დაბადების დღის ტორტზე ერთი სურვილი – მხოლოდ ხუთი წლისაა… და დედის გამოჯანმრთელებაზე ჩაფიქრებული სურვილი- „ხათუნა მალე მორჩესო”…ტკივილსა და იმედს შორის მებრძოლი დედის ემოციური ისტორია
”ტკივილი… ფოტოში ხმა არ ისმის, ყრუ ყმუილი ტკივილისგან, დროზე გაგიაროს რომ ელოდები და მზის სიმხურვალის იმედიც გაქვს წამალთან ერთად. ყველაზე მეტად ტკივილი მაკარგვინებს იმედს, ძალას, ენერგიას, რომ ცოტაც და დასრულდება ეს საშინელი პერიოდი… როგორ ველოდები, როგორ მინდა გავუძლო, როგორ ვცდილობ, არ ჩავიქნიო ხელი არაფრით.
ჩემმა რეზიკომ, გუშინ 5 წლის გახდა და ტორტზე სანთლების ჩაქრობისას “ხათუნა მალე მორჩესო” ჩაიფიქრა, თურმევიტირე… რანაირად? მხოლოდ 5 წლისაა. ჰოდა, სურვილის ასრულებაში მეც უნდა შევიტანო წვლილი, ვიბრძოლო, ყრუდ კი არა, უნდა ვიღრიალო ტკივილისას და მაინც გავუძლო და რეზიკო დიდი ბიჭი რო იქნება, ისეთი მაგარი ბიჭი იქნება, უბედნიერესი ვიყო
P.s. ეს ფოტო მამამისმა გადამიღო. დაბადების დღეს გერმანიაში ვიქნებიო რომ უთხრა, არა უშავსო, ხათუნას ხო დახმარება უნდაო. ყველაფერზე კი ვტირივარ, ისე მაქვს ნერვები, მაგრამ ეს რაღაც სხვა ცრემლებია-ხათუნა სამნიძის ემოციური პოსტი

