პარასკევი, იანვარი 23, 2026

გურამ მაჭარაშვილი – ხელისუფლება თუ უზრუნველყოფს ისეთ ფორმატს, სადაც ჯანსაღი დებატები იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით, საზოგადოებაში ნამდვილად არის მოლოდინი, განსხვავებული აზრების პოზიციონირება იყოს

მედიასაშუალებები თუ უზრუნველყოფენ, რომ არ იყოს ცემა-ტყეპა, ჩხუბი, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებები, ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ყველაზე ჯანსაღი შემადგენელი ნაწილია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ საქართველოში იქნებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დებატებში შემოვლენ.

„„ხალხის ძალის“ პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება, რომ ჯანსაღი დებატები უნდა არსებობდეს. 2023 წელს, როდესაც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის შესახებ კანონი დავაინიცირეთ, მაშინ ვითხოვდით დებატებს. ვითხოვდით „ნაცმოძრაობას“ და „ენჯეო“ სექტორს განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინა, მაგრამ სანაცვლოდ მაგიდის აყირავება, ლანძღვა და ფიზიკური დაპირისპირება მივიღეთ, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა.

„ქართული ოცნება“ და ხელისუფლება თუ უზრუნველყოფს ისეთ ფორმატს, სადაც ჯანსაღი დებატები იქნება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. საზოგადოებაში ნამდვილად არის მოლოდინი,  განსხვავებული აზრების პოზიციონირება იყოს. თუ საზოგადოებამ კვლავ იხილა ისეთი არაჯანსაღი დებატები, ამას უკვე თავისი რეაქცია მოჰყვება. იმედი გვაქვს, დღეს საქართველოში უკვე ისეთი ჯანსაღი ძალები იქნება, რომლებიც ჯანსაღ დებატებში შემოვლენ. თუ მედიასაშუალებები უზრუნველყოფენ, რომ არ იყოს ცემა-ტყეპა, ჩხუბი, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებები, ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ყველაზე ჯანსაღი შემადგენელი ნაწილია.

„ნაცმოძრაობის“ სიტყვებს შეგახსენებთ, რომ მათ შინაარსში შესვლა არ სურთ. მათ ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არ სურთ მოწინააღმდეგე მხარესთან, თუნდაც „ხალხის ძალასთან“. მათთვის თავიდანვე მიუღებელია ნებისმიერი ისეთი რამ რასაც თავად არ აღიარებენ. თუ ასეთი განწყობით იქნება, ბუნებრივია, დებატები ვერ შედგება. საქართველომ რომ სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს, ის, რომ „ენჯეო“ სექტორი საქართველოში შავი ფულის გამთეთრებელი ყოფილა, ამოვიღებ და მივიტან ტრამპის სიტყვას და ბრძანებას. მერე ამერიკის პრეზიდენტს ედავოს, ეს ერთი საკითხი დაიხურება.

ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ ევროკავშირისა და ნატო-ს სტანდარტებს, ამის მტკივებულებებს მივიტანთ და იქ დავდებთ. მერე ვიტყვით, რომ თავად ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, შიგნით არსებულ პრობლემებზე და ჩვენთან დაკავშირებით პრეტენზიები ვერავის ვერ ექნება.  არჩევნებთან დაკავშირებით მივიტანთ მტკიცებულებებს და ვიტყვით, რომ არ გაყალბებულა. ის ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებას მოიტანს? ვერ მოიტანს და ეს საკითხიც დამთავრებული იქნება. თუ დებატები ჯანსაღად წავა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში 10:0 დამარცხებული გამოვა „ნაცმოძრობა“ და მისი წარმომადგენლები. დაველოდოთ ფორმატს, დარწმუნებული ვარ ჯანსაღი ფორმატი იქნება შემოთავაზებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს – „როდის მივხვდებით, რომ მტერი შიგნით არის? ჩინეთი და რუსეთი შესაშინებლად გამოიყენება, რეალური საფრთხეა გაერო და ნატო“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, რომელშიც კრიტიკული პოზიციაა გამოხატული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ნატო-სა და გაერო-ს მიმართ.„როდის მივხვდებით, რომ მტერი შიგნით არის? ჩინეთი და რუსეთი შესაშინებლად გამოიყენება, როდესაც რეალური საფრთხე გაერო, ნატო და ეს „რელიგიაა“. „რელიგიას“ ბრჭყალებში ვწერ, რადგან ეს რელიგია არ არის, ეს კულტია“, – აღნიშნულია პოსტში, რომელსაც დონალდ ტრამპი აზიარებს.

The Wall Street Journal: ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება

მილიარდერი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება და მზადაა 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ კამპანია დააფინანსოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან სენატორობის კანდიდატს უკვე გამოუყო 10 მილიონი დოლარი, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მისი დაძაბული ურთიერთობები გამოსწორდა.The Wall Street Journal-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ კვირებში მასკის პოლიტიკურმა გუნდმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა პოტენციურ ქვეკონტრაქტორებთან, რომლებიც ციფრული პროექტების განვითარებისა და შეტყობინებების გაგზავნის პროგრამებზე იმუშავებენ.როგორც გამოცემა იუწყება, 2024 წელს მასკმა თითქმის 300 მილიონი დოლარი დახარჯა ტრამპისა და „რესპუბლიკელების“ მხარდასაჭერად, რის გამოც ის აშშ-ის უმსხვილეს პოლიტიკურ დონორად იქცა. ახლანდელი დაახლოება, როგორც გამოცემა წერს, განიხილება, როგორც პრაგმატული ალიანსი, რომელიც მასკს შესაძლებლობას მისცემს შეინარჩუნოს გავლენის არხი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ხოლო თეთრ სახლს - ჰქონდეს წვდომა მის რესურსებსა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე.აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრიდან მაისამდე მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ტრამპისა და მასკის ურთიერთობები გაფუჭდა.

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების მიზეზი მთავრობის მიერ 2026 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარლამენტის თანხმობის გარეშე გატარება იყო.პირველ ვოტუმს 269 დეპუტატმა დაუჭირა მხარი , თუმცა საჭირო 288 ხმა იყო. მეორე ვოტუმს, რომელიც ულტრამემარჯვენეებმა წარადგინეს, კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა.როგორც მედია წერს, რამდენიმე თვის განმავლობაში ბიუჯეტთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. პარლამენტში არცერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა, ამიტომ ქვეყანა ჯერ კიდევ გასული წლის ბიუჯეტით მუშაობს.მედიის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ თებერვლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი საბოლოოდ იქნება დამტკიცებული.

კახა კალაძე – მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა

შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ და ზუსტად დებატების გზით საზოგადოება გაიგებს რომელი მიმართულებაა სწორი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები რომ არ უნდა გამართულიყო, ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა.„ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ეს გარკვეული პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური პრაქტიკაა. აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანია მუნიციპალიტეტის დონეზე. არავის, ერთი-ორის გამოკლებით, არ უსაუბრია დედაქალაქის გამოწვევებზე, მხოლოდ უაზრო თემები იყო გამოგონილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ტელეკომპანია „პირველის“ კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს მათ სატელევიზიო დებატებში, განაცხადა, რომ აქამდე აღნიშნული ტელევიზია მხოლოდ სიცრუის გავრცელებით შემოიფარგლებოდა.„ტელეკომპანია „პირველი“ დაკავშირებულია სიცრუესთან, სიყალბესთან. როდესაც დებატებზე ვსაუბრობთ, საუბარია ჯანსაღ საზოგადოებაზე. თქვენი ტელევიზია შემოიფარგლებოდა სიცრუით. ეს ჩემს პირად მაგალითზეც შემიძლია ვთქვა. თქვენ სასამართლოც გაქვთ წაგებული სიცრუის გამო. მოგიწევთ, დაფიქრდეთ თქვენს ყოველდღურობაზე, რა გადაცემებსაც აკეთებთ. მოგიწევთ ამ ყველაფრის გამოსწორება, თუ გინდათ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.კახი კალაძის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – ვინ რა შემთხვევაში დაჯარიმდება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა ამოქმედდა, რომლის მიხედვით, ღამის საათებში, კერძოდ, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობას შსს-ს უფლებამოსილი პირი დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შეამოწმებს.

ბოლო სიახლეები