ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026

დადგა დრო, რომ მოხდეს მიგრაციის სისტემის ახლებურად გააზრება და ქვეყნის მომზადება ევროპასთან ინტეგტაციის ახალი რეალობისათვის

დადგა დრო, რომ მოხდეს მიგრაციის სისტემის ახლებურად გააზრება და ქვეყნის მომზადება ევროპასთან ინტეგტაციის ახალი რეალობისათვის-ამის შესახებ, -,, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის” პრეზიდენტი ზაალ სარაჯიშვილი საკუთარ ,,ფეისბუქის” გვერდზე წერს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,დღეს ჩვენი საზოგადოება და ქართული დიასპორა აქტიურად საუბრობს ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის საფრთხესთან დაკავშირებით. ეს საკითხი აწუხებს ყველას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. როგორც ჩანს დადგა დრო, რომ მოხდეს მიგრაციის სისტემის ახლებურად გააზრება და ქვეყნის მომზადება ევროპასთან ინტეგტაციის ახალი რეალობისათვის, რაც გამოწვეულია ვიზალიბერალიზაციით…

ამიტომაც, ვფიქრობ საჭიროა შეიქმნას ეფექტორი და ქვეყნის განვითარებაზე მორგებული მიგრაციული სისტემა, რაც არ გამოიწვევს საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვან ხარჯვას და ამავდროულად საქართველო ისარგებლებს იმ ბენეფიტებით, რაც მიგარციის სწორ მართვას მოაქვს ქვეყნის განვითრებისათვის…

ამისთვის კი პირველ ეტაპზე განსახორცილბელად მიმაჩნია შემდეგი მოქმედებები:

მიგრაციის საკითხებში მთავარ სახელმწიფო სტრუქტურად უნდა განისაზღვროს  შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia რომელიც ასევე უხელმძღვანელებს მიგრაციის სამთავრობო კომისიას, ხოლო მინისტრის ვიცე-პრემიერის სტატუსი კი – თავის მხრივ ხელშეუწყობს საქართველოს მთავრობის სახელით მაღალი დონის კომუნიკაცია დაამყარდეს ევროპის ქვეყნების მთავრობებთან მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით…

 ევროპის ქვეყნებში მოქმდე საქართველოს ყველა საელჩოში აუცილებელია დაინიშნოს პოლიციის ატაშეები, ხოლო პოლიციის ატაშეებად კი – გამოცდილი პოლიციელები, რომელებსაც ექნებათ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის გამოცდილება (უცხო ენის კარგად ცოდნა და შსს სისტემაში მუშაობის ზოგადი სტაჟის ქონა დღეის მდგომარობით არ არის საკმარისი)…

 ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgia მხრიდან აუცილებელია გააქტიურდეს მუშაობა ევროპაში ლეგალური შრომითი მიგრაციის კონტროლის კუთხით და მოხდეს პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელება ევროპის ქვეყნების შესაბამის სხელმწიფო უწყებებთან. ამას გარდა, ახლებულად უნდა მოხდეს საქართველოში მოქმედი შრომითი მიგრაციების სააგენტოების საქმიანობის გააზრება და შემუშავდეს უახლოესი პერიოდის „შრომითი მიგრაციის სამთავრობო სტრატეგია“…

. „შრომის მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში საჭიროა განხორცილდეს სპეციალური დამატებები საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელთა დასაქმების და მუშაობის პირობებისა და წესების თაობაზე (დღემდე ეს რეგულაციები არ არის !!!), ასევე უნდა დაწესდეს სპეციალური მოსაკრებელი (თუნდაც სიმბოლური) უცხოელის დასაქმების თაობაზე. დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მიუხედავად ქვეყნიდან ემიგრაცია მზარდია, რაც გამოწვეულია იმით, რომ უცხოელი ინვესტორი ასაქმებს თავის თანამემამულეს და არა საქართველოს მოქალაქეს და ეს არ არის შეზღუდული დღეს მოქმედი კანონმდებლობით (!!!). შესაბამისად შემოდის ინვესტიცია, იქმნება სამუაო ადგილები, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ვერ საქმდებიან. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციის პრინციპს, რომ „საქართველო სოციალური სახელმწიფოა“.

 ევროპიდან დაბრუნებული თუ რეადმისირებული ემიგრანტის რეინტეგრაციის პროცესის ეფექტურად განხორცილებისათვის საჭიროა, რომ სარეინტეგრაციო პროგრამები იყოს ინდივიდუალური და ემიგრანტზე მორგებული, ასევე სარეინტეგრაციო პროგრამა საჭიროა საქრთველოს მოქალაქის ემიგრაციაში ყოფნის დროს მომზადდეს, ხოლო მისი განხორციელება ემიგრანტის დაბრუნებისთავე დაიწყოს და არა ისე როგორც დღეს არის, ემიგრანტის რეინტეგრაციაზე ფიქრი მას შემდეგ იწყება, როდისაც იგი გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს და ოჯახთან/ახლობლებთან ურთიერთობით იჯერებს გულს (უმეტეს შემთხვევაში დანაზოგი ან რეადმისის საკონპესაციო თანხა უკვე დახარჯულია).

ევროპიდან დაბრუნებული თუ რეადმისირებული ემიგრანტისათვის მხარდაჭერაში სახელმწიფო პრიორიტეტი მცირე, საშუალო და საოჯახო ბიზნესის წამოწყებაში დახმარება უნდა გახდეს. ამიტომაც, საჭიროა მოხდეს თითიულ დაბრუნებულ ემიგრანტზე მორგებული ბიზნეს-გეგმის შედგენა, რომელიც თავსებადი იქნება ბიზნესის ხელშემწყობ სამთავრობო პროგრამებთან. ამისთვის საჭიროა შესაბამისი საინფორმაციო-საკონსულტაციო და მონიტორინგის სისტემის შექმნა.

 ევროპიდან დაბრუნებული თუ რეადმისირებული ემიგრანტისათვის საჭიროა დადგინდეს ახალი საბაჟო შეღავათები, რადგან დღეს არსებული წესის თანახმად, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ემიგრანტს შეუძლია განბაჟების გარეშე შემოიტანოს 15 000 ლარის ღირებულების ნივთები. აშკარაა, რომ 90-იან წლებში მიღებული ეს შეღავათი არ პასუხობს დღევანდელ გამოწმევას, ასევე ევროსთან მიმართებაში ლარის გაუფასურების ფონზე, აუცილებლობას წარმოადგენს დადგენილი ზღვარის გაზრდა.

 ევროპიდან დაბრუნების თუ რეადმისირების შემთხვევაში, თუ ემიგრანტი რამოდენიმე წელია (არის შემთხვევები, რომ ათ წელზე მეტია) ცხოვრობს ევროპის ქვეყნებში, იგი აგროვებს გარკვეულ ქონებას და უჩნდება სურვილი მისი სამშობლოში ჩამოტანის, ამიტომაც შესაქმნელია ევროპაში ცხოვრებით დაგროვილი ქონების სამშობლოში ტრანსპორტირების საშეღავათო სისტემა საქართველოს ფოსტის მეშვეობით…

 ევროპიდან დაბრუნებული თუ რეადმისირებული ემიგრანტის სასკოლო ასაკის ბავშვების ქართულ სკოლებში რეინტეგრაციისათვის საჭირო სპეციალური შეფასების სისტემა, რომლის მეშვეობით დადგინდება ბავშვის ქართული ენის ცოდნა და განისაზღვრება სპეციალური პროგრამა შესაბამის კლასში სწავლის გაგრძელებისათვის…

 ევროპიდან და არამარტო ევროპიდან დაბრუნებული თუ რეადმისირებული ემიგრანტების სამშობლოში რეინტეგრაციისათვის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურის არსებობა”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – უნგრეთში ტირანიის ეპოქა დაიწყო

უნგრეთში ტირანიის ეპოქა დაიწყო, - ამის შესახებ უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.ვიქტორ ორბანმა განცხადება მას შემდეგ გავრცელა, რაც მისმა პარტია „ფიდესმა“ გამოაცხადა, რომ პროკურორებმა პარტიის ოფისებში, სადაც ინტერნეტ სერვერებია განთავსებული, ჩხრეკა ჩაატარეს.პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს ეროვნული კულტურის ფონდში „თანხების მითვისებასა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას შეეხება.ორბანის თქმით, „უნგრეთი დემოკრატიულ სახელმწიფოს აღარ წარმოადგენს“ მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მთავრობამ საკონსტიტუციო შესწორება მიიღო, რომლითაც პრეზიდენტის ტომაშ შუიოკის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეაჩერა.„მსგავსი მეთოდებით შექმნილი პოლიტიკური სისტემა არალეგიტიმურია. „ფიდესი“ ყველა მშვიდობიან საშუალებას მიმართავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ“, - განაცხადა ორბანმა.

Ambebi.ge-ს მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

Ambebi.ge-ს მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ნათია დოლიძეს ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა, მკურნალობა კი სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა. არც კი დამიშვია როდისმე, რომ ერთ დღეს ონკოპაციენტი ვიქნებოდი, თუმცა როგორც ამბობენ: „არასოდეს თქვა არასოდეს“… მოკლედ, თურქეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, დამისვეს მკერდის სადინარული კარცინომის ტრიპელ ნეგატიური (სამმაგად უარყოფითი) ფორმის (მე-2 სტადია) დიაგნოზი. სრულყოფილი მკურნალობის შემთხვევაში ავადობა განკურნებადია, თუმცა ამისთვის საჭიროა ჩემთვის დიდძალი თანხა.დანარჩენად ჩემს ახლობლებსა და გულშემატკივრებს, მინდა, ვუთხრა, რომ სრული სიმშვიდით მივიღე დიაგნოზი და ასეთივე სიმშვიდით ვემზადები მკურნალობისთვის, რომელიც ერთ წელს გასტანს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლისთვის მიბრძოლია და საკუთრისთვისაც აუცილებლად ვიბრძოლებ. რაც შეეხება თანხას, ჩემი ავადობის შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნოთერაპია, რომლის ერთი გადასხმაც საქართველოში 13 000 ლარი ღირს, მჭირდება სულ 16 გადასხმა, რომლიდანაც სახელმწიფო მხოლოდ 2-ს – ექვს თვეში ერთს აფინანსებს. (არსებობს მეორე გზაც – თურქეთში ყიდვა შედარებით იაფად, თუმცა ესეც ჩემთვის ძალიან დიდი თანხაა) მოკლედ, რამდენი თანხაა საჭირო სრული კურსის დასაფინანსებლად, კი მიხვდებით.ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უკვე დარაზმული არიან ჩემს დასახმარებლად, მადლობა მათ უდიდესი, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური დახმარების გარეშე რთულად წარმოსადგენია ამ თანხის შეგროვება. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოების გულისხმიერების იმედით ვარ. ჩემს ახლობლებსა და ნაცნობებს, მინდა, გთხოვოთ, რომ ჩემი დიაგნოზის შესახებ დედაჩემთან არ ისაუბროთ, მზად ვარ, ყველა კითხვაზე მე თვითონ გიპასუხოთ. ასევე შემიძლია, დაგპირდეთ, რომ როგორც გამოჯანმრთელების შემდეგ, ასევე მკურნალობის პროცესშიც ვიქნები ონკოპაციენტების უფლებების აქტიური დამცველი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ გაჯანსაღდეს როგორც ონკოლოგიური მიმართულებით არსებული სამედიცინო სისტემა, ასევე დაფინანსების სქემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პაციენტისთვის ჩინურია.აქვე ვწერ ჩემი საბანკო ანგარიშების ნომრებს:საქართველოს ბანკი: GE50BG0000000605653748თიბისი ბანკი: GE51TB7139845063600037მიმღები მე – ნათია დოლიძეყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!“ – წერს AMBEBI.GE-ს მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში.

მარიამ მუშკუდიანი კარიერას შარლოტში განაგრძობს

საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების წევრი მარიამ მუშკუდიანი ამერიკაში ითამაშებს. ახალგაზრდა ქართველმა კონტრაქტი „შარლოტთან“ გააფორმა. გასულ სეზონში იგი „მაიამის უნივერსიტეტის“ ღირსებას იცავდა, სადაც ფრანგული „ელზასიდან“ გადავიდა.შეგახსენებთ, რომ მარიამი სპორტული ოჯახიდანაა. მამამისი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი დავით მუშკუდიანია.

ირაკლი კობახიძე – სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, ლოურენს ვონგთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს

ჩემთვის დიდი პატივი იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, ლოურენს ვონგთან შეხვედრა სინგაპურში, ჩემი პირველი ვიზიტის ფარგლებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.„საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე“, – წერს კობახიძე.Honored to meet with Prime Minister @LawrenceWongST during my first State Visit to the Republic of Singapore . Our discussions focused on the growing partnership between our two countries, with particular emphasis on the untapped potential for investment and innovation, and… pic.twitter.com/gPU8DRB6Ib — Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) July 22, 2026

სად ბინადრობენ შხამიანი გველები საქართველოში

სად ბინადრობენ შხამიანი გველები საქართველოში? - აღნიშნულ საკითხზე ოთარ ტატიშვილის საავტორო პოდკასტში „ოთარი ექიმო“, ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა ისაუბრა:„საქართველოში ყველგან ბინადრობენ გველები. ასე კონკრეტულ ადგილს ვერ გამოვყოფთ. ზღვის დონიდან 3 000 მეტრამდეც კი  გვხვდებიან. ასევე, გვხვდება შხამიანი გველების გავრცელების არეალები, განსაკუთრებით კი გიურზის, რომელიც ყველაზე სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.გიურზა გველგესლაა, მაგრამ მასიური გველგესლა. დანარჩენი გველები ბინადრობენ ძირითადად ლოკალურ არეალებში. დიდი გავრცელების არეალები არ აქვთ, განსაკუთრებით მთის გველგესლებს, ისინი ბინადრობენ ისეთ არეალებში, სადაც ადამიანი ძირითადად მოგზაურობის დროს ხვდება ხოლმე. ეს არის ალპური ზონები, ნაშალი კლდეების ქვების ზონებში.მსხვილრქოსანი გველგესლა მთელი თრიალეთის გასწვრივ ბინადრობს. ასეთი მცირე გავრცელების არეალი აქვთ, მთელი კავკასიონის არეალზე.გიურზა უფრო ფართო მასშტაბებზე ცხოვრობს. დაწყებული ახმეტის მხრიდან, გამონაკლისია ლაგოდეხი, რადგან ნესტიანი მხარეა. ისევ გრძელდება მოდის, თბილისისკენ და შემდეგ სამშვილდის კანიონისკენ. თბილისში ხშირად გვხვდება, დაწყებული აეროპორტის მხრიდან, აფრიკა, ფონიჭალა, ორთაჭალა, შინდისი, ბოტანიკური ბაღი, რუსთავი, ბოლნისი მარნეული. სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მოკლედ ყველგან არის გავრცელებული. ხშირად არის შემთხვევები, როცა დასახლებულ პუნქტებში ხვდებიან“, - ჰყვება შოთა ზანდუკელი.

ბოლო სიახლეები