ არის და გავრცელებულ ინფორმაციას სიბინძურის ნიაღვარი უწოდა. მისივე თქმით, პარტიის 40 ათასი წევრიდან, ვინ სად მიემგზავრება, ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. „რა თამარ რომელაშვილი? საერთოდ არ ვიცი. როდესაც ასეთი სიბინძურის ნიაღვარი მოდის, ეს სად იგეგმება იცით? როგორ არის იცით? გაღმით შეედავეო, ზუსტად ეგ სიტუაციაა. ხელისუფლება არის რუსული, ხელისუფლება აკეთებს რუსულ საქმეს და ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, ვინც საქართველოსთვის იბრძვის და ქართულ საქმეს აკეთებს, იმას აბრალებთ რუსობას და რუსულ რაღაცებს. მაგრამ ეს ხომ მორიგი სიგიჟეა, არავინ დაიჯერებს. სპეც.მისიით „ლელომ“ გაამგზავრა ადამიანიო, უხერხულია ამაზე საუბარი. ჩვენს პარტიას ჰყავს ათიათასობით წევრი. ამით ცდილობთ რაღაც-რაღაცებს. საერთოდ არ ვიცი პარტიის 40 ათასი წევრიდან ვინ სად გაემგზავრა. პარტიაში გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური საბჭო, ჰყავს აღმასრულებელი მდივანი, ჰყავს პოლიტიკური მდივანი, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს მდივანი, პარტიის თავმჯდომარე და მე ვარ პოლიტსაბჭოს წევრი.“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ბოლო სიახლეები