ორშაბათი, ივლისი 14, 2025

გურამ მაჭარაშვილი: ქართველ ხალხსა და სახელმწიფოზე ზეწოლა იყო ჯერ კულისებში, შემდეგ საჯარო სივრცეში, ახლა რეზოლუციების დონეზეა ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ

ევროპული ინსტიტუტები საქართველოს პოზიტიურად აფასებენ დემოკრატიის, გამჭვირვალობის მიმართულებით, ამის ფონზე კი, ევროკავშირის ბიუროკრატია საქართველოზე უსაფუძვლოდ საუბრობს, რასაც უკვე არავინ აღარ იჯერებს, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა რეზოლუციების დონეზე მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

გურამ მაჭარაშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას უსამართლოს უწოდებს.

„ასეთი უსამართლო განცხადება მორიგ ჯერზე ხდება იმის მტკიცებულება, რასაც გლობალური ომის პარტიასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე ვამბობთ. სამი წლის წინ ვთქვით, რომ, სამწუხაროდ, ქართველ ხალხსა და სახელმწიფოზე პირდაპირი ზეწოლა იყო. ეს ზეწოლა ჯერ კულისებში იყო, შემდეგ საჯარო სივრცეში, ახლა კი რეზოლუციების დონეზეა გამოცხადებული ბრძოლა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის უსაფუძვლო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო. როგორც პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, „18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი შეგვახსენებს, რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობასა და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიფ სთეითის“ არაფორმალური მმართველობა“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გთხოვთ გაავრცელოთ-მართა შამანაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

შვიდი თვის მართა შამანაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას დაბადებიდან ექვს დღეში, ინფექციის ფონზე დაეწყო ცხელება, რის შემდეგაც განუვითარდა იშემიური ინსულტი.ბოლო კვლევის მიხედვით, მართა შამანაძეს დაუდგინდა ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მძიმე ფორმა. ამჟამად ის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.მართა შამანაძეს სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში მკურნალობა, რომელიც 61 855 დოლარს შეადგენს. შესაბამისი მკურნალობა დაინიშნება სტამბოლის „ლივ ჰოსპიტალში“.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:🔸„საქართველოს ბანკი“: GE14BG0000000533972366 (GEL; USD)🔹„თიბისი“ ბანკი: GE72TB7273745064300094 (GEL; USD)მიმღები: თამრიკო ავალიანი (დედა).

ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედებაა ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა

ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა, არის აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, „საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რა მიზნებით სურდათ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, ხელისუფლებაში დაებრუნებინათ კოლექტიური „ნაცმოძრაობა““.„საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რა მიზნებით სურდათ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, მათ შორის ევროპელ ჩინოვნიკებს, ხელისუფლებაში დაებრუნებინათ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს არის ძალიან მარტივი ანალიზის საგანი. საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და კარგად აანალიზებს. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და, სამწუხაროდ, ასევე ევროკავშირის მიმართ ნდობა სერიოზულად არის დაცემული. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს პროცესი შემოტრიალდეს, ამისათვის, პირველ რიგში, კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები უნდა შეეშვან ფიქრს იმაზე, რომ საქართველოში სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბაიბა ბრაჟე – მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიისთვის არასასურველი პირების სიაში შევიყვანო – აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა

მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.„ლატვიაში ამ ფიზიკური პირების შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა”, - წერს ბაიბა ბრაჟე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ რევაზ მახვილაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მკვლევრის, პროფესორ რევაზ მახვილაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს, გარდაცვლილის მეგობრებსა და აღზრდილებს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამშენებლო ფაკულტეტის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ინჟინრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, პროფესორ რევაზ მახვილაძის გარდაცვალების გამო.ბატონ რევაზს ღირსეული ადგილი ეკავა საქართველოს საინჟინრო და სამეცნიერო წრეებში. მისი მოღვაწეობა მოიცავდა 150-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომს, ორ საავტორო მოწმობასა და რვა სახელმძღვანელოს, რომელთაგან ბევრი დღემდე აქტიურად გამოიყენება როგორც საგანმანათლებლო, ისე პრაქტიკულ-საინჟინრო საქმიანობაში.რევაზ მახვილაძე იყო მაგალითი პროფესიული კეთილსინდისიერებისა და მაღალი აკადემიური კულტურისა. ათწლეულების განმავლობაში მან აღზარდა ინჟინერთა არაერთი თაობა, რომელთა უმეტესობა წარმატებით მოღვაწეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვუსამძიმრებთ ბატონი რევაზის ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს, მის მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.ვინც ცხოვრებას რწმენით, პასუხისმგებლობითა და მომავლის იმედით ემსახურება, ის მუდამ იცოცხლებს ჩვენს მეხსიერებაში - ასეთი იყო ბატონი რევაზი. უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

სადგურის მოედანზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

თბილისში, სადგურის მოედანზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე თბილისის მერთან ერთად მივიდა.მისივე ინფორმაციით, ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.„ამ ეტაპზე რაც შემილძლია, დაგიდასტუროთ, ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია. ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. თუ ამას მოემატება რიცხვი, უახლოეს პერიოდში გეტყვით.  მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები“,- განაცხადა შს მინისტრმა.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.

ბოლო სიახლეები