ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

დავით ზალკალიანი: გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს

გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს და აღინიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში, როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმებით და მან მოგვიწოდა, რომ მომავალში გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი კონსოლიდაცია დემოკრატიული პროცესებისა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს მართავს უმაღლესი თანამდებობის ყველა პირთან, ვინც ფიზიკურად იმყოფება დღეს ბრიუსელში.

„უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტია გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენებათ დღეს, COVID-19-ის პირობებში, თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი იმართება როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში უმაღლეს დონეზე და ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრს აქვს შეხვედრა უმაღლესი თანამდებობის ყველა პირთან, ვინც ფიზიკურად იმყოფება დღეს ბრიუსელში და დროის თვალსაზრისით და შინაარსიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება, რამდენიმე უკვე გაიმართა კიდეც. მე, ამ მომენტისთვის, განსაკუთრებით აღვნიშნავდი ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას, სადაც იყო უაღრესად შინაარსიანი განხილვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ძირითად პროცესებთან დაკავშირებით, ასევე, რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან დეტალურად ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რაზეც ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის გამართული შეხვედრისას.

„აღინიშნა, რომ საქართველო არის უაღრესად ფასეული პარტნიორი ნატო-სთვის. ის კონტრიბუცია, რომელიც ჩვენ შეგვაქვს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში არის უაღრესად დაფასებული ნატო-ს მხრიდან. პრემიერის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ეს არის ახალი განზომილება ნატო-სთვის და აქ საქართველოს როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი – საქართველო, როგორც დამაკავშირებელი და საქართველო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეგიონში ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების ინტერესი. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის წევრობა და სწორედ, ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორიცაა ერთობლივი პაკეტი, ყოველწლიური პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს და ეს იყო ხაზგასმით აღნიშნული შეხვედრაზე, არის მნიშვნელოვანი გარანტორი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის საბოლოო მიზანს წევრობაზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მათ შორის 22 ბავშვია

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველაზე მეტი - 50 პირი ჯაბალიას დევნილთა ბანაკში დაიღუპა, მათ შორის, 22 ბავშვია. არიან დაჭრილები."ცაჰალმა" დარტყმების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა თუმცა, მედიის ცნობით, იერიშების განხორციელებამდე კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული "ჰამასის" ინფრასტრუქტურის გამო, ევაკუაციის ბრძანება გაიცა.ჰამასის" მტკიცებით, ღაზის დაბომბვა "ნეთანიაჰუს ვერანაირ გამარჯვებას არ მოუტანს".ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის გავრცელებული განცხადებით, "ცაჰალი" ამ დღეებში ძალისხმევას "ჰამასის" ბოლომდე გასანადგურებლად კიდევ უფრო გააქტიურებს

მაშველებმა მტკვარში, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილი და მასში 2 პირის ცხედარი იპოვეს- ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.აღნიშნულ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.ასევე, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად იპოვეს.ინფორმაციისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც 14 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება

მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც 14 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მტკვარში გოგონას ცხედარიც იპოვეს, რომელიც აპრილში გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა.„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს. ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს და მათ უტარდებათ ყველა შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურა. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე,მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის ნარატივს ნუ ავყვებით, აშშ-თან ურთიერთობაში ლობისტი არასდროს გამოგვიყენებია, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა მეთაურების და ინსტიტუტების მეშვეობით უნდა იყოს

ნუ ავყვებით ოპოზიციის ნარატივს, რომ ხელისუფლებამ ლობისტებით საქმე ვერ გააწყო, ლობისტები არის მათი საქმე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“, ერთ-ერთმა ლიდერმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„მთელი მათი პოლიტიკა არის ლობისტებთან დაკავშირებული პოლიტიკა და ფაქტობრივად, ლობისტების მომსახურებაში არიან თვითონ, ვიდრე თვითონ იყენებენ ლობისტებს. ჩვენი პოლიტიკა აშშ-თან მიმართებაში ყოველთვის იყო ღია, ცალსახა და არასდროს არცერთი ლობისტი არ გამოგვიყენებია ამერიკის სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. ჩვენ ვართ სახელმწიფო და მეორე სახელმწიფოსთან უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაურების და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით ურთიერთობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. მისი თქმით, ე.წ. მეგობარი აქტი რეალობაში იმეორებს იმ მავნე პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რა პოლიტიკური მემკვიდრეობაც ერგო ზოგადად ბაიდენისგან ამერიკას და მსოფლიოს, როგორც თვითონ დონალდ ტრამპი ამბობს, უკრაინის ომით დაწყებული, USAID-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხშირ შემთხვევაში, მავნებლური საქმიანობით.„ამიტომ, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ღიად მივმართავთ ამერიკის პრეზიდენტს, რომ ჩვენი სურვილია, სწორედ ეს მავნე მემკვიდრეობა გვერდით გადაიდოს და რეალური პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები აღდგეს და საქართველოსა და აშშ-ს შორის. ეს არის ამ მიმართვის ერთადერთი მიზანი და განაცხადიც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დაიწერა წერილი ოთხი თვის შემდეგ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირველი კომუნიკაცია არ ყოფილა, რაც ამ წერილიდან გავიგეთ, როდის შედგა პირველი კომუნიკაცია და რა ფორმით, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პირველი რეალური კომუნიკაცია შედგა, როდესაც აშშ-ის ელჩი ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრს და ამის შემდეგ, როცა პირველი ვიცე-პრემიერი იმყოფებოდა აშშ-ში.„პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან არ ჰქონია. ყოველთვის იყო ასე ვთქვათ, შეთავაზება, როგორც იმავე წერილშია, რომ წერილითაც მიმართა, რომ მზად ვართ ამ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.შეკითხვაზე, რას ელოდება ხელისუფლება ამ წერილის პასუხად, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უყურებს, როგორი იქნება გეოპოლიტიკური ინტერესები.„ჩვენ ხომ უკვე ის სახელმწიფო ვართ, რომელიც ზრდასრულობის ასაკში შევდივართ, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოზე მაქვს საუბარი და კარგად ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო მთავარია, ვიდრე რამე ობიექტური საზომებით მსჯელობა. ჩვენ ვხედავთ, რომ უცებ შეიძლება, უკიდურესი „ალ-ქაიდას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ლიდერი გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო დემოკრატი, რადგან გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება. გამომდინარე აქედან, ჩვენ მაინც ვუყურებთ, გეოპოლიტიკური ინტერესები როგორი იქნება და აქედან გამომდინარე არის ჩვენი მოლოდინებიც, თორემ რაც შეეხება იმას, რასაც ტრამპი საჯაროდ ლაპარაკობს, დამერწმუნებით, ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც საუბრობდა „ქართული ოცნება“. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება აშშ-ის საგარეო გეოპოლიტიკური ხედვა. ვფიქრობ, ჯერჯერობით, ტრამპს და მის ადმინისტრაციას ეს ხედვა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს, რადგან ეს ბევრ კომპონენტთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ხომ არ მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას აღნიშნული წერილი იმის გათვალისწინებით, რომ იქ საუბარია მაგალითად იმაზე, რომ გაჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ეს იყოს არა ე.წ. დიფ სთეითთან ბრძოლა, არამედ მისი რებრენდინგი, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ის, რასაც თვითონ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ისინი უნდა მოერიონ „დიფ სთეითს.„თუ ვნახავთ, ყველა მათი გადაწყვეტილება და სულ ბოლო გადაწყვეტილებაც, რომელიც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიიღო, არის ის, რომ დაზვერვის სამსახურიდან ორი ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლეს, რადგან ისინი პირდაპირ ბლოკავდნენ შესაბამისი პოლიტიკური ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციაზე და პირიქით, ინფორმაციის გაჟონვას ჰქონდა ადგილიო. ასე რომ, თვითონ მათი განცხადებებია ეს, „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„სიენენი“ – დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩასვლა არ გამორიცხა.„ხვალინდელი დღე სრულად დაკავებული გვაქვს, მაგრამ მზად ვარ, შევცვალო გრაფიკი, რათა გადავარჩინო სიცოცხლეები“, – აღნიშნა ტრამპმა მანამდე.ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფება. 13 მაისს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა, 14 მაისს კატარს ეწვია და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა. სიიდან ირკვევა, რომ თურქეთში თავად ვლადიმერ პუტინი არ ჩავა.

ბოლო სიახლეები