კვირა, ოქტომბერი 19, 2025

გურამ მაჭარაშვილი: ჩემი თვალსაზრიასით თეა წულუკიანის მოქმედება ზომიერი და ადეკვატური იყო

ბუნებრივია რომ, როცა შენ შედიხარ პირდაპირ კონფლიქტში, მეორე მხრიდან შესაბამის, ზომიერ, ადეკვატური რეაქციას უნდა ელოდე, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„სწორედ ასეთი ზომიერი, ადეკვატური რეაქცია იყო ჩემი თვალსაზრიასით თეა წულუკიანის მოქმედება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

22 ივნისს სენაკის თეატრში განათლების მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ჟურნალისტი თეატრის დარბაზში შევიდა და მინისტრს კითხვა დაუსვა, რა დროსაც თეა წულუკიანმა მას მიკროფონი წაართვა.

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართა. გვარამია მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ანტივირუსული მალამო მარკეტინგული ხრიკია…“ – თემურ მიქელაძის რჩევა

ანტივირუსული მალამო მარკეტინგული ხრიკია..., - ამის შესახებ პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს და რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას ავრცელებს.„ანტივირუსული მალამო მარკეტინგული ხრიკია. ბავშვი წლის განმავლობაში, ვირუსული ინფექციებით, დაახლოებით, 8-დან 10-ჯერ უნდა ავადდებოდეს“, - ამბობს პედიატრი.ვრცლად ↓

პრემიერი: თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს სრულ...

პირობითად, თუ არის თსუ-ში 2-3 ათასი A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.პრემიერის განმარტებით, ამის მიზანია, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას.„პირობითად, თუ არის თსუ-ში 2-3 ათასი A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას. ამას დაემატება საათობრივი პრინციპით დასაქმებული პედაგოგებიც, თუმცა მათ ექნებათ განსხვავებული დატვირთვა და სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებს ექნებათ განსხვავებული დატვირთვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვანი, ვახო სანაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.ცნობისთვის, სანაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო, 18 ოქტომბრის საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.დღეს შს მინისტრმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უწყებამ 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კიდევ 13 პირის მიმართ. მისი განმარტებით, აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა. აღნიშნული ქმედებით, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

ნიკოლა სარკოზი – ციხის არ მეშინია, თავს მაღლა ავწევ ციხის კარიბჭის წინაც კი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ პატიმრობის არ ეშინია.სარკოზი, რომელიც 21 ოქტომბერს პარიზში, ლა სანტეს ციხეში უნდა გადაიყვანონ, ამბობს, რომ ჩემოდანი უკვე ჩაალაგა და სასჯელის მოხდის დაწყებამდე თავს მშვიდად გრძნობს.„ციხის არ მეშინია. თავს მაღლა ავწევ ციხის კარიბჭის წინაც კი“, – განაცხადა სარკოზიმ და აღნიშნა, რომ არ ითხოვს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიებს.მისივე თქმით, ციხეში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გამოყენებას აპირებს და წიგნის დაწერას გეგმავს.საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში.სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. ის იქნება საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ციხეში სასჯელს მოიხდის.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა, მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.ტელეკომპანიის ცნობით, ვახო სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.„„ფორმულა“ მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან.ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის, ასევე „კვირის ფორმულას“ წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ“, – აღნიშნულია „ფორმულას“ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები