გურამ მაჭარაშვილის თქმით, აღმასრულებელ მთავრობაში მომუშავე კომისიამ სურსათზე ფასების რეგულაციის რესურსი აჩვენა. „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ამავე საკითხზე შექმნილი საპარლამენტო კომისია მაღალი ხარისხით იმუშავებს.
„ვხედავთ, რომ არსებობს ფასების რეგულაციის რესურსი. აქედან გამომდინარე, მაღალი ხარისხის საპარლამენტო კომისია შეიქმნება და დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 თვეში საზოგადოება უკვე გამოკვეთილად დაინახავს, სად არის ფასების რეგულაციის რესურსი“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და კვოტები განისაზღვრა. კომისია მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.

