ორშაბათი, მარტი 17, 2025

გურამ მაჭარაშვილი – სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციაში ვერ იტანდნენ, ვამბობდით, პოსტიდან როცა წავა, თავზე დააცხრებიან-თქო და ეს დღეც დადგა

როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძე მიხვდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მზეც ჩაესვენა და ახლა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მზეც ესვენება. ამიტომ გადაწყვიტა, იქით შეუტიოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?“.

„როდის იყო ზურაბიშვილი ძლიერი, ახლა რომ ამბობს, სუსტიაო? მაშინ, როცა ქვეყანას ღალატობდა, პრეზიდენტის ფუნქციები ჰქონდა და მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებდა? – ახლა არც ფუნქციები აქვს და მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად დადის. გახსოვთ, როცა მომხრე ვიყავით, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედროშე ყოფილიყო? ზურაბიშვილი ვუსურვეთ და ლიდერად მიიღეს. ახლა წუწუნი გვიან არის იმაზე, რომ ზურაბიშვილი სუსტია და ასე შემდეგ. ზურაბიშვილი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ლიდერად არც მანამდე უნდოდა, მაგრამ მათ არავინ შეეკითხა. ზურაბიშვილიც და კოლექტიური „ნაცმოძრაობაც“ უცხოეთიდან მართულები არიან. შესაბამისად, უცხოური ძალა ზურაბიშვილის ლიდერობას არც გუბაზ სანიკიძეს და არც ლევან ხაბეიშვილს არ ჰკითხავდა. როგორც დაალაგეს, ისე შეასრულეს. ზურაბიშვილს ოპოზიციაში ვერ იტანდნენ. ვამბობდით, როცა პოსტიდან წავა, თავზე დააცხრებიან-თქო და ეს დღეც დადგა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ვენახის გაშენებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა, საგაზაფხულო საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, ღვინის კომპანია „მტევინოში” ვენახის გაშენების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საწარმოო პრაქტიკა არაერთ პროცედურას მოიცავდა.კონკრეტულად, ვენახის გაშენებისას სამეურნეო საფუძვლების განსაზღვრას, ვენახის გასაშენებლად ნაკვეთის მომზადებას, ნერგის დარგვასა და საყრდენი სისტემის მოწყობას, სტრესული ფაქტორების წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას მოიცავდა. ასევე, ახალგაზრდა ვაზის მოვლის პროცედურას, დაავადებებისა და მავნებლებისგან ვაზის დაცვის თეორიული საფუძვლების განსაზღვრასა და ვაზის დაცვას დაავადებებისა და მავნებლებისგან.სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მევენახეობა-მეღვინეობის კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ პროფესიონალი კადრების მომზადების მიმართულებით.როგორც პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს, სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის მიზანს მევენახეობის პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება, სამუშაოების გარემოსა და პირობების უშუალოდ გაცნობა, ვენახის მოვლის პრაქტიკული წესების, გაშენების, გასხვლის, ნერგის წარმოების თანამედროვე მეთოდების პრაქტიკული სწავლება წარმოადგენს.„აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე საველე და საწარმოო პრაქტიკების განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ვენახი ის ადგილია, საიდანაც ღვინის დაბადება იწყება. სტუდენტები, პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების ფარგლებში, თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გაღრმავებისა და უნარების გამომუშავების მიზნით, საველე და საწარმოო პრაქტიკებს ღვინის სხვადასხვა საწარმოში გადიან. საწარმოო პრაქტიკა საუნივერსიტეტო სივრცესა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „მტევინოს“, რომელიც აქტიურადაა ჩართული ჩვენი სტუდენტების, როგორც პროფესიონალი მევენახეებისა და მეღვინეების ჩამოყალიბებაში, ხელს უწყობს მათ, შეიძინონ და გაითავისონ ის აუცილებელი პროფესიული უნარები, რომელიც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობას სჭირდება“, - აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.კომპანია „მტევინოს“ დირექტორის, ნიკოლოზ ზაუტაშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კომპანიასთან მრავალი წელია თანამშრომლობს.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება არა მარტო საველე და საწარმოო პრაქტიკები, არამედ სტუდენტებისთვის იმართება პრაქტიკული საჯარო ლექციები და იგეგმება ერთობლივი ღონისძიებები. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს კვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტების ჩამოყალიბებისა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების საკითხში“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ზაუტაშვილი.

ლუკა გუგეშაშვილმა პაოკ-თან კონტარქტი გააფორმა

ლუკა გუგეშაშვილი ბერძნულ პაოკ-ში ითამაშებს. ის ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება. საქართველოს ნაკრების და „პანსერაიკოსის“ მეკარეზე ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა.სალონიკის კლუბმა 25 წლის მეკარესთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო „პანსერაიკოსს“ ქართველ მეკარეში 1 მილიონი ევროს გადაუხდის. ფიფა-ს წესებით, მოქმედი კონტრაქტის დასრულებამდე 6 თვით ადრე მოთამაშეს ახალ კლუბთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება გააჩნია.ლუკა გუგეშაშვილმა მიმდინარე სეზონში „პანსერაიკოსის“ ფორმით საბერძნეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა და მათგან 4-ში კარი მშრალად შეინარჩუნა. ეს სეზონი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

გიული ალასანია – გული მწყდება, რომ ჩემს შვილს არ ეყო დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიას, კოსტავას მაგალითები, დაჰკრა ფეხი, წამოვიდა და ჩაბარდა ჯალათებს

გული მწყდება იმაზე, რომ ჩემს შვილს არ ეყო დავით აღმაშენებლის მაგალითი, ილია ჭავჭავაძის მაგალითი, ზვიად გამსახურდიას მაგალითი, კოსტავას მაგალითი, დაჰკრა ფეხი, წამოვიდა და ჩაბარდა ჯალათებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეიზდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაჩენების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა.ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 მარტს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნათია თურნავა საქართველოს მხრიდან IMF-ის, BSTDB-ის მმართველად და EBRD-ის ალტერნატიულ მმართველად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და „შავიზღვისპირა ქვეყნების ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) – მმართველად, ხოლო „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა“(EBRD) ალტერნატიულ მმართველად დაინიშნა.შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მიმდინარე წლის 7 თებერვალს დაინიშნა. 2023 წლის ივნისიდან კი სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო  თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და დღეს გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიკური ეკოსისტემა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობასთან, მეცნიერებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის, პროგრამებისა და სხვა ასპექტების განხილვას შეეხო. სხდომაზე დეპუტატების წინაშე პრეზენტაცია გააკეთა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა ქვეყანაში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით მიმდინარე და განხორციელებული პროგრამები.„საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და უკვე დღეს ჩვენ გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიკური ეკოსისტემა. სტარტაპების მეტი მხარდაჭერისთვის ვახორციელებთ არა მხოლოდ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, არამედ ხელს ვუწყობთ მათ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ვეხმარებით საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, თბილისსა და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში წარმატებით ფუნქციონირებენ ტექნოპარკები და ინოვაციური ცენტრები, რომელთა მომსახურებით ამ წლების განმავლობაში 100,000 – ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად განხორციელებული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ექსპორტის მოცულობა მხოლოდ აიტი სერვისების უცხო ქვეყნებში რეალიზებით 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტოა არამხოლოდ ჩვენი რეგიონის მასშტაბით. მისი თქმით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა უნიკალურ პროექტზე – რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრზე ქალაქ ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში, სადაც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრი; ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი; საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც 12-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშების შექმნა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, რობოტიკა და სხვ. ცენტრი ასევე მოიცავს ტექნოპარკს და სხვა ლაბორატორიებს.მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ახალგაზრდების ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადებასა და სწავლებაზე. „ამ ეტაპზე 12,000-ზე მეტი ადამიანი გადავამზადეთ, რაც ბაზარზეც აისახა – მხოლოდ 2024 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 49,000-მდე გაიზარდა“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ბოლო სიახლეები