ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

დააკავეს სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომელმაც 73 მოქალაქის მიერ ბინის შეძენისთვის გადახდილი 3 596 254 ლარი მიითვისა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ერთი პირი დააკავა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია შპს „ისანი კომფორტს“ თბილისში, მოსკოვის გამზირზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა.

„საქმიანობის წარმოების პროცესში, კომპანიის დირექტორმა და 49.99%-იანი წილის მფლობელმა ბრალდებულმა კომპანიის კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით, სხვადასხვა კომპანია დააფუძნა, რის შემდეგაც, „ისანი კომფორტის“ საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებული ბინების შეძენისთვის 73 მოქალაქის მიერ კომპანიისთვის გადახდილი ჯამში 3 596 254 ლარი, პირადი მიზნებისთვის, პირად და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა.

დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ნამდვილი ბუნების და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, ბრალდებულმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიების სახელით, 160 000 აშშ დოლარად და 23 290 ლარად ღირებული უძრავი ქონებები და 83 560 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები შეიძინა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ისანი კომფორტის“ მრავალფუნქციურ კომპლექსში ქონების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ორი მოქალაქის ჯამში 119 273 ლარს მოტყუებით დაეუფლა, შემდეგ კი ხსენებული უძრავი ქონებების რეალიზაცია სხვა პირებზე მოახდინა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ბრალდებული 2025 წლის 2 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, ავტოფარეხებისა და უკანონო ნაგებობების დემონტაჟი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა.„მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგის N2-N3 კორპუსების მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი ადგილი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ყველაზე ინტენსიური ოპერაცია დავიწყეთ, დარტყმებს გავაგრძელებთ, ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი ჩვენი ქვეყნიდან გაქრება

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ „ყველაზე ინტენსიური და ძლიერი ოპერაცია“ დაიწყეს.„ჩვენ მუდმივ, მიზანმიმართულ და ძლიერ დარტყმებს გავაგრძელებთ. ომის გაგრძელებისას მხოლოდ მტრის სრულ დანებებაზე ვფიქრობთ. ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი ჩვენი ქვეყნიდან გაქრება“, – აცხადებენ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“.ამასთან, ირანში აცხადებენ, რომ ღამით ისრაელისა და რეგიონში მდებარე აშშ-ის ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმების დროს შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა „ხორამშაჰრი“ გამოიყენეს.

ირანის პოლიციის უფროსი საპროტესტო აქციებზე გასვლის მსურველებს აფრთხილებს – „ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“

ირანის პოლიციის უფროსი აჰმადრეზა რადანი საპროტესტო აქციებზე გასვლის მსურველებს აფრთხილებს, რომ „ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“.ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იტყობინება.მისივე თქმით, აქციის თითოეული მონაწილე არა როგორც დემონსტრანტად, არამედ როგორც „მტრად“ იქნება აღქმული.აღსანიშნავია, რომ ირანში აშშ-ისრაელის კოორდინირებული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ორივე ქვეყნის ლიდერი ირანელ ხალხს ღიად მოუწოდებს, ირანული რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.მსგავსი მოწოდება ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ გააკეთა და სოციალურ ქსელში დაწერა: „ირანელო ხალხო, ჩვენ ვაწარმოებთ ისტორიულ ომს თავისუფლებისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაამხოთ აიათოლას რეჟიმი და მოიპოვოთ თავისუფლება. როდესაც დრო დადგება და ეს დრო ახლოვდება, ჩვენ ჩირაღდანს გადმოგაბარებთ. მზად იყავით ამ მომენტით სარგებლობისთვის“.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება – საქართველოში პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, მოვუწოდებ ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით...

საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში. განცხადების თანახმად, „ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა“.„იმედი მაქვს, პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალური პოლიტიკური დიალოგის დასაბრუნებლად პასუხისმგებლიან ნაბიჯებს ვიხილავ“, – განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ ბარონესა კრისტინ ბლოუერმა.ამასთან, განცხადებაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი აღნიშნავს, რომ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ მოუწოდებს.„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ბევრი შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც ჩანს, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ მყოფი პირები მუდმივად აქტიურად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ. მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა პერე ჟოან პონსმა.

დონალდ ტრამპი – სიხარულით გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათში ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ 10 დამნაღმველი გემი, წინ კიდევ ბევრია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ათი დამნაღმველი გემი გაანადგურა.„სიხარულით გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ დავარტყით და მთლიანად გავანადგურეთ 10 არააქტიური დამნაღმველი ნავი და/ან გემი, წინ კიდევ ბევრია“, – წერს ტრამპი.

ბოლო სიახლეები