რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საჭირო იყო განათლების რეფორმა. როგორც კი რეფორმაზე საუბარი დაიწყო, ამ სიკეთეს მყისიერად გაემიჯნენ, რადგან, როგორც წესი, სიკეთეს ემიჯნებიან ხოლმე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სისტემაში ბევრი კითხვა არსებობდა, რაზეც პასუხი გაეცა.
„განათლების სისტემა რეფორმას საჭიროებდა. ამაზე შეთანხმება არსებობდა, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საჭირო იყო განათლების რეფორმა. როგორც კი განათლების რეფორმაზე საუბარი დაიწყო, ამ სიკეთეს მყისიერად გაემიჯნენ, რადგან, როგორც წესი, ისინი სიკეთეს ემიჯნებიან ხოლმე. განათლების სისტემაში ბევრი კითხვა არსებობდა, რაზეც პასუხი გაეცა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

