სამშაბათი, ივნისი 3, 2025

დავით მათიკაშვილი “გამჭვირვალობის კანონპროექტზე”: იმდენად მარტივი კანონპროექტია, რომ კითხვაზე, რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო დააშოროს ევროპას, სათანადო პასუხი ვერავის ექნება

რომ გითხრათ, რომ დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ვინმე არგუმენტირებულად ამ კუთხით რაიმე ფორმით კითხვებს დასვამს, ეს ასე არ არის. პირველმა მოსმენამ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი დაგვანახა, რომ იყო ყვირილი, ძალადობა, ჩხუბი – ყველაფერი, არგუმენტირებული კითხვების გარდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა “გამჭვირვალობის კანონპროექტის” შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც შიდა, ისე გარე აქტორებს არ სურთ, კანონპროექტის განხილვა, ვინაიდან, მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საქართველო რაიმე ფორმით ევროპას დააშოროს. “არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს არ სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი, ადვილად გასაგები არის ეს კანონპროექტი, რომ კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით დააშოროს ევროპას, რაიმე ფორმით ააცდინოს ამ გზას, ამაზე, რა თქმა უნდა ცხადია, ვერავის სათანადო პასუხი ვერ ექნება.” – განაცხადა დავით მათიკაშილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. „ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,“ - წერს პაპუაშვილი.

როგორი ამინდი იქნება 3 ივნისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

3 ივნისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +20 - წვიმასოხუმი +21 - წვიმაზუგდიდი +21 - წვიმამესტია +16 - მოღრუბლულიფოთი +20 - წვიმაბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +20 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +19 - წვიმაახალციხე +19 - წვიმაბორჯომი +15 - წვიმაბაკურიანი +12 - წვიმაგორი +21 - წვიმაცხინვალი +18 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +10 - წვიმათელავი +22 - წვიმარუსთავი +26 - წვიმათბილისი +24 - წვიმა

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები