ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

,,გურიის” ლეგენდარული კაპიტნის, თეიმურაზ ჩხაიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

26-27 აპრილს ქ. ლანჩხუთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და სპორტული მაღაზია ,,ტრენაჟორების სახლის” (დირექტორები: უშანგი და მაია ყურაშვილები) სპონსორობით გაიმართა ,,გურიის” ლეგენდარული კაპიტნის, თეიმურაზ ჩხაიძის სახელობის (70 წლის იუბილისადმი მოძღვნილი) ტურნირი 2011-2012 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ: ,,გურია”  _ ლანჩხუთის საფეხბურტო სკოლა; ,,აჭარა” ქობულეთის ,,შუქურა”; იმერეთი” _ ქუთაისის ,,მართვე” და სამეგრელო _ ზუგდიდის  ,,ბაია.” გამოვლინდა გამარჯვებული. პირველ ადგილზე გავიდა ,,გურია” _ მწვრთნელები: შაქრო ბარამიძე, ავთანდილ ნარიაშვილი; ; მე-2 ადგილზე _ ზუგდიდიდს ,,ბაია;” მე-3 ადგილზე _ ქუთაისის ,,მართვე”; მე-4 ადგილი ქობულეთის ,,შუქურა;”  გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები.
საუკეთესო მეკარე -,,გურია” – დათა ორმოცაძე; საუკეთესო მცველი _ ,,აჭარა”, დავით ბერიძე; საუკეთესო ნახევარმცველი _ ,,გურია” – გიორგი გურგენაძე; საუკეთესო თავდამსხმელი _ ,,სამეგრელო” – ლუკა ფიფია; საუკეთესო ფეხბურთელი _ ,,გურია,” სანდრო ტუღუში; საფეხბურთო კლუბ ,,გურიას” მიაერ დაწესებული პრიზი გადაეცა ,,გურიას” მცველს, რევაზ ჩიკაშუას. ტურნირის ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელად დასახელდა ქუთაისის ,,მართვეს” ფეხბურთელი, გიორგი ხანთაძე.
 გამარჯვებულებს თასები, სიგელები და ბურთები გადასცეს ვეტერანმა ფეხბურტელებმა: თეიმურაზ ჩხაიძემ, თეიმურაზ ალექსაიამ, ზვიად ენდელაძემ, თემურ ლორიამ, ავთანდილ ნარიაშვილმა და სხვებმა.   საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა დავით მუჯირმა ტურნიღში მონაწილე გუნდებს გადასცა 5-5 ცალი სათამაშო ბურთი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, არც მალავენ, რომ რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ, საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ

პოლიტიკურ ველზე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აღარ არსებობს. თავის თავს რაც არ უნდა უწოდონ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვს, რათა მათ სალაპარაკო ჰქონდეთ“.„არ შეიძლება, მუდმივად რევოლუციური სცენარი მოქმედებდეს. არც მალავენ, რომ პოლიტიკური სუბიექტებიდან რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ ამის კონსტატირება უნდა მოახდინოს. საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ. თავადვე აღიარებენ და იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ არ არსებობენ, როგორც პარტია და არსებობენ, როგორც რევოლუციური კომიტეტები. სტრასბურგის სასამართლოს თავად აქვს ნათქვამი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა და მათი მეთოდებით ქვეყნის მართვა სისტემური იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ფავლენიშვილი – 4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმა, თუმცა პროვოკაციებმა და ღალატმა გეგმები არია. ფავლენიშვილის თქმით, ამის შესახებ თავად 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში ჩართული პირები საუბრობენ.„არაერთხელ გვითქვამს, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმები, როგორც საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ აქციის გამოცხადებასა და სხვა პროცესებში. თვითონ ისაუბრეს, რა პროვოკაციები მოაწყვეს, რამაც არია მათი მშვიდობიანი აქციის გეგმები. ამიტომ ამ თემაზე უფრო კომპეტენტურ ხალხს აქვს გაცემული პასუხი, ჩემი დამატება არ არის საჭირო, ისედაც ისაუბრეს ბატონმა პაატამ და სხვა ადამიანებმა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც მათ მიერ არ იყო გათვლილი და საქმე ჰქონდათ ღალატთან, რამაც არია მათი გეგმები, აქციის თავდაპირველი გეგმა ვერ აღსრულდა პროვოკაციული ჯგუფების გამო“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორთა და მისი შეფასებაა, რომ პროვოკაცია უშიშროებამ მოაწყო.„ეს ადამიანები მისული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტისთვის. ორგანიზატორებიც ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც, მათი აზრით, მოაწყო უშიშროებამ. ჩემი აზრითაც, სხვას ვის უნდა მოეწყო? ამ პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მოტივაციით იყვნენ აქციაზე მისული. ეს ხალხი იმავე წარმატებით დადიოდა წლების მანძილზე აქციაზე და არასოდეს არ მიუღიათ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებაში. ძალადობა რომ იყოს მათი გამოხატვის ერთადერთი ფორმა, მანამდეც იძალადებდნენ. მშვიდობიანი პროტესტისთვის იყვნენ მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი და ამან გამოიწვია შემდგომში ეს პროვოკაცია, რამაც, სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური პატიმრები დაგვიმატა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, თურქეთის მოქალაქე მუშა დენის დარტყმის შედეგად ადგილზე დაიღუპა.არსებული ინფორმაციით, ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს სწორედ 30 წლამდე მამაკაცი ასრულებდა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პირველადი დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადა.შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მოსამართლეს საქმეზე იმ ფინანსური დოკუმენტაციის დართვა სთხოვა, რომელიც, „ადასტურებს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ითხოვს, საქმეს ის ფინანსური დოკუმენტი დაერთოს, რაც დაადასტურებს, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“.აღნიშნულის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„ვინაიდან ჩემი ბრალდება არის ლეგალიზაციაზე, დავეთანხმები დაცვის მხარეს, რომ არ შეიძლება მიუღებლად ჩავთვალოთ (დოკუმენტი), რომელიც წარმოადგენს ჩემი ფინანსური მონაცემების დასაბუთებას. ეს იგივეა, ძირითადი არგუმენტი მოუსპო ბრალდებულს, როდესაც ბრალდებამ მინიმუმ ერთი თვე მოანდომა იმას, რომ ეანგარიშა, რას მედავებოდა. ძირითადი ბრალი, რაც მაქვს წარდგენილი და ამის დასაბუთება რომ არ წარმოვადგინო, ყველანაირ სამართალს ცდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.აღნიშნული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის ნაწილში მოსამართლე ლევან გელოვანმა დაცვის მხარეს მიუთითა, რომ ამ დოკუმენტაციის წარმოდგენამდე კონკრეტული მოწმე, ბანკის თანამშრომელი უნდა გამოეკითხათ. საუბარია მოწმის, გვარად კაჭკაჭიშვილის გამოკითხვაზე, რომელიც დაადასტურებდა ფაქტს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ბანკიდან თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით გაიტანა.ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის  ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის ოქროს ზოდებისა და ვერცხლის მონეტების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  ოქროსა და ვერცხლის (საერთო წონით  341 გრამამდე ოქროსა და 63 გრამი ვერცხლის)  ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 93,364.35 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი საქართველოსა და უცხოეთის ორი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  25 761 ლარით დაჯარიმდა-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები