ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

დავით ზალკალიანი – დიდ მადლობას ვუხდი აშშ-ს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მიმართ

მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ – უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც ზალკალიანი აცხადებს, მოხარულია, რომ სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზების მიზნით.

„დღეს მივიღე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საპასუხო წერილი ჩემ მიერ გაგზავნილ მოსაწვევზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აშშ-ის მხრიდან სადამკვირვებლო მისიის მივლინებასთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ – უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არჩევნები. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზების მიზნით.

მივესალმები სტრატეგიული პარტნიორის მზაობას, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, არსებული რესურსით – საელჩოს სახით და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიაში მოხალისეების მოზიდვის გზით, მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები გამოხატავენ სრულ მზაობას საქართველოს მთავრობასთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძონ საქართველოს დახმარება დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიზნით.

პარტნიორების მსგავსი შეფასებები და ჩვენი საზოგადოების მზაობა არის მნიშვნელოვანი სტიმული კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მსოფლიოს და უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტების დემოკრატიული არჩევნები“,- აცხადებს დავით ზალკალიანი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში მოხალისეებს გამოგზავნის, რომლებიც შეუერთდებიან ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) მისიას. პომპეო ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს რესპუბლიკურმა ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულ ინსტიტუტთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ 31 ოქტომბრის არჩევნებს.

ამასთან, მაიკ პომპეო დავით ზალკალიანისადმი გამოგზავნილ წერილში წერს – „ვაფასებთ ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ეს ომი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით დასრულდება” – მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინაზე

"რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. მისი თქმით, ეს ომი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით დასრულდება. "აშშ-ის პრეზიდენტი ნათლად აცხადებს, რომ სურს ამ ომის დასრულება. ის ღიაა ნებისმიერი მექანიზმისთვის, რომელიც სამართლიან, მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს. მომდევნო დღეებში ვნახავთ რა მოხდება, თუმცა პროგრესის მიღწევა გვსურს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი მექანიზმისა თუ პროცესის მიმართ, რომელიც კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს. ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს ომი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით დასრულდება. რაც უფრო მალე მიიღწევა შეთანხმება, მით ნაკლები იქნება მსხვერპლი და ნგრევა", - განაცხადა მარკო რუბიომ.

პეტრე ცისკარიშვილი – „მეგობარი აქტი“ მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს

„მეგობარი აქტი“ მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტ ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ღია წერილები და ასე შემდეგ, ყველაფერი არის ფუჭი.„თვითმარქვია რეჟიმს ჰგონია, რომ 28 ნოემბერს, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს აშშ-ს გამორჩა ან ყურადღება არ მიაქცია და შეუძლიათ, პარტნიორული ურთიერთობა გააგრძელონ შეერთებულ შტატებთან, რაც თავისთავად არის აბსურდი და წარმოუდგენელი რეალობა. ევროპა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები არიან ერთიანი ფასეულობათა სივრცის ნაწილი, შესაბამისად, შენ როდესაც შეწყვიტე ურთიერთობა ევროპასთან და აღარ გსურს ევროინტეგრაცია, შენ შეწყვიტე ურთიერთობა აშშ-თანაც.აქედან გამომდინარე, ის ღია წერილები, თუ რაც იქნება, რა რესურსსაც ხარჯავს „ოცნება“, ყველაფერი არის ფუჭი. „მეგობარი აქტი“ მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დასანქცირებას, რომლებიც განვითარებაში და დემოკრატიის გაძლიერებას უშლიან ხელს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გურამ თირქია: გიგი უგულავა სამეგრელოს გუბერნატორობისას ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ელექტროდენით იჭერდა თევზს, ხალხი მეუბნებოდა, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი, გუბერნატორი რომ იჭერს თევზს აპარატით,...

"სამეგრელოში გიგი უგულავა იყო გუბერნატორი, ეს არის დაახლოებით 2004-2005 წლებში. მე ვიყავი მონადირეთა კავშირის უფროსი და ვიცნობდი გიგი უგულავას, ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ორჯერ ვარ შეხვედრილი, როცა ელექტროდენით იჭერდა თევზს", - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალებულმა გურამ თირქიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიაში ხალხი ეკითხებოდა, რამდენად დასაშვები იყო გუბერნატორის ბრაკონიერობა იმ ფონზე, როცა თირქიამ მოსახლეობას დენის აპარატით თევზაობა აუკრძალა."მაშინ გარემოს დაცვა არ იყო, ჩვენი ხალხი იცავდა, მყავდა "ეგერები" და ანაკლიაში ხალხი მეუბნება: ბატონო გურამ, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი და დენი, გუბერნატორი რომ ზის და იჭერს თევზს აპარატით, ეს დასაშვები არისო? რომ გამაფრთხილეს, ჩემი თვალით ვნახე ერთი-ორჯერ, ვუთხარი, თუ იცით, რას შვებით-მეთქი? ამის შედეგ, 2005 წელს, სამსახურში მიბარებს, ეს ბრაკონიერობა დაავიწყდა და მეუბნება: ვიცი, შენი დისშვილი ვინ არის, შორიდან ვიცნობო. უთხარი, ახალი მოსულები ვართ მთავრობაში და დაგვეხმაროს 5 მილიონი აშშ დოლარითო. ამ თანხით, თქვენ, თქვენს საკუთარ მიწაზე ერთ სასტუმროსაც აგიშენებო", - განაცხადა გურამ თირქიამ.

ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მათ შორის 22 ბავშვია

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველაზე მეტი - 50 პირი ჯაბალიას დევნილთა ბანაკში დაიღუპა, მათ შორის, 22 ბავშვია. არიან დაჭრილები."ცაჰალმა" დარტყმების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა თუმცა, მედიის ცნობით, იერიშების განხორციელებამდე კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული "ჰამასის" ინფრასტრუქტურის გამო, ევაკუაციის ბრძანება გაიცა.ჰამასის" მტკიცებით, ღაზის დაბომბვა "ნეთანიაჰუს ვერანაირ გამარჯვებას არ მოუტანს".ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის გავრცელებული განცხადებით, "ცაჰალი" ამ დღეებში ძალისხმევას "ჰამასის" ბოლომდე გასანადგურებლად კიდევ უფრო გააქტიურებს

მაშველებმა მტკვარში, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილი და მასში 2 პირის ცხედარი იპოვეს- ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.აღნიშნულ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.ასევე, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად იპოვეს.ინფორმაციისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

ბოლო სიახლეები