ფასიანი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, სხვათა შორის, არც აშშ-ის პრეზიდენტისთვის, არც სახელმწიფო მდივნისთვის და არც ვიცე-პრეზიდენტისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი ღირებული ინსტიტუტი აღარ არის.
„ჩვენი თუ არ გჯერათ, ამერიკის ადმინისტრაციას დაუჯერეთ, რომ დღეს, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი ღირებული ინსტიტუტი აღარ არის. ის, რომ რუსული რუბლების მიღების თაობაზე მარკეტა გრეგოროვამ არ იცის, ეს მისი პრობლემაა, რადგან საქართველოს არ იცნობს. თავად ხოშტარია აღიარებს, რომ დიახ, რუსეთიდან რუბლებს იღებს და ეს მარკეტა გრეგოროვამ, მისმა დაქალმა არ იცის და ახლა რა ვქნათ, მათ ურთიერთობაში ვერ ჩავერევით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

