სამშაბათი, მარტი 18, 2025

გურამ მაჭარაშვილი – ხაბეიშვილს უნდა დავეთანხმოთ, რომელმაც თქვა, ერთმანეთს ვჭამთ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო, ამბავი დასრულდა, რასაც აღქმებით ქვეყნების მართვა ჰქვია

სულ ვსაუბრობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მის ანასხლეტებში გაერთიანების, ერთიანი სიის და მით უმეტეს, კოალიციური ხელისუფლების არანაირი რესურსი არ იყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„დღეს უკვე ხაბეიშვილი დაგვეთანხმა და თქვა, ერთმანეთს ვჭამთ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო. ამ შემთხვევაში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხაბეიშვილს უნდა დავეთანხმოთ – რა კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარი, ერთ განცხადებასა და მიდგომაზე ვერ თანხმდებიან. ეს ის მოცემულობაა, რამაც პრაქტიკულად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შეჭამა. შესაბამისად, ამბავი დასრულდა, რასაც აღქმებით ქვეყნების მართვა ჰქვია. ვინ პენსიაზე წავა, ვინ ლექციებს წაიკითხავს და ვინ უცხოეთში, აგენტურაში, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამას დროებითი საგამოძიებო კომისიის მხრიდან რეჟიმის დასკვნა წამოეწევათ. კარგი პროცესი იქნება, როცა ქართულ პოლიტიკას „ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება. ეს ველი ჯანსაღი ძალებით შეივსება“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილმა ფხა ვერ გამოიჩინა, ქარტია დაუწერეს, ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო, მაგრამ ეს ვერ ქნა, „არა შეჯდა...

სალომე ზურაბიშვილმა ფხა ვერ გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მასში ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო, ეს ვერ ქნა. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.გია ვოლსკის ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.„გუშინ სალომე ზურაბიშვილს თამარ მეფეს ეძახდნენ, დღეს უნიათოს უწოდებენ. ოპოზიციაში, ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. შეიძლება, გარკვეულ თემებზე ცალკეული გამოხტომებია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველას დღის წესრიგი – არჩევნების ბოიკოტი, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, რევოლუცია, გადაყენება, რიგგარეშე არჩევნების უსაფუძვლო მოთხოვნებია. სალომე ზურაბიშვილმა ფხა ვერ გამოიჩინა, რომ ეს ყველაფერი გაეერთიანებინა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო – შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო, ეს ვერ ქნა. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“. აქედან გამომდინარეობს რაღაც მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში თითქოსდა შეუთანხმებლობა არსებობს. ერთი შეთანხმება არსებობს – ეს არის ადამიანების გაერთიანება, როლებიც საქართველოს წინააღმდეგ არიან შეკრულები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დონალდ ტრამპის თქმით, 18 მარტს ჯონ კენედის ყველა ფაილი გასაჯაროვდება

დონალდ ტრამპის თქმით, 18 მარტს ჯონ კენედის ყველა ფაილი გასაჯაროვდება. ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.„(18 მარტს) გავასაჯაროებთ კენედის ყველა ფაილს. ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდა.ძალიან საინტერესო იქნება... ბევრი გვერდია, 80 000, დაახლოებით 80 000 გვერდი",- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

COVID-19 ლაბორატორიიდან, სავარაუდოდ, შეცდომით გავრცელდა… – გერმანიის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ინფორმაციას ავრცელებს

Reuters ორ გერმანულ გაზეთზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ფედერალურმა დაზვერვის სამსახურმა 2020 წელს 80-90%-ით შეაფასა ალბათობა იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამომწვევი კორონავირუსი შეცდომით გაეშვა ჩინეთის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან.„Die Zeit"-ისა და „Sueddeutscher Zeitung"-ის გამოცემების ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, გერმანიის ფედერალურ დაზვერვის სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ინსტიტუტში ჩატარებულა ე.წ. "ფუნქციის შემძენი" ექსპერიმენტები, რაც სამეცნიერო კვლევების მიზნებისთვის ვირუსების მოდიფიცირებას გულისხმიბს, რათა ისინი ადამიანებისთვის უფრო გადამდები გახდნენ.ასევე არსებობდა ნიშნები იმისა, რომ ლაბორატორიაში არაერთი უსაფრთხოების ნორმის დარღვევა დაფიქსირდა, ნათქვამია ანგარიშში.დაზვერვის სააგენტოს შეფასება საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებსა და დაუზუსტებელ სადაზვერვო ოპერაციას ეფუძნებოდა, რომელსაც კოდური სახელი "Saaremaa" ჰქონდა. ანგარიშის მიხედვით, ეს მოკვლევა დაკვეთილი იყო გერმანიის იმდროინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის, ოფისის მიერ, თუმცა ის არასდროს გამოქვეყნებულა.Reuters წერს, რომ გერმანიის ფედერალურმა დაზვერვის სამსახურმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჟურნალისტებმა აღნიშნული ანგარიში ახსენეს, გერმანიის მოქმედმა კანცლერმამ ოლაფ შოლცმაც არ გააკეთა კომენტარი.ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს შეფასება გერმანულმა სამსახურმა 2024 წლის შემოდგომაზე აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გაუზიარა.CIA-ის სპიკერმა 2025 წლის იანვარში განაცხადა, რომ სააგენტოს შეფასებით, COVID-19-ის პანდემიის წარმოშობის ლაბორატორიული ვერსია უფრო სავარაუდოა, ვიდრე მისი ბუნებრივი წარმოშობა.CIA-მ ასევე აღნიშნა, რომ ამ შეფასებაში მისი ნდობის დონე "დაბალია" და რომ ორივე ვერსია – როგორც ლაბორატორიული, ასევე ბუნებრივი წარმოშობა – კვლავ შესაძლებელია.

კახა კალაძე – ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს

ოპოზიციას, როგორც დაშლილს, ასევე გაერთიანებულს, პოლიტიკურ ველზე წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით გარედან მითითებებს ელოდება, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში, ხალხის თანადგომით, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.„რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან თუ გაერთიანებულები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათ პატრონებს ჰქონდათ სურვილი, რომ ერთი პლატფორმა შეექმნათ, ყველა გაერთიანებულიყო, მაგრამ ცხადია, ეს არ გამოსდით. დრო ერთმანეთის ლანძღვაში გაჰყავთ. ოპოზიციას, როგორც დაშლილს, ასევე გაერთიანებულს, პოლიტიკურ ველზე წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს. რაც შეეხება არჩევნებს, გაურკვეველია მათი მხრიდან რა დამოკიდებულება იქნება, რას გადაწყვეტენ. ცხადია, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ, რადგან საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. შესაბამისად, ელოდებიან, რა მითითებები იქნება გარედან. მათ არცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვების შანსი არ აქვთ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ იქნება გამარჯვებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“დაახლოებით 200-მდე ბავშვია დაბადებული” – რას ჰყვებიან მამა გაბრიელის სასწაულმოქმედ სარტყელზე

საქართველოს მეოხი წმინდა მამის, მამა გაბრიელის სახელს ბევრი სასწაული და წინასწარმეტყველება უკავშირდება.ბაკურიანში, არის მამა გაბრიელის სახელზე აგებული პირველი ტაძარი საქართველოში. იქ ინახება, მამა გაბრიელის ნაქონი სარტყელი და რწმენით სავსე სურვილებს ასრულებს.მამაო ამბობს, რომ უშვილოებს შვილები ეყოლათ და 200-მდე ბავშვია დაბადებული.ნახეთ, ვიდეო:

ბოლო სიახლეები