სამშაბათი, ივლისი 8, 2025

დავით ოქიტაშვილი ხელოვნების, მასმედიის, სპორტის და ტურიზმის პროფკავშირის პრეზიდანტად აირჩიეს

დღეს  საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის მე-9 ყრილობა გაიმართა. ყრილობის გადაწყვეტილებით ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირულ ორგანიზაციას შემოუეერთდა სხვადასხვა დარგის პროფკავშირული ორგანიზაციები და მის საფუძველზე შეიქმნა ხელოვნების, კულტურულ-საგანმანათლებლო, მასმედიის, სპორტისა და ტურიზმის პროფესიული კავშირი. ყრილობის დელეგატების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ახალი გაერთიანებისა და კავშირის პრეზიდენტად ერთხმად არჩეულ იქნა დავით ოქიტაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ეუბნება უკრაინაზე, სიმართლე ისაა, რომ ის ყოველთვის კეთილგანწყობილია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს უაზრობაა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ესაუბრება უკრაინაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპმა აღნიშნა, რომ არ არის კმაყოფილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით.„მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით. ახლა ამის თქმა შემიძლია, რადგან ის კლავს ძალიან ბევრ ჯარისკაცს, თავის ჯარისკაცებსაც და სხვებსაც. ახლა ეს რიცხვი კვირაში 7 000-მდეა და მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით. პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ეუბნება უკრაინაზე. სიმართლე ისაა, რომ ის ყოველთვის კეთილგანწყობილია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უაზრობაა“, – განაცხადა ტრამპმა.რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით კითხვაზე, ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება.„დიახ, მე განვიხილავ. ვხედავ, რომ სენატი იღებს და დაამტკიცებს ძალიან, ძალიან მკაცრ სანქციებს. ეს არის არჩევითი კანონპროექტი და მე ამას ძალიან მკაცრად ვუყურებ“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს უგზავნის.„ჩვენ გვსურს თავდაცვითი იარაღის მიწოდება, რადგან პუტინი არ ექცევა ადამიანებს სწორად. ამიტომ, ჩვენ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს ვუგზავნით და მე ეს დავამტკიცე“, – განაცხადა ტრამპმა.

ტყეში გაჩენილი ხანძარი მარსელს მიუახლოვდა, დაიხურა მარსელის აეროპორტი, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა

ტყეში გაჩენილი ხანძარი მარსელს მიუახლოვდა.„ბიბისის“ ცნობით, ცეცხლი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად ვრცელდება ქალაქის შემოგარენს მიუახლოვდა.მანამდე, ხანძრის გამო დახურეს მარსელის აეროპორტი.ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასშტაბური ხანძრების გამო, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მძვინვარებს, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია.საფრანგეთის რკინიგზაში განაცხადეს, რომ სარკინიგზო ხაზებთან ახლოს გაჩენილი ხანძრების გამო მარსელიდან ჩრდილოეთით და დასავლეთით მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა მატარებელმა შეიძლება ოთხი საათი დაიგვიანოს.მარსელის მერმა მოუწოდა მოქალაქეებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.ადგილობრივებმა ფრანგულ მედიას უთხრეს, რომ მოქალაქეების ნაწილი ქალაქის დატოვებას ცდილობს და ამიტომ, გზებზე დიდი საცობებია.ფრანგული მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარსელის ჩრდილოეთ ნაწილში მთებში ძლიერი ხანძარია.ფრანგული მედიის ცნობით, მარსელსა და ახლომდებარე რეგიონებში 19 მაისის შემდეგ არ უწვიმია.

ალექსანდრე ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გაათვისუფლეს

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ალექსი ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.მანამდე, სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის ინტერესშია გამოძიებასთან თანამშრომლობა.„ჩემს ინტერესშია, გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს მეგობარზეა საუბარი. დანაშაული არ ჩამიდენია. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიების პროცესში.  სიმართლე დადგინდება, გარემოების ბრალია“, – აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა.ახვლედიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით აქვს წარდგენილი ბრალი, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით 7 ივლისს დააკავეს.გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე  სტუმრად იმყოფებოდა ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის სახლში.პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ESPN-მა შერეულ ორთაბრძოლებში 2025 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა და საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი დაასახელა

ESPN-მა შერეულ ორთაბრძოლებში 2025 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა და საუკეთესო მებრძოლად UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი დაასახელა.ამერიკულმა მედიაჰოლდინგმა შერეული ორთაბრძოლების 13 ექსპერტისგან შემდგარ ჟიურის სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოს გამოვლენა სთხოვა. აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ღონისძიებად UFC 317 დასახელდა, რომლის მთავარ ბრძოლაშიც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.„მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ ლიდერობა გაინაწილეს, თუმცა მცირე უპირატესობა მერაბ დვალიშვილს მივანიჭეთ. ორივე ქართველია და ერთმანეთისთვის ახლო მეგობრები არიან.მერაბ დვალიშვილმა გასულ ექვს თვეში თავისი ტიტული ორჯერ დაიცვა, მაშინ, როცა ილია თოფურიამ ერთი შეხვედრა ჩაატარა. დვალიშვილმა იანვარში, UFC 311-ზე, უმარ ნურმაგომედოვს პროფესიული კარიერის განმავლობაში პირველი მარცხი გაუფორმა — რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევაა.ამ წარმატებას მოჰყვა მისი დამაჯერებელი გამარჯვება შონ ო’მალისთან შეხვედრაში, რომელიც ივნისში, UFC 316-ის ფარგლებში შედგა. ამ შედეგებით დვალიშვილი ESPN-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში მესამე ადგილზე გადავიდა.ამჟამად ქართველი ტიტულის მორიგი დაცვის თარიღს ელოდება — მისი მომდევნო მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება. თოფურიას კი, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლა არ მოუწევს. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ დეკემბერში კვლავ ამავე დებატს დავუბრუნდებით — ვინ იქნება წლის საუკეთესო მებრძოლი“, – წერს გამოცემა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია უნიკალური აკადემიური პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდების სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენას, კვლევითი კომპეტენციების განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. სამეცნიერო ღონისძიება 57 დარგობრივ სექციად წარიმართა და მასში 580-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავა 3-მა სექციამ და ნაშრომი წარადგინა 18-მა სტუდენტმა; ენერგეტიკის ფაკულტეტი 6 სექციითა და 46 სტუდენტით წარსდგა; სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი - 5 სექციითა და 39 სტუდენტით; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - 6 სექციითა და 51 სტუდენტით; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი - 2 სექციითა და 39 სტუდენტით; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი - 2 სექციითა და 55 სტუდენტით; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე 133 სტუდენტმა 9 სექციად იმუშავა; დიზაინის საერთაშორისო სკოლის 23 სტუდენტმა - 1 სექციად; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე - 54 სტუდენტმა 6 სექციად, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე - 20 სტუდენტმა 4 სექციად, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 52 სტუდენტმა 66 სექციად; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე - 13 სტუდენტმა 1 სექციად, ხოლო სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე 6-მა სექციამ 37 სტუდენტის მონაწილეობით იმუშავა.სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელმაც მიმდინარე წლის 5 ივნისიდან 21 ივნისამდე გასტანა, პირველი ადგილი მოიპოვა 143-მა სტუდენტმა, მეორე - 105-მა, ხოლო მესამე 63-მა. კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებსა და ორგანიზატორს - სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელს ლევან ფიფიას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი კვლევითი პოტენციალი, გაიღრმავონ აკადემიური უნარები და საერთაშორისო მასშტაბით ჩაერთონ სამეცნიერო დიალოგში.რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტს, პროგრამულ ჯგუფებს, ტექნიკურ პერსონალს და იმ მენტორებს, რომელთა დახმარებითაც სტუდენტებმა ღირსეული და მაღალაკადემიური ნაშრომების წარდგენა შეძლეს. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა მხარდამჭერი და მომავალშიც არაერთ ინიციატივას განხორციელებს სტუდენტური კვლევების წასახალისებლად.„გვახარებს ის გარემოება, რომ კონფერენცია ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იძენს და საერთაშორისო სტუდენტების მონაწილეობაც იზრდება. ეს ადასტურებს ჩვენი უნივერსიტეტის მზარდ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში. სტუდენტების მონდომება და კვლევითი ინტერესები ნამდვილად იმსახურებს აღიარებას. ეს კონფერენცია არა მხოლოდ შედეგების გაზიარებაა, არამედ ახალი სამეცნიერო იდეების, თანამოაზრეების მოძიებისა და სამომავლო თანამშრომლობის დასაწყისიცაა.პირველ რიგში, მსურს გულითადად მივულოცო თითოეულ მონაწილეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობა. მათ წარმოაჩინეს შთამბეჭდავი კვლევითი ნაშრომები, ახალი ხედვები და ინოვაციური იდეები, რაც ნათლად მეტყველებს მომავალი თაობის ინტელექტუალურ პოტენციალზე.კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მრავალმხრივი თემატიკა სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების, ინფორმატიკის, ხელოვნური ინტელექტის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ქიმიური ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის ინჟინერიის, სამთო-გეოლოგიის, ენერგეტიკისა თუ ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სტუდენტებმა გამოავლინეს ღრმა და მრავალმხრივი ცოდნა თავიანთ სფეროებში.სტუდენტების ენთუზიაზმი, მეცნიერებისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვა ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. დარწმუნებული ვარ, ეს კონფერენცია ახალგაზრდა თაობის პროფესიული განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდებს“, - აცხადებს რექტორი.

ბოლო სიახლეები