კვირა, მაისი 11, 2025

გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ბატონი კასიანოვი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მგონი, ჩვენგან დასჭირდება დაცვა საკუთარი მოქალაქეებისგან

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ბატონი კასიანოვი გარკვეული პროვოკაციების მონაწილეა, – ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

მისივე თქმით, კასიანოვი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების პროვოკაციაში ჩართვა ვერ შეძლო, „ახლა უკრაინის მოქალაქეებს მიადგა“.

„საქართველოში უკრაინის ათობით ათასი მოქალაქეა. რამდენიმე თვის წინ, ბატონი კასიანოვი თავად ამბობდა, რომ უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ძალიან კარგ პირობებში არიან. ბატონ კასიანოვს, რომელმაც მოქალაქეების რაღაც ევაკუაციაზე დაიწყო საუბარი, მინდა, ვუთხრა, რომ გეოგრაფიულად, ევროპის ტერიტორიებს გადახედოს – ევროპის სახელმწიფოებში უკრაინისა და რუსეთის მილიონობით მოქალაქე ცხოვრობს და ეს მოქალაქეები თუ ევროპაში არ ჩხუბობენ, რატომ უნდა კასიანოვს, რომ მათ საქართველოში იჩხუბონ? ჩვენთვის ამის მიზეზი გასაგებია – ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ის გარკვეული პროვოკაციების მონაწილეა, საქართველოს მოქალაქეებთან არაფერი გამოუვიდა და ახლა თავის მოქალაქეებს მიადგა. საქართველოს მოქალაქეები პროვოკაციაში ვერ ჩაითრია და ახლა სურს, რომ უკრაინის მოქალაქეებს გადაადგმევინოს ეს ნაბიჯი, რათა აქ როგორმე არეულობა მოხდეს. სულ ტყუილად ცდილობს ამას. მგონი, თავადაც დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება. დიპლომატი, რომელიც იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ იმ სახელმწიფოში, სადაც წარმოდგენილია, ნორმალური ურთიერთობები იყოს (მათ შორის – საკუთარი მოქალაქეების), პირიქით იქცევა. საბედნიეროდ, არც რუსეთის, არც უკრაინისა და არც საქართველოს მოქალაქეების კონფლიქტის არცერთი ფაქტი არ არსებობს, გამოდის და რაღაც კონფლიქტებსა და ევაკუაციაზე საუბრობს. მაინტერესებს, სად წაიყვანს ევაკუაციით ევროპაში წასულ მილიონობით უკრაინელს? ვიდრე საკუთარი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გამხდარა, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს. ასევე, განმარტოს დღემდე პასუხგაუცემელი საკითხი: რატომაა საქართველოდან ელჩი გაწვეული და ბელარუსიდან, რომელიც რუსეთის მოკავშირეა უკრაინასთან ბრძოლაში, ელჩი არ გაუწვევიათ“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები