პარასკევი, მაისი 2, 2025

დავით მათიკაშვილი: „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ძალიან მყარი პოლიტიკური ორიენტირი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ

„ქართულ ოცნებას“ გააჩნია ძალიან მყარი პოლიტიკური ორიენტირი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რაზე იქნება ორიენტირებული პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა.

დავით მათიკაშვილის თქმით, ხელისუფლების ორიენტირი და მიზანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ, 2012 წლიდან, თუმცა გამორჩეულად ბოლო ეს რამდენიმე წელიწადია მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო და არის სამწუხაროდ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. უნდათ ქვეყანა პროქსი მოცემულობად გამოიყენონ, პირდაპირ დავარქვათ, საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ ქართველი ხალხი იმისთვის, რომ გლობალურმა „დიფ სთეითმა“ თავის მავნებლურ მიზნებს მიაღწიოს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბუნებრივია, ორიენტირიც შესაბამისად აქვს ხელისუფლებას გაცხადებული იმ მიზნების მისაღწევად, რაც ერთი მხრივ წინ აღუდგება ამ ბოროტი განზრახვების შესრულებას და მეორე მხრივ გააგრძელებს ქვეყნის მყარ, მდგრად განვითარებას.

„ეს არის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ 9,3 პროცენტიანი ზრდა გვაქვს ბოლო რამდენიმე თვეში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ეს არის ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და რომლის მიღწევაც აბსოლუტურად შესაძლებელია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოზარ სუბარი ნავთლუღის სპეცოპერაციაზე: უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს. ეს იყო სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის აღსრულება, რომ შიში უნდა ჰქონოდათ...

აბსოლუტურად უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაზე საუბრისას. მისი თქმით, ასეთი ქმედებები ემსახურებოდა საზოგადოებაში შიშის დანერგვას.„მურადი გორგოძეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ ავტომატიდან მიუშვა ტყვია, საკონტროლო გასროლა. ეს იყო სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის აღსრულება, რომ შიში უნდა ჰქონოდათ ადამიანებს. ადამიანებზე, რომლებზეც არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ოდესმე რაიმე დანაშაულში მონაწილეობა მიუღიათ“, - აღნიშნა სუბარმა.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს.

“ნავთლუღის სპეცოპერაციისას” მოკლულის მამა: თავი გაკვეთილი ჰქონდა, ამოღებული იყო ყველაფერი, გულმკერდი გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით, ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს, დედამ ამას ვეღარ გაუძლო...

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდის მკვლელების საქმეზე მოკლული, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ ისაუბრა.მიხეილ ართმელაძე იხსენებს თუ რა მდგომარეობაში დაიბრუნა გარდაცვლილი შვილი, მისი თქმით, გარდაცვლილს  ამოღებული ჰქონდა ყველაფერი,  რაც ადამიანს გააჩნია, გულმკერდი  გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით, რომ  სისხლიანმა რეჟიმმა ცარიელი ფუტლარი დაუბრუნეს ოჯახს.„ამ ჯალათებმა ისეთი  ვერსია გაუშვეს ვითომ და რუსთავის ციხეზე მოხდა შემთხვევა. სად ნავთლუღი და სად რუსთავის ციხე. რუსთავში  მივიდნენ, რომ წამოეყვანათ ჩემი შვილი, ეს რა წვალების, ჭიდილის, შიშის და შეურაცხყოფის ფასად დაუჯდათ მხოლოდ ღმერთმა იცის.  ტერორისტები გყოლიათ თქვენო,  ასე ეუბნებოდნენ. სახლში რომ მივიყვანეთ ორშაბათი დღე იყო, სანამ თბილისიდან გოდერძის უღელტეხილზე ავიყვანეთ. დილას დავასაფლავეთ, შიშით, ღმერთმა დაინახა.  ჩემმა ცხონებულმა მეუღლემ, რომ ნახა  შვილს  თავი გაკვეთილი ჰქონდა. ამოღებული იყო ყველაფერი,  რაც ადამიანს გააჩნია. გულ-მკერდი გაჭრილი  ჰქონდა, გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით. ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალმა ამას ვეღარ გაუძლო და გაითიშა, სიმწრისგან. დედის ჯავრი ვიღას ჰქონდა, შვილი იქ ესვენა, დასასაფლავებელი იყო. დავასაფლავეთ, მეუღლემ აღარ მოიკეთა. ბევრი ვიტანჯეთ.  ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ, ზეწოლის და ტერორის ქვეშ ვიყავით“,-განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ამერიკული საექსპორტო პროდუქტისთვის საქართველო არის ძალიან საინტერესო ბაზარი – ლევან დავითაშვილი

„გვჯერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური პროცესები ურთიერთხელსაყრელი შეიძლება იყოს და ვნახოთ საერთო ინტერესის ობიექტები და წერტილები - ჩვენთვის ეს არ არის სიახლე, რადგან ეკონომიკის სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბევრ სხვა ქვეყანასთან თუ პოტენციურ პარტნიორთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე მუდმივად მუშაობს, ჩვენი ანალიტიკოსები მუდმივად სწავლობენ სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებს, ამიტომ ხელცარიელი ამერიკაში არ ჩავსულვართ და ჩვენი ეკონომიკური ანალიზი გავუზიარეთ იქაურ კოლეგებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა აშშ-სთან ეკონომიკური პარტნიორობის მიმართულებებზე საუბრისას.პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, აშშ-ში ვიზიტის დროს განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა კომერციის დეპარტამენტში, რადგან მხარეთა ინტერესები და კონკრეტული მიდგომები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს.„გამოიკვეთა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ენაზე, საქართველო ამერიკის საინტერესო პარტნიორია სავაჭრო კუთხით. შეიძლება პატარა სამომხმარებლო ბაზარია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი სავაჭრო სატრანზიტო ურთიერთობის კუთხით - საქართველოში შემოდის პროდუქცია, რომელიც ნაწილდება საკმაოდ დიდ რეგიონში: ეს არის სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზიისა და კიდევ უფრო შორს მდებარე ქვეყნები, აქედან გამომდინარე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ამერიკული საექსპორტო პროდუქტისთვის საქართველო არის ძალიან საინტერესო ბაზარი“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო ამერიკული მეორადი ავტომობილების მეათე საექსპორტო ქვეყანაა, ასევე დაახლოებით 2%-მდეა სასოფლო სამეურნეო პროდუქტის, ასევე საკვები პროდუქტის თვალსაზრისით და ასე შემდეგ.„ეს საკმაოდ საინტერესოა და აქ არსებობს ზრდის პერსპექტივა, მაგრამ არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკური ინტერესები“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.მინისტრის შეფასებით, ჩვენს ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც მუდმივად იზრდება და ხორციელდება ინვესტიციები.„ჩვენთან სასაწყობე-სამაცივრე ინფრასტრუქტურა იზრდება და მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული პროდუქცია საქართველოში ინახება, შემდგომში ნაწილდება რეგიონის ქვეყნებში და დამატებითი ღირებულება რჩება საქართველოში, ასევეა ბევრი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, როცა საქართველოში ხდება იმპორტი და რეექსპორტის რეჟიმში საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემოსავლებს იღებს ქვეყანა“ - აღნიშნა დავითაშვილმა.პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ურთიერთშემავსებელი, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კუთხით, თუმცა, მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტის დროს საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ფუნქციას და დამაკავშირებელ როლს, რომელიც ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვან მსხვილ ბაზრებზე და რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით.როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, განხილვის თემა აგრეთვე იყო თანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ზოგადად, ინოვაციების სფეროში.

მიხეილ ართმელაძე – ნავთლუღში, როდესაც სამი ბიჭი უკვე მოკლული იყო, დათა ახალაია მივიდა, გურამ დონაძე დაიბარა, შავი ჯიპიდან გადმოიტანეს ავტომატები და დაღუპულებს გვერდით დაუწყვეს

ნავთლუღის ე.წ.სპეცოპერაციის ადგილზე, როდესაც სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყო დაყრილი, უმოწყალოდ იყვნენ მოკლული, დათა ახალაია და სხვები მივიდნენ, დაიწყეს ფიქრი, როგორ დაედგათ სცენარი, – ამის შესახებ 2006 წელს ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლულის, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ადგილზე გურამ დონაძე დაიბარეს, რომელსაც დაავალეს კადრების გადაღება, თითქოს დაღუპულებს ავტომატები ჰქონდათ და ომრხრივი სროლის შედეგად იყვნენ მოკლული.„ნავთლუღის სპეცოპერაციის ადგილზე, როდესაც სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყო დაყრილი, უმოწყალოდ იყვნენ მოკლული, დათა ახალაია და სხვები მივიდნენ. დაიწყეს ფიქრი, როგორ დაედგათ სცენარი. დაურეკეს გურამ დონაძეს, რომელიც ადგილზე მივიდა და დაიწყო კადრების გადაღება, დაავალეს. გურამ დონაძე იღებს, თითქოს დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი გარბიან ჰაერში სროლით და ყვირიან „ძირს ავტომატები“, თითქოს ამ დაღუპულებს ავტომატები გააჩნდათ. ამაზე განაჩენშიც არის საუბარი. ამ დროს სამივე ბიჭი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია და ყალბი სცენარი დადგეს. დათა ახალაია იმ დროს იყო უშიშროების ხელმძღვანელი, კონსტიტუციური უსაფრთხოების ხელმძღვანელი. ამ დროს ის კლავს სხვებთან ერთად ახალგაზრდებს – გიორგი დგებუაძესთან, მის ქვემდებარესთან ერთად და მას მერე, რაც სამივე უკვე გარდაცვლილია დგება საჭიროება, რომ მოიგონონ ბრალდება. გურამ დონაძემ გადაიღო ჰაერში სროლა და, რომ ყვირიან „ძირს ავტომატები“. ასეთ დროს, როგორც საქმეშიც არის საუბარი „გამოძიებით დაუდგენელმა პირმა“ შავი ჯიპიდან ამოიღო ჩანთა, რომელშიც იყო ავტომატები, მიიტანა და ამ დაღუპულებს, თითოეულს გვერდზე დაუწყო. სასამართლო ამბობს, რომ გამოძიებით დაუდგენელმა პირმაო. დადგეს სცენარი, თითქოს დაღუპულებს ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად იყვნენ დაღუპული. თითქოს, ძალოვნები გახდნენ იძულებული ესროლათ და ეს ბიჭები დაეხოცათ“, – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

დონალდ ტრამპი 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების, 11 ნოემბერს კი, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ აწესებს – ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ვაპირებთ, ისევ...

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 8 მაისს მორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ, ხოლო 11 ნოემბერს, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ აწესებს.აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„ჩვენი მრავალი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს ზეიმობს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის. ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ვერავინ შეგვედრებოდა ძალით, სიმამაცითა თუ სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ ჩვენ არასოდეს ვზეიმობთ არაფერს. ეს იმიტომ, რომ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ჩვენ ვაპირებთ, ისევ დავიწყოთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნა“, – წერს ტრამპი. 

ბოლო სიახლეები