გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცები სოფლის ცენტრში, ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ.ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი წარსულში მომხდარი უთანხმოებაა, რასაც შურისძიება მოჰყვა.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცეველები ამ დროისთვის იმყოფებიან.
გურჯაანში ორმა მამაკაცმა ერთმანეთს ესროლა, გარდაიცვალა ორივე მათგანი
საფრანგეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული
საფრანგეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა.მისი თქმით, უსაფრთხოების ზომები ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორიც 24 ოქტომბერს გამართული აქციების დროს იყო.ნუნიესის განცხადებით, სამართალდამცველებთან ერთად მობილიზებული იქნებიან სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, ასევე ოპერაციაში ჩაერთვება ყველა ხელმისაწვდომი დრონი და ვერტმფრენი.
ქვეყნის მასშტაბით განალაგებენ 26 ჯავშანმანქანა „სენტორს“, მათ შორის რამდენიმეს პარიზში. სამართალდამცველების განკარგულებაში იქნება ასევე წყლის ჭავლის მანქანები.ამასთან, საფრანგეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ აშშ-ის საელჩომ ქვეყანაში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის გაფრთხილება გაავრცელა. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს და სიფრთხილე გამოიჩინონ იმ შემთხვევაშიც, თუ დიდი თავშეყრის ადგილებთან მოულოდნელად აღმოჩნდებიან.გაფრთხილებაში აღნიშნულია, რომ წინა საპროტესტო აქციების დროს ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებებს, მაღაზიების ძარცვის შემთხვევებსა და პოლიციაზე თავდასხმებს. საელჩოს ცნობით, სამართალდამცველებმა აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს, რომ საფრანგეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე შესაძლოა, კვლავ მოქმედებდეს კომენდანტის საათი.
20 წლის წინ მოპარული წმინდანის ტილო, რომელსაც იერსახე შეუცვალეს, პოლიციამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იპოვა – უცნაური გამოძიების დეტალები
ხელოვნების ნიმუშების ქურდობა გლობალური პრობლემაა, რომელსაც სამართალდამცველები ათწლეულების განმავლობაში ებრძვიან. იტალიის პოლიციამ გამოიყენა სპეციალურად შექმნილი ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელმაც 20 წლის წინ მოპარული და ოსტატურად გადაკეთებული წმინდა აგნესას ნახატის მიგნება შეძლო.2024 წლის ოქტომბერში, იტალიის ქალაქ პარმაში გამართულ ანტიკვარიატის ყოველწლიურ ბაზრობაზე, პოლიციის ოფიცრები დახლებს შორის დასეირნობდნენ და ექსპონატებს ფოტოებს უღებდნენ. ფოტოები სპეციალურ შიდა მონაცემთა ბაზაში იტვირთებოდა.სულ რაღაც ორ საათში სისტემამ განგაშის სიგნალი გამოსცა: ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული იყო ახალგაზრდა, ღია ფერის კანის მქონე ქალი წითელ და აკვამარინისფერ სამოსში, რომელსაც ხელში ნახევრად გაშლილი პერგამენტის გრაგნილი ეჭირა. იტალიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიციის დანაყოფის ლეიტენანტ-პოლკოვნიკ სალვატორე რაფიკავოლის თქმით, ექსპერტებმა ნახატი იმავე დღეს ამოიღეს შემოწმებისთვის.
კრიპტობირჟა Binance-მა უსაფრთხოების სისტემაში 6.3 მილიარდი დოლარის ზარალის გამომწვევი დარღვევის შემდეგ აქტივები გაყინა
მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემაში მომხდარმა დარღვევამ, სავარაუდო შეფასებით, 6.3 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია.Binance-ის განცხადებით, კომპანიამ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული აქტივების გაყინვაზე იმუშავა და ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების ადგილმდებარეობის დადგენა შეძლო. დარჩენილი 3.3 მილიარდი დოლარის მდგომარეობის შესახებ კომპანიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამასთან, Binance-ის თანადამფუძნებელმა ი ჰემ განაცხადა, რომ კომპანია „ჰაკერული თავდასხმის შედეგად მიყენებულ ყველა ზარალს აანაზღაურებს“.Binance-ის განცხადებით, პირველადი გამოძიების თანახმად, უსაფრთხოების დარღვევა, შესაძლოა, კომპანიის ერთ-ერთი ინჟინრის ლეპტოპის გატეხვით დაწყებულიყო; ამან თავდამსხმელს საშუალება მისცა, წვდომა მოეპოვებინა ერთ-ერთ სისტემაზე და განეხორციელებინა თანხების უნებართვოდ გატანა.ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შესაძლოა კრიპტოვალუტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა იყოს და ინვესტორებს ციფრული აქტივების ფლობასთან დაკავშირებული რისკების გადახედვისკენ უბიძგოს
„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში…“ – თორნიკე კვარაცხელიას პირველი კომენტარი ძმაზე
ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, თორნიკე კვარაცხელია ძმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, უმძიმესი ტრავმა მიიღო. მეც, როგორც ყველა ქართველი, მის გვერდით ვარ და სულ მის გვერდით ვიქნები“, - თქვა თორნიკემ "90 წუთთან".ცნობისთვის, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, კოპენჰაგენის წინააღმდეგ, თორნიკე კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და ორივე გოლი ტრავმირებული ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა.
კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება
კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.თურქი ოფიციალური პირების თქმით, თურქეთის პოპულარულ ტურისტულ ადგილას, კაბადოკიაში, გორემეს რეგიონში, კლდოვანი წარმონაქმნის - ე.წ. „ფერიების ბუხრის“ - ნაწილი ჩამოიშალა.ნევშეჰირის პროვინციის გუბერნატორის, ჰუსეინ კოკის თქმით, კლდის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ბოლო დროს მოსულმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ იმ ადამიანების ძიებას, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.კოკის თქმით, სამი გარდაცვლილიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. მესამე დაღუპულის შესახებ მას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
