ოპოზიციის რა გაერთიანებაზეა საუბარი, ორი ადამიანიც ვერ დადგა ერთად. „ნაცმოძრაობამ“ ე.წ. ახლები რომ შექმნა, პარტიას ორი თავმჯდომარე ჰყავდა და რა გაერთიანებაზე საუბრობენ? – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „მას შემდეგ, რაც ქართული პოლიტიკიდან „ნაცმოძრაობის“ ჩამოშორება მოხდება, ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით შეივსება ველი“.
„სახელმწიფო არ არსებობს, სადაც პოლიტიკური ველი შეუვსებელი დარჩება. ვინ იქნება ოპოზიციაში, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური ველი აუცილებლად შეიცვლება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

