პარასკევი, მაისი 30, 2025

დავით დოიაშვილი – ყველაფერი ჩემთვის ნათელია, არ ვიცი, ხვალ მე რა პერფორმანსი ან სპექტაკლი უნდა გავაკეთო, ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც მაჩუქა ღმერთმა

ერთადერთი, რაც დღეს შემიძლია ვთქვა, მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი, მთავარია არის, გამოუშვათ პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ, – ამის შესახებ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრთან შეკრებილებს განუცხადა.

დოიაშვილის თქმით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, ვიდრე მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე არ გათავისუფლდებოდა.

„ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის კონკრეტულად, როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი და ხორცი – ანდრო ჭიჭინაძე და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. ამიტომაც, დღეს თეატრი არ დაბრუნდება, თუ მე ვარ ხელმძღვანელი, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, ვიდრე ანდროს არ გამოუშვებდნენ. ამიტომ, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. გასაგებია, მისაღებია, ყველაფერი ჩემთვის ნათელია. არ ვიცი, ხვალ მე რა პერფორმანსი ან სპექტაკლი უნდა გავაკეთო, ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც მაჩუქა ღმერთმა“, – განაცხადა დავით დოიშვილმა.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატორს, სტივ დეინსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას.„ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია. შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.საქართველოში ამერიკის საელჩომ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ჩამოვიდა: „სენატორი სტივ დეინსი გეგმავს, გააჟღეროს ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ ფილოსოფიის დღის წესრიგი და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია, გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ“.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მოცულობით, ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ინსტიტუციად აღიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროკომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს ჩარჩო პროგრამა HORIZON EUROPE-ის მონაწილე ორგანიზაციებს შორის, საქართველოს ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციად აღიარეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ევროკომისიის Dashboard-ზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, საქართველოდან HORIZON EUROPE-ში წარდგენილი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად მიღებული საგრანტო დაფინანსების ოდენობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უპირობოდ ლიდერობს.მათივე ინფორმაციით, ევროკომისიის Dashboard-ის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოირჩევა მრავალპროფილური სამეცნიერო-კვლევითი აქტივობებით, განსაკუთრებით საინჟინრო, ტექნოლოგიურ, გარემოსდაცვით და ენერგეტიკულ სფეროებში.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსება უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციებში, განახორციელოს საერთაშორისო კვლევითი პროექტები, განავითაროს კვლევითი ინფრასტრუქტურა და გააძლიეროს თანამშრომლობა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან და მსხვილ კვლევით ცენტრებთან.დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, უახლოეს წარსულში, პროგრამა HORIZON EUROPE-ის ფარგლებში სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად კიდევ ორი ახალი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც ევროკომისიის ანალიტიკაში მოგვიანებით აისახება.„დიდი პატივია, რომ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის - HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციად დასახელდა. ეს აღიარება ასახავს არა მხოლოდ ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, მეცნიერებისადმი ერთგულებას, არამედ იმ სტრატეგიულ ხედვას, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს - ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია და იყოს სრულფასოვანი მონაწილე ევროპის კვლევებისა და ინოვაციების ეკოსისტემისა.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, HORIZON EUROPE-ში მონაწილეობა მოითხოვს არა მხოლოდ სამეცნიერო გონს, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ეფექტიანი კონკურენციისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის უნარებს.ის ფაქტი, რომ ევროკომისიის Dashboard-ის მიხედვით, კვლევითი პროექტების განსახორციელებლად ჩვენმა უნივერსიტეტმა მოიპოვა ყველაზე მაღალი საგრანტო დაფინანსება საქართველოდან, ცხადყოფს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორი მიმართულებით ვაგრძელებთ პოზიციონირებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გაცილებით ფართო მასშტაბით ჩავერთოთ ფუნდამენტურ და მულტიდისციპლინურ კვლევებში - ინჟინერიის, ტექნოლოგიების, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით - იმ სფეროებში, რომლებშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი სამეცნიერო გამოცდილება და პოტენციალი აქვს.საგულისხმოა, რომ ახლო წარსულში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ორმა სამეცნიერო პროექტმა HORIZON EUROPE-ის საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც ასევე აუცილებლად აისახება ევროკომისიის ანალიტიკურ პლატფორმაზე.ყველა მსგავსი წარმატება ამდიდრებს ჩვენი უნივერსიტეტის კვლევით პორტფოლიოს და აღრმავებს ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესს, მოაქვს ახალი შესაძლებლობები ჩვენი სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ეს გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ პარტნიორული ურთიერთობები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და უმსხვილეს კვლევით ცენტრებთან, მათთან კოლაბორაციით განვახორციელოთ ინოვაციური ამოცანები, მეტად ჩავერთოთ გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში, მონაწილეობა მივიღოთ მეცნიერების წინაშე მდგარი საერთაშორისო გამოწვევების დაძლევაში, და რაც მთავარია, მეტად განვავითაროთ საუნივერსიტეტო სამეცნიერო ინფრასტრუქტურა იმ მიზნით, რომ ქვეყანას მეტი ახალგაზრდა მკვლევარი და კვალიფიციური სპეციალისტი შევმატოთ.საერთაშორისო სივრცეში სამეცნიერო თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პირადად - მინისტრ ალექსანდრე წულაძეს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა იმ მეცნიერ-მკვლევარს, პროექტის მენეჯერსა და ადმინისტრაციულ თანამშრომელს, ვინც ძალისხმევას არ იშურებს ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის და ლომის წილი შეაქვს საქართველოს მდგრად განვითარებაში“, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.უნივერსიტეტის ცნობით, HORIZON EUROPE ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამაა, რომლის მიზანი სამეცნიერო კვლევის ინტეგრაცია, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტექნოლოგიური პროგრესის გაძლიერებაა ევროპასა და მის პარტნიორ ქვეყნებში. ამასთან, აღნიშნავენ, რომ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა ასოცირებული ქვეყნის სტატუსით 2021 წლიდან სრულფასოვნად ხორციელდება, რაც ქართველ მეცნიერებსა და საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანაბარ პირობებში პოზიციონირების ფართო შესაძლებლობებს უქმნის.

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა – სხდომაზე ხმაურია

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა - ამის შემდეგ სხდომაზე ხმაური ატყდა, რის შემდეგაც ხალხი საამართლო დარბაზიდან გააძევეს. არავის აინტერესებს გატაცებული ვიყავი, თუ არ ვიყავი, შუშის თვალებით მიყურებთ... თქვენ ხართ თანამონაწილე , ჭაჯვის ერთი რგოლი ხართ, კითხვაც არ გიჩნდებათ ვინ გამიტაცა", - უთხრა მელიამ მოსამართლეს.

ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

20 წლის სტუდენტს, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით თეთრაულმა შსს-ს მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. სასამართლომ ლიკა ლორთქიფანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.საქმე უკავშირდება 17 მაისს განვითარებულ ინციდენტს, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ლიკა ლორთქიფანიძეს და კიდევ ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უჩივლა.ლიკა ლორთქიფანიძე “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტიური წევრია.

ბოლო სიახლეები