„გამოვხატე სურვილი, რომელიც ასევე გაჟღერებული იყო პროკურატურის განცხადებაშიც, იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ მათი მხრიდან სამართლებრივი დახმარება მიიღოს“, – განაცხადა დავით ზალკალიამა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან შეხვედრები გაიმართა.