შაბათი, დეკემბერი 28, 2024

გრიგოლ ლილუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აზერბაიჯანის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა და ქალაქ აქტაუსთან მომხდარი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მიუსამძიმრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს: "ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ. ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება". ცნობისათვის:  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული. ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ტოპტვინებს მხოლოდ დამკვეთების ესმით და სამშობლო არაფრად უღირთ. მათ ვინც ქუჩაში მხოლოდ გულშემატკივრობთ და „სხვა ვალდებულებებით“ არ ხართ დატვირთული, დაფიქრდით – დიმიტრი ხუნდაძე

ქვეყანა რომ წაქეზებულ, ქუჩის პოლიტიკურ კეკლუცს აჰყვეს, უმძიმესი სცენარის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და მეტად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე, - ასე ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, დღემდე არ გაჟღერებულა არც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსული, ან რით დასტურდება, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაში გამოიხატება ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ინტერესების დაცვა და ასე შემდეგ. „ქვეყანა რომ წაქეზებულ, ქუჩის პოლიტიკურ კეკლუცს აჰყვეს, უმძიმესი სცენარის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და მეტად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე. არგუმენტებით საუბარი და დისკუსია ყოველთვის სჯობს უარგუმენტოდ ხმაურს და პერფორმანსებით პოზირებას. კითხვებს თუ პასუხები არ მოეძებნა, არ ივარგებს. დღემდე არც ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია, თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსული, ან რით დასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა? რაში გამოიხატება რუსეთის ინტერესების დაცვა და რატომ არის უკრაინის ბედი მიმზიდველი? რას ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში შეზღუდულია, როცა დღეს გამოხატვის თავისუფლება თავაშვებულობამდე „ხელმისაწვდომია". რას ნიშნავს „ქუჩისეული" გაგებით ქვეყანაზე ზრუნვა, როცა დაჟინებით სანქციებთან მიერთებას ითხოვენ და „ცხელ ბომბებს" ანიჭებენ უპირატესობას „ტექნიკური მთავრობის" ინიციატორები? რას ნიშნავს ქართული ტრადიციების მომხრეობა, თუ კი ოჯახური ფასეულობები უნდა „გავასხვისოთ" და კაცი ქალისგან არ განვასხვაოთ, ტაძრებს კვერცხები ვესროლოთ და სასულიერო პირები ვაბულინგოთ. პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები" ვესროლოთ, ცოცხლად დავწვათ და ამის ჩამდენი გმირად გამოვაცხადოთ, ბავშვები კლასებიდან გამოვიყვანოთ და აგენტურას წინ ფარად დავუყენოთ. უმცირესობა უმრავლესობად წარმოვაჩინოთ და საპირისპირო აზრს, დემოკრატიის სახელით, განადგურებამდე ვებრძოლოთ. ტოპტვინებს მხოლოდ დამკვეთების ესმით და სამშობლო არაფრად უღირთ. მათ ვინც ქუჩაში მხოლოდ გულშემატკივრობთ და „სხვა ვალდებულებებით" არ ხართ დატვირთული, დაფიქრდით და ქვეყანას ცეცხლთან ნუ ათამაშებთ, ნუ შეუწყობთ ხელს იმას, რაც თქვენდაუნებურად, თქვენც დაგაზიანებთ,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებისთვის მიმართვას ავრცელებს. „ჩემო გულშემატკივრებო, ახალი ალბომის და კლიპის პრეზენტაცია გადაიდო 28 იანვარს  ბედნიერი შობა-ახალი წელი ყველას!“ - წერს ბუზალაძე.

Aljazeera: ინდოეთის მთავრობა ჯორჯ სოროსს დესტაბილიზაციის მიზნით ოპოზიციის დაფინანსებაში ადანაშაულებს

ინდოეთის პარლამენტში ზამთრის სესიის დაწყებასთან ერთად, მმართველი BJP („ინდური ხალხის პარტია“) და ოპოზიციური კონგრესის პარტია ერთმანეთს მწვავე დებატებში დაუპირისპირდნენ. ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატში, მანიპურში, ეთნიკური კონფლიქტები უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება, რაც ოპოზიციის მტკიცებით, ადგილობრივმა BJP მთავრობამ გაამწვავა. ამასთან, ინდოეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია, ხოლო ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, გაუტამ ადანი, კორუფციულ სკანდალშია გახვეული, რაც აშშ-ში ბრალდებების საფუძველზე ვითარდება. ეს საკითხები პოლიტიკური განხილვის მთავარი თემებია და ოპოზიცია მთავრობას პასუხისმგებლობას აკისრებს. 2023 წლიდან ჯორჯ სოროსი, უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფინანსისტი, BJP-ს მთავარი კრიტიკის სამიზნე გახდა. მმართველი პარტია მას ადანაშაულებს ოპოზიციის დაფინანსებასა და მოდის კრიტიკოსების მხარდაჭერაში, რისი მიზანიც ინდოეთის დესტაბილიზაციაა. ეს რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისთანავე, სადაც BJP-მ პირველად დაკარგა სრული უმრავლესობა, თუმცა მაინც შეძლო კოალიციური მთავრობის შექმნა. BJP-მ ფრანგული მედიის სტატიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჯორჯ სოროსის Open Society Foundations-მა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფინანსეს OCCRP (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის პროექტი). BJP-მ ამ ორგანიზაციის გამოძიებები გამოიყენა სოროსისა და ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ბრალდებების გასამყარებლად, მათ შორის Pegasus-ის შპიონური პროგრამის სავარაუდო გამოყენებაზე, ადანის ჯგუფის საქმიანობაზე და ინდოეთში რელიგიური თავისუფლების შემცირებაზე. BJP-ს სპიკერმა განაცხადა, რომ ეს „დიფ-სტეიტის“ მცდელობა იყო ინდოეთის დესტაბილიზაციისთვის, რაც მოდის მიზანში ამოღებას ისახავდა. პარტიამ ასევე დასძინა, რომ OCCRP ამ მიზნისთვის მედია იარაღად იქნა გამოყენებული. ამ განცხადებებმა ანალიტიკოსები გააოცა, რადგან აშშ ინდოეთის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ BJP-მ ეს ნაბიჯი ქვეყნის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გადადგა, ხოლო მისი რიტორიკა ახლადარჩეული ტრამპის ადმინისტრაციის შეხედულებებსაც ემთხვევა „დიფ-სტეიტის“ შეთქმულების თაობაზე.

ოპოზიცია მსჯელობს, პარლამენტის ახალი არჩევნები, ძველი მეთოდით, არაელექტრონული წესით, ჩატარდეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ერთობლივად შექმნილ დოკუმენტში მსჯელობის საგანია პარლამენტის ახალი არჩევნები ძველი მეთოდით, არაელექტრონული წესით ჩატარდეს. როგორც ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ სპეცერთერში განაცხადა, გარდა ამისა, მსჯელობის საგანია კრიზისმენეჯმენტის საბჭოს შექმნა, „რომელმაც უნდა მართოს არსებული კრიზისი და დაგვაბრუნოს ევროპულ გზაზე“. „ეს დოკუმენტი ერთობლივად შეიქმნა, თუმცა არ არის საბოლოო ვერსია და არ გასაჯაროებულა. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ის ორი ნაწილისგან შედგება - პირველია - როგორ უნდა წარიმართოს ახალი არჩევნები, როგორ უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო კომისია და ა.შ. ვინაიდან ელექტრონული არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა არის ძალიან დაბალი, ამას ამბობს ეუთო/ოდირის დასკვნაც. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ ეს შეიცვალოს და არჩევნები ძველი მეთოდით ჩატარდეს. თუმცა, ესეც სამსჯელოა. დოკუმენტში ასევე გაწერილია, როგორ უნდა დაკომპლექტდეს კომისიები. ცხადია, ეს საბოლოო ვერსია არ არის, კონსულტაციები საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გაგრძელდება. რაც შეეხება მეორე შეთავაზებას, პრეზიდენტის ინიციატივა იყო, რომ ყოფილიყო საკოორდინაციო საბჭო, ამაში იქნებოდა ოთხივე პროდასავლური ძალა პრეზიდენტთან ერთად, შეიქმნებოდა ორგანო, საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების ჩატარებას. არ დავარქვათ ამას პარალელური მთავრობა, ეს არის კრიზისმენეჯმენტი, საბჭო, რომელმაც უნდა მართოს ეს კრიზისი და დაგვაბრუნოს ევროპულ გზაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ სპეცეთერში ჩართვისას განაცხადა..

ბოლო სიახლეები