ჟურნალი „კარიბჭე” პატრიარქის პირადი არქივიდან, დედის მიერ კათოლიკოს-პატრიარქისთვის მიწერილ წერილს ავრცელებს:
„პატრიარქის პირადი არქივიდან, დედის წერილი კათოლიკოს-პატრიარქს: “მოკითხვა ჩემს საყვარელ შვილს, ძვირფას, ოქროს და ბრილიანტს. შევნატრი ღმერთს შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს, ჩემო გულო. ეხლა მივიღეთ შენი დეპეშა, რომელშიც იწერები, როგორ ჩახვედითო, ჩვენ კარგად ჩავედით, ორი დღე მცხეთას დავრჩით, მერე სუყველანი ერთად წამოვედით… აქ ახალი არაფერია… მოკითხვა ყველას, შენს კეთილებს და შენს
ერთგულს ქართველებსაც და რუსებსაც. კარგად იყავ, ჩემო სიცოცხლევ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე, ვთხოვ და ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ
გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისაგან.
გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი”.

