ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

გრიგოლ ლილუაშვილმა გმირულად დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გმირულად დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.

ივანე გოლაშვილი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით – „მამაცობისთვის“, დაჯილდოვდა.

სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 7 წელი გავიდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამხედრო ქვედანაყოფში მთავარსარდალს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.პრეზიდენტს სამთო სკოლის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ სკოლის ისტორიის, მისიისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამთო აღჭურვილობის ინვენტარი გააცნო. მიხეილ ყაველაშვილმა სკოლის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო კლასები დაათვალიერა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამთო მომზადების სკოლის სამხედროებმა სასწავლო უბანზე საჩვენებელი სწავლება გამართეს. საქართველოს პრეზიდენტი სამთო სკოლაში ვიზიტის ფარგლებში პროექტ „ჯარის ბანაკში“ მონაწილე მოსწავლეებსაც შეხვდა და მათთან ერთად სასადილოში „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნა.„საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სწავლება საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ეს არის ჩვენი თავდაცვის ძალების ერთ-ერთი გამორჩეული ბაზა. მიხარია, რომ „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებთან შეხვედრის შესაძლებლობაც გვქონდა. ეს არის განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი წარმატებული პროექტი. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას და თავდაცვის ძალებს გააჩნიაT შესაძლებლობა, რათა ჩვენი სამხედროები მოემზადონ მაღალ დონეზე. ამასთან, სასიამოვნოა, რომ  ახალგაზრდები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან სამხედრო სწავლებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

გიორგი გახარია მანდატების შეჩერებაზე – ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი: იმუნიტეტის მოხსნა, სისხლის სამართლის ბრალდებების გამოგონება და პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა

ჩვენთვის მანდატების ჩამორთმევა არასდროს ყოფილა პროცედურული საკითხი, ეს ეხებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნებისთვის გზის გახსნას, შეთითხნილი ბრალდებების წინ იმუნიტეტის გაუქმებას და მუნიციპალური არჩევნების წინ მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრას, - ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სადაც მისი პარტიის მანდატების გაუქმებას ეხმაურება.„დღეს, ერთპარტიული რეჟიმის სახით მოქმედმა „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად მისცა ხმა პარტია „საქართველოსთვის“ 12-ვე მანდატის გაუქმებას. ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი: იმუნიტეტის მოხსნა, სისხლის სამართლის ბრალდებების გამოგონება და პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა“, - წერს გახარია.მისი თქმით, პოლიტიკური ბოიკოტი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც პარტიამ პასუხისმგებლობით გამოიყენა 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უარი თქვა რა მიტაცებულ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, მაგრამ არ დათმო ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი.ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ. სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: - გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს.ამჟამად XI მოწვევის პარლამენტი, რომლის შემადგენლობაც 150 წევრიანი უნდა იყოს, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში პარლამენტის 61 წევრს შეუწყდა.

პაატა ბურჭულაძე – მოვედი მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია – პოლიციაში შემთხვევით გავიგე

დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე,- ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაატა ბურჭულაძე წერს, ის რუსთაველის გამზირზეა ყოველ საღამოს.“დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე. მე რუსთაველზე ვარ ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს, 216 დღე. 216 -34 = 182. ამოცანა გვეკითხება, სად არის ეს 182 ჯარიმა?” - წერს ბურჭულაძე.

თეონა აქუბარდია – სიტყვა შევასრულე და არ შევუქმენი მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია, პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს ეროვნულ ინტერესებს და ეს დანიშნულება მას უნდა დავუბრუნოთ

ქვეყნისთვის კრიტიკულ დროში მომიწია პოლიტიკაში ერთპარტიული „ოცნების“ პარლამენტის მიერ სამჯერ ჩემი მანდატის შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრის ხილვა, წინა პარლამენტში ამას ორჯერ ჰქონდა ადგილი, ორივეჯერ კენჭისყრა წარუმატებელი იყო, ხოლო დღეს ბიძინას პარლამენტმა მესამე ცდით ეს მისთვის – და, ბუნებრივია, ჩემთვისაც – წარმატებით განახორციელა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, სიტყვა შეასრულა და არ შეუქმნა მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია.„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად არის რუსეთთან ღია კოლაბორაციაში მყოფი ძალის მიერ მიტაცებული პარლამენტი ერთპარტიული. ამ ქვეყნისთვის კრიტიკულ დროში მომიწია პოლიტიკაში ერთპარტიული „ოცნების“ პარლამენტის მიერ სამჯერ ჩემი მანდატის შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრის ხილვა. წინა პარლამენტში ამას ორჯერ ჰქონდა ადგილი (ორივეჯერ კენჭისყრა წარუმატებელი იყო და დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით), ხოლო დღეს ბიძინას პარლამენტმა მესამე ცდით ეს მისთვის – და, ბუნებრივია, ჩემთვისაც – წარმატებით განახორციელა. მე ჩემი სიტყვა შევასრულე და არ შევუქმენი მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია. ეს არ არის საქართველოს პარლამენტი. ის არის ბიძინას ის „ბუტკა“, რომელზეც მან ჯერ კიდევ 2012 წელს იხუმრა და გააკეთა. მე საქართველოსთვის ჩემი წილი გასაკეთებელი, ვეცადე, გამეკეთებინა პარლამენტის კედლებიდან და მის გარეთაც. საქართველოს პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს და ეს დანიშნულება ამ ინსტიტუციას ერთად უნდა დავუბრუნოთ. ჩემი მხარდაჭერა ყველა პოლიტმატიმარს და იმ ბრძოლას, რაც ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის და სუვერენული არჩევანის უკან დაბრუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – დაწერა თეონა აქუბარდიამ.

„ენბისი ნიუსი“ – აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა

აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, შეჩერებულია ათასობით 155 მმ-იანი ჰაუბიცის საბრძოლო მასალის, 100-ზე მეტი „ჰელფაიერის” რაკეტის, 250-ზე მეტი ზუსტი მართვადი რაკეტების სისტემა „ჯიემელარსის”, „ეიაიემის” ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტების და ყუმბარმტყორცნების მიწოდება.„ენბისი ნიუსი” წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინაში რაკეტებისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის შეჩერების ბრძანება გასცა, აშშ-ის სამხედრო მარაგებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. ჰეგსეთმა გადადების ბრძანება რამდენიმე კვირით ადრე გასცა, მას შემდეგ, რაც მან გამოსცა მემორანდუმი, რომლითაც აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგის გადახედვას ითვალისწინებდა.

ბოლო სიახლეები