შაბათი, ივლისი 12, 2025

დავით მირცხულავა: „ნამახვანი ჰესი“ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით

როდესაც ადამიანები სვამენ კითხვებს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის უსაფრთხოებაზე, საიმედოობასა და მის ზეგავლენაზე კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში, ეს ბუნებრივია, სამართლიანია, თუმცა, ჩატარებულია უამრავი, ძალიან მაღალკვალიფიციური კვლევა, რომლებიც ასაბუთებენ, რომ ეს გავლება იქნება მინიმალური. თუ, რა თქმა უნდა, ეს კვლევები მუდმივად გაგრძელდება, როგორც ჰესის მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე, ამიტომ საჭიროა მუდმივი, საზოგადოებრივი მონიტორინგი ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ჰიდროელექტროსადგურზე საქართველოს ენერგოსისტემისთვის, – ამის შესახებ დავით მირცხულავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ნამახვანი ჰესის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკისთვის თუნდაც ის არის, რომ ჰესს შეეძლება, ფაქტიურად, მილიარდნახევარი კილოვატ/საათის გამომუშავება სწორედ პიკის საათებში, როცა ყველაზე ძვირია იმპორტირებული ელექტროენერგია.

„რეალურად, დღესაც თუ შევადარებთ იმპორტირებული ენერგიის ფასს, მაგალითად, რუსეთიდან, დღის საათებში, ის გაცილებით მეტია, ვიდრე გრძელვადიანი კონტრაქტით არის „ნამახვანთან“ განსაზღვრული – თითქმის ორ ცენტამდე აღწევს სხვაობა. ესე იგი, „ნამახვანი ჰესის“ საშუალებით ჩვენ, საკუთარი რესურსით ჩავანაცვლებთ პიკურ ენერგიას“ – აღნიშნა მირცხულავამ.

ექსპერტის აზრით, ასეთ სადგურებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს განახლებადი ენერგიების ინტეგრირებისთვისაც – საუბარია დაახლოებით 1350 მგ/ვტ ქარის და დაახლოებით 500 მგ/ვტ-ზე მეტი მზის ენერგიის ინტეგრირებაზე და მირცხულავას თქმით, სწორედ ამ განახლებადი ენერგიის რესურსის სრულად ათვისებისთვის ესაჭიროება ქვეყანას ისეთი სარეზერვო სიმძლავრეები, როგორიც შეიძლება ჰქონდეს „ნამახვანი ჰესს.“

„პროექტი ასევე უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური მახასიათებლებით – წარმოიდგინეთ, საქართველოს ბიუჯეტისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს პირდაპირი ინვესტიცია, რაც წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იქნება. ამის შეცვლა რაიმეთი წარმოუდგენელია და ამას უზარმაზარი გავლენა ექნება სწორედ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე“ – განაცხადა დავით მირცხულავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ, რომ გახარიას მინისტრობის პირობებში, 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რამაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, ეს საქმე...

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი, შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამ საქმის ხელახალ გამოძიებას ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს.„შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს. 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი რომ იყო, ეს დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ. ამავე სასამართლომ დაადგინა, რომ შემდეგ, დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი.ჩვენ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოდან ორი მოცემულობა. ერთი, დადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მოტივი და მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა. აბა, პარლამენტს სიამოვნების გამო არავინ შტურმით არ იღებს. აქვე გავახსენებ ყველას, რომ ევროკავშირი თავად იყო ჩართული, რომ ამ შტურმის მონაწილეები გარეთ ყოფილიყვნენ. შეგახსენებთ, ნიკა მელიას გირაო ბრიუსელს აქვს გადახდილი, იმიტომ იყო ის გარეთ. ბრიუსელს ჰქონდა გადახდილი იმ ადამიანის გირაო, რომელიც იმ შტურმში მონაწილეობდა, რომელზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე. აქაც კიდევ ერთხელ ისმის კითხვის ნიშნები ბრიუსელის მიმართ, რა პროცესებთან გვქონდა საქმე და რას ახალისებდა; მეორე, არის უკვე კანონიერ საზღვარს გაცდენილი აქციის დაშლის ოპერაცია და ღონისძიება. ამ საკითხს იძიებს ახლა პროკურატურა. ჩვენ ვნახეთ, რომ, ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში, ამ აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია, ეს საქმე იყოს გამოძიებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ჩვიდმეტ ქვეყანას ვეტყვი: თავიანთ ქვეყნებში ჩაიხედონ, მათ პოლიციელს რომ წიხლით შედგეს, პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მოითმენენ?! ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის,...

მნიშვნელოვანია, შეწყდეს უსამართლო თავდასხმა საქართველოზე და აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან დაავადდა ამ სენით ბრიუსელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ეს არის ის, რაც მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს და ამას აჩვენებს გამოკითხვები, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიმართ ნდობა ეცემა.„არ ვიცი, პოლიციელზე წიხლით შედგომა, ასაფეთქებელი პიროტექნიკის დამიზნებით სროლა, პარლამენტის დაწვა თუ არის მშვიდობიანი ქმედება? ამ ჩვიდმეტი ქვეყანას ვეტყვი ერთ რამეს: თავიანთ ქვეყანაში ჩაიხედონ და მათ პოლიციელს რომ წიხლით შედგეს ვინმე, მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, მოითმენენ ამ ყველაფერს და არ ექნებათ რეაგირება?! სამწუხარო, იცით, რა არის? ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის. ეს არის უბრალოდ უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც, როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის, დაბალ ღობედ გვთვლის. ჩვენ პოლიციელებს წიხლები უნდა ურტყან, ქვები, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლონ და ეს არის მათი გადმოსახედიდან ნორმალური. ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს ჩვენი მოსახლეობის იმედგაცრუებას. ამას აჩვენებს გამოკითხვები, როდესაც ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა, რადგან უყურებენ, რომ ზემოდან დაგვყურებენ, როგორც თითქოს მეორეხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუკი მათ მიერ დაფინანსებული ხალხის მხრიდან ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს და ეს არის მთავარი განწყობა ქართველ ხალხში. მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დაავადდა ამ სენით ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქის გარემოცვა, რომ ამ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე.„გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა შეაჩეროს საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა. ის ხალხი, სახელმწიფოები, ხელისუფლებები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელისთვის ქვის და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის მშვიდობა, არ აცნობიერებენ, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. ამიტომ ეს არის მთავარი – დასრულდეს ფარისევლობა და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზიდან დროზე მობრუნდნენ, დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

ილია მეორე – ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეებს

განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მილოცვაშია აღნიშნული.როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ხვალ ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას, რომელთა სახელზეც სვეტიცხოველია აგებული და ეს დღე განსაკუთრებულია.„განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ.ხვალ კი ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას. მოგეხსენებათ, სვეტიცხოველი მათ სახელზეა აგებული და, ამდენად, ეს დღე ჩვენი ერისთვის და ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია. სვეტიცხოვლის გამორჩეულობას კი არა მარტო საქარველოში, არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის, რომ აქ დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.დასავლეთ საქართველოში დაცულ სიწმინდეთაგან კი ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ღვთისმშობლის სამოსელი. 15 ივლისს სწორედ მისი ხსენების დღეა – ვლაქერნობა. როგორი მადლით აღსავსე დღეებია! როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი!ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ. წყალობა და შეწევნა უფლისა, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, მოციქულთა და ყოველთა წმინდათა ღვთისათა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.

„ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით… ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი…” – რას ამბობს თვითმხილველი რიკოთზე მომხდარ ავარიაზე რომელსაც სამი ადამიანი მათ შორის 3 წლის ბავშვის...

რიკოთზე წუ­ხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.არსებული ინფორმაციით, ტრა­ი­ლერ­ი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლს დაეჯახა.თვითმხილველების თქმით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, დაღუპულია 3 წლამდე ბავშვი.ავა­რი­ის გამო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რი­კოთ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო.„არ ვიცი, ახლა ამას აქ რატომ ვწერ, დილის 05:16 საათია. ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით, ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი, ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, და აი, ეს მოხდა! 5 წლის ბავშვი წამებში გარდაიცვალა! ცოცხალია მშობლები და 2 შვილი, თუმცა არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან რა გამოიყვანთ... ერთი მინდა გითხრათ, გაუფრთხილდით თქვენს თავებს და სხვებს. არავინ ვიცით, ჩვენ გადაწყვეტილებებს რა მოჰყვება. ძალიან გთხოვთ, იარეთ ნელა!" - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.ამ დროისთვის რიკოთზე მოძრაობა აღდგენილია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1300-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 1300-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს. ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით "ესოშიეითედ პრესმა" გაავრცელა.როგორც საქმესთან დაკავშირებულმა წყარომ გამოცემას უთხრა, დიპლომატიური უწყება გათავისუფლების შესახებ წერილს იმ 1,107 საჯარო მოხელეს და დიპლომატიური სამსახურების 246 თანამშრომელს უგზავნის, ვინც შეერთებულ შტატებში მსახურობს.სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს ოფიციალურად 120 დღეში გაათავისუფლებს, საჯარო მოხელეებს კი 60 დღის შემდეგ.

ბოლო სიახლეები